მელორ ვაჩნაძე: "სააკაშვილს მხდალი ვუწოდე და მთელი პიაცას მოედანი ტაშს უკრავდა"

მელორ ვაჩნაძე: "სააკაშვილს მხდალი ვუწოდე და მთელი პიაცას მოედანი ტაშს უკრავდა"

"პრეზიდენტის პირადი მოთხოვნა იყო, რომ ტერიტორია დამეტოვებინა. რამდენჯერმე ხმამაღლა გაიმეორა, გაათრიეთო და ამან აღმაშფოთა. სააკაშვილის გასათრევი მგონი ქვა არ არის საქართველოში. ვერანაირად ვერ დავემორჩილებოდი. სხვათაშორის, ანდრო ბარნოვიც იქ იყო, რომელიც ხელების ქნევითა და ჟესტიკულაციით ცოდვილობდა რაღაცას," - აცხადებს მელორ ვაჩნაძე, რომელიც 2 დღის წინ ბათუმში, პიაცას მოედანზე მომხდარი ინცინდენტის გამო დააკავეს.

მელორ ვაჩნაძე:

"პიაცას მოედანზე ჩემს საცოლესთან ერთად ვიყავი, ვსადილობდით. დაცვის თანამშრომელი მოვიდა და ტერიტორიის დატოვება მომთხოვა. ვკითხე, რა ხდებოდა და მითხრა, რომ სასწრაფოდ უნდა წავსულიყავი, რადგან სააკაშვილი იყო მოსული. მოვიხედე და სააკაშვილი სულ ახლოს იჯდა. რა თქმა უნდა, არ დავემორჩილე დაცვის მოთხოვნას და ამან გამოიწვია ის, რაც შემდეგ მოხდა - ყველაფერი სერიოზულ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

რა თქმა უნდა, არ მოვერიდე და სააკაშვილს მხდალი ვუწოდე. მთელი პიაცას მოედანი ტაშს უკრავდა. ძალადობა ამან გადააფიქრებინა. ადმინისტრაციული წესით დამაკავეს, მიხეილ სააკაშვილი კი პიაცაზე დარჩა და მეორე დღეს ანდრო ბარნოვი რაღაც სისულელეებს როშავდა.

- როგორც შემდეგ გაირკვა, თქვენმა საცოლემ მომხდარი საკუთარი "აიპადით" გადაიღო, რომელიც შემდეგ პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებმა ჩამოართვეს...

- დიახ, წაღებული აქვთ და თუმცა, მობილურითაც გადაღებულია ყველაფერი და "ფეისბუკზე" ავტვირთავ.

- სასამართლო გუშინ შედგა. ბრალი რა მუხლით იყო წაყენებული და როგორ წარიმართა სასამართლო პროცესი?

- ბრალი ორი მუხლით მქონდა წაყენებული - ერთი წვრილმანი ხულიგნობა და მეორე პოლიციის არ დამორჩილება. პოლიციის არ დამორჩილების კუთხით მოსამართლემ გამამართლა, ხოლო წვრილმანი ხულიგნობის, კერძოდ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალის საფუძველზე 100 ლარით დამაჯარიმეს.

- ანუ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მელორ ვაჩნაძე პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის დააკავეს, სიმართლეს არ შეესაბამება და რეალურად საზოაგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დაგაპატიმრეს?

- დიახ, არც შემიგინებია და არც არაფერი. უბრალოდ სიმართლე ვუთხარი პირში.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა