"19 და­სა­ხე­ლე­ბის ნა­ყი­ნი­დან 9 და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი აღმოჩნდა"

"19 და­სა­ხე­ლე­ბის ნა­ყი­ნი­დან 9 და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი აღმოჩნდა"

ჩვენს მა­ღა­ზი­ებ­ში დღეს­დღე­ო­ბით ნა­ყი­ნის დი­დი არ­ჩე­ვა­ნი­ა, თუმ­ცა სხვა სა­კითხ­ი­ა, რამ­დე­ნად სან­დო და ხა­რის­ხი­ა­ნია ნა­ყი­ნი, რო­მელ­საც ვყი­დუ­ლობთ - ამ კითხ­ვით "სა­ქარ­თვე­ლოს მომ­ხმა­რე­ბელ­თა ფე­დე­რა­ცი­ის" თავ­მჯდო­მა­რე მა­დო­ნა კო­ი­ძეს მივ­მარ­თეთ:

- ჩვენ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ქსელ­ში შე­ი­ძი­ნა 19 და­სა­ხე­ლე­ბის ნა­ყი­ნი და რამ­დე­ნი­მე ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გა­ნა­თავ­სა. საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო შე­დე­გე­ბი მი­ვი­ღეთ: 19 ნი­მუ­ში­დან ცხრა მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რად და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა - ანუ, თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი. მკითხ­ვე­ლი ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბა, რომ ეს სა­გან­გა­შო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი­ა, მით უმე­ტეს, რომ ნა­ყინს ყვე­ლა­ზე ხში­რად ბავ­შვე­ბი და მო­ზარ­დე­ბი მი­ირ­თმე­ვენ.

- ხომ ვერ ჩა­მოგ­ვით­ვლი­დით ნა­ყი­ნის იმ სა­ხე­ო­ბებს, რო­მელ­თა ხა­რის­ხიც ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის დროს უარ­ყო­ფი­თად შე­ფას­და?

- პირ­ველ რიგ­ში უნ­და და­ვა­სა­ხე­ლო კას­პის "ბა­ჩო", რო­მელ­საც შპს "გან­თი­ა­დი" აწარ­მო­ებს. ეს ნა­ყი­ნი უკ­ვე სა­მი წე­ლი­წა­დია ჩვენს კვლე­ვა­ში ხვდე­ბა, რო­გორც და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი, რაც იმა­ზე მეტყ­ვე­ლებს, რომ სა­წარ­მო­ში კა­ნო­ნით და­წე­სე­ბუ­ლ ნორ­მებს არ იცა­ვენ და იქ ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა­ა. იმე­დი მაქვს, რომ ეს სა­წარ­მო გა­კონ­ტროლ­დე­ბა და სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო შე­სა­ბა­მის ღო­ნის­ძი­ე­ბებს გა­ა­ტა­რებს. აქ­ვე უნ­და გა­მოვ­ყო სომ­ხე­თი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი "გრანდ ჰენ­დის" მი­ერ წარ­მოებუ­ლი ნა­ყი­ნი "ზებ­რა". უხარისხო პრო­დუქ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მოხ­ვდა ქო­ბუ­ლეთ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი ორი და­სა­ხე­ლე­ბის ნა­ყი­ნი, სა­ხელ­წო­დე­ბით "ა­ის­ბე­რ­გი" და "ჯუ­ჯა".

ასე­ვე, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი ნა­ყი­ნი "ო­ა­ზი­სი" და შპს "კრის­ტა­ლის" მი­ერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ნა­ყი­ნი, რო­მელ­საც "კრის­ტა­ლი" ჰქვი­ა. უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბა მი­ი­ღო სომ­ხუ­რი კომ­პა­ნია "აშ­კა­რად­-კა­თის" მი­ერ წარ­მო­ე­ბულ­მა ნა­ყინ­მა "დრა­ი­ვი" და შპს "თა­მა­რას" ნა­წარ­მმა, სა­ხელ­წო­დე­ბით - "ტალ­ღა"... პრო­დუქ­ცია და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ კო­ლი­ფორ­მუ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბით, ასე­ვე მე­ზო­ფი­ლუ­რი, აე­რო­ბუ­ლი და ფა­კულ­ტა­ტუ­რი ანა­ე­რო­ბუ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბით. კო­ლი­ფორ­მუ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბი არის ნაწ­ლა­ვის ჯგუ­ფის ტი­პის ბაქ­ტე­რი­ე­ბი. არ მინ­და, მომ­ხმა­რე­ბე­ლი შე­ვა­ში­ნო, მაგ­რამ ცნო­ბი­ლი სკან­და­ლი, რო­მე­ლიც ევ­რო­პა­ში ხორ­ცი­სა და რძის პრო­დუქ­ტის გა­მო ატყ­და, სწო­რედ ამით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი.­ ეს არის ნაწ­ლა­ვური ბაქ­ტე­რი­ე­ბი. თუ პრო­დუქ­ტის შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი და­ირ­ღვა, მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა მა­ტუ­ლობს და ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი საფ­რთხე შე­ექ­მნას - მო­ი­წამ­ლოს და ­გა­მოვ­ლინ­დეს ყვე­ლა ის სიმპტომი, რაც კვე­ბი­თი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ი­სათ­ვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი.

- რას გვეტყ­ო­დით ქარ­თული კომ­პა­ნი­ებ­ის მიერ წარმოებულ ნაყინზე?

- მე ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს, რომ წლე­ვან­დელ კვლე­ვა­ში სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ნიშ­ნე­ბა და ბევ­რი პრო­დუქ­ტი, წინა წლებისგან განსხვავებით, წელს და­დე­ბი­თად შე­ფას­და. მო­წი­ნა­ვე ქარ­ხნე­ბი, რო­გო­რი­ცაა "გურ­ჯა­ა­ნი", "თო­ლი­ა", სამ­ტრე­დი­ის ნა­ყი­ნის სა­წარ­მო, თე­ლა­ვის, გო­რის, ქუ­თა­ი­სი­სა და ტყი­ბუ­ლის ქარ­ხნე­ბი საკ­მა­ოდ ხა­რის­ხი­ან ნა­ყინს აწარ­მო­ე­ბენ. აქ­ვე უნ­და და­ვა­სა­ხე­ლო ახ­ლად გახ­სნი­ლი ქარ­ხა­ნა ზუგ­დიდ­ში, რომ­ლის მი­ერ წარ­მო­ე­ბულ­მა პრო­დუქ­ცი­ა­მაც და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია