მეჩეთთან შეკრებილები ბიძინა ივანიშვილს დანაპირების შესრულებისკენ მოუწოდებენ

მეჩეთთან შეკრებილები ბიძინა ივანიშვილს დანაპირების შესრულებისკენ მოუწოდებენ

"თავისუფლება პატიმარ მინარეთს" - ამ ლოზუნგით ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან მუსლიმი მრევლი აქციას მართავს. მუსლიმები ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟს აპროტესტებენ და ითხოვენ ხელისუფლებამ დროულად დააბრუნოს მინარეთი.

აქციაზე ასევე გახმოვანდა ლოზუნგები - " მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაიცვას მუსლიმთა კონსტიტუციური უფლება". აქციის მიმდინარეობისას სიტყვით გამოვიდა ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ 1 წლის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მუსლიმ მრევლს მეჩეთის აშენებას დაპირდა, თუმცა დანაპირები არ შესრულდა.

"რასაც ბიძინა ივანიშვილი ერთი წლის წინ მუსლიმ მრევლს დაპირდა, უნდა შეასრულოს. დღეს ვხედავთ, რომ ეს დანაპირები მინარეთის ნგრევით სრულდება. გვაბრალებენ თაღლითობას, თითქოს უკანონოდ შემოვიტანეთ მინარეთის მასალა, ამბობენ, რომ ერთ ღამეში საიდუმლოდ ავაშენეთ მინარეთი. ერთ ღამეში არ შენდება ასეთი მინარეთები. მის ასაშენებლად 4 დღე-ღამე დაგვჭირდა. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი უფლებების დასაცავად და მოვითხოვთ მინარეთის დაბრუნებას ", -აღნიშნა მამუკა ვაშაყმაძემ.

აქციაზე, ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ ტარიელ ნაკაიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ უნდა დაიცვას მუსლიმების უფლება, რადგან საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და მუსლიმთა დემოკრატიული პრინციპების უზრუნველყოფა სახელმწიფომ უნდა შეძლოს.

აქციის დაწყებამდე, მუსლიმები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხაბაძეს ბათუმის მეჩეთში შეხვდნენ. როგორც არჩილ ხაბაძემ აღნიშნა, მუსლიმ მრევლს კონსტიტუციური უფლების გამოყენებაში ხელს არავინ შეუშლის. ხაბაძემ განმარტა, რომ უმოკლეს ვადაში მინარეთის საკითხი გადაწყდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია