რა­ტომ არ ახ­მა­უ­რე­ბენ ლო­პო­ტა­ში და­ღუ­პულ­თა ცხედ­რე­ბის ექ­სპერ­ტი­ზის შე­დეგს

რა­ტომ არ ახ­მა­უ­რე­ბენ ლო­პო­ტა­ში და­ღუ­პულ­თა ცხედ­რე­ბის ექ­სპერ­ტი­ზის შე­დეგს

რიმ­დი­ნა­რე წლის 8 მა­ისს პან­კის­ში, სო­ფელ დუ­ი­სის სა­საფ­ლა­ო­ზე, ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს და­ღუ­პულ­თა ცხედ­რე­ბის ექ­სჰუ­მა­ცია ჩა­ტარ­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ექ­სპერ­ტი­ზი­სათ­ვის საფ­ლა­ვე­ბი­დან ამო­ი­ღეს 2012 წლის 28 აგ­ვის­ტოს მოკ­ლუ­ლი ას­ლან მარ­გოშ­ვი­ლის, სა­ლამ ზა­ურ­ბე­კო­ვი­სა და ბა­ჰა­უ­დინ ბა­ღა­კაშ­ვი­ლის ცხედ­რე­ბი. ექ­სჰუ­მა­ცი­ის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა სა­სა­მარ­თლომ მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­ი­ღო. სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხის წევ­რე­ბი სა­კუ­თა­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და რჯუ­ლის მოთხ­ოვ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, სი­მარ­თლის დად­გე­ნის იმე­დით და­თან­ხმდნენ გვა­მე­ბის­თვის სა­სა­მარ­თლო-­სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვას. ლა­ფან­ყუ­რის ოპე­რა­ცი­ის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა მას შემ­დეგ გახ­და სა­ჭი­რო, რაც სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტში გა­მოს­ვლი­სას სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს შსს-თან კავ­შირ­ზე ილა­პა­რა­კა. მას შემ­დეგ საკ­მა­რის­ზე დი­დი დრო გა­ვი­და და არც შსს და არც პრო­კუ­რა­ტუ­რა ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხებს არ ახ­მა­უ­რებს. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" და­ინ­ტე­რეს­და, რა ეტაპ­ზეა გა­მო­ძი­ე­ბა და რო­დის აეხ­დე­ბა სა­ბო­ლო­ოდ ფა­რდა ლა­ფან­ყუ­რის ტრაგედიას, რომ­ლის გახ­სნაც სა­ხელ­მწი­ფოს­თვის პრეს­ტი­ჟის საქ­მე­დაც კი იქ­ცა.

მე­რაბ მარ­გოშ­ვი­ლი, ლა­ფან­ყუ­რის სპეცოპე­რა­ცი­ი­სას მოკ­ლუ­ლი ას­ლან მარ­გოშ­ვი­ლის მა­მა:

- გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და თით­ქმის ყო­ველ­დღე ახალ­-ა­ხა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მჟღავ­ნდე­ბა. ამის გა­მო­ძი­ე­ბა არც ისე იო­ლი­ა, ერთ ან ორ თვე­ში რომ გა­მო­ი­ძი­ონ. გა­მომ­ძი­ე­ბელს ეს საქ­მე მომ­ხდა­რი­დან სა­მი თვის შემ­დეგ ნუ­ლი­დან აქვს დაწყ­ე­ბუ­ლი, მას შემ­დეგ, რაც სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ავ­ტო­რებ­მა ყვე­ლა კვა­ლი წა­შა­ლეს. მირ­ჩევ­ნი­ა, გა­მო­ძი­ე­ბა გა­ი­წე­ლოს და ყვე­ლა­ფე­რი, რა მოხ­და და რო­გორ მოხ­და, ზუს­ტად გა­ვი­გოთ. გვა­მე­ბის ექ­სპერ­ტი­ზა დას­რულ­და და დას­კვნაც და­ი­დო, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით მი­სი გამ­ჟღავ­ნე­ბა­ არ სურთ, არც მე მინ­და ხე­ლი შე­ვუ­შა­ლო გა­მო­ძი­ე­ბას და დე­ტა­ლებ­ზე ვი­სა­უბ­რო. ვი­კითხ­ე, რა­ტომ ჭი­ა­ნურ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა-­მეთ­ქი და და­მა­ი­მე­დეს, რომ ის უახ­ლო­ეს ხან­ში დას­რულ­დე­ბა. მითხ­რეს, რომ აქვთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია და მას­ზე მუ­შა­ო­ბენ. სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სამ­-სა­მი და ოთხ­-ოთხი სამ­ხი­ლი არ­სე­ბობს.

- ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში რას გუ­ლის­ხმობთ, რა გამ­ჟღავ­ნდა ისე­თი, რაც თქვენ­თვის აქამ­დე უც­ნო­ბი იყო?

- თვი­თონ თუ რა­მეს მეტყ­ვი­ან, თო­რემ მე არა­ვის არა­ფერს ვე­კითხ­ე­ბი. არც ის მინ­და, ჩემ­გან გა­ჟო­ნოს ინ­ფორ­მა­ცი­ამ. გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, მა­ლე ისეთ რა­მეს გა­ი­გებთ, გა­ოც­დე­ბი­თო. გა­მო­ძი­ე­ბამ რა იცის, ვერ გეტყ­ვით, მაგ­რამ მე ჩე­მი აზ­რი მაქვს ამ საქ­მე­ზე. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა მოტყ­უ­ე­ბით ჩა­მო­იყ­ვა­ნეს ევ­რო­პი­დან ქის­ტი და ჩე­ჩე­ნი ბი­ჭე­ბი, უთხ­რეს, კო­რი­დორს მოგ­ცემთ, გა­გა­ტა­რებ­თო. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­ე­ცა­და ისი­ნი არ­ჩევ­ნებ­ში თა­ვი­ან­თი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, მაგ­რამ ვერ გა­მო­ი­ყე­ნეს. მა­შინ და­გე­გ­მეს ეს ოპე­რა­ცი­ა, რა­თა არ­ჩევ­ნე­ბის წინ ქუ­ლე­ბი ჩა­ე­წე­რათ და ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ, აი, რა ძლე­ვა­მო­სი­ლი პრე­ზი­დენ­ტი გვყავ­სო. ვფიქრობ, ამ საქ­მე­ში მა­ღა­ლი რან­გის ჩეჩ­ნე­ბიც არი­ან გა­რე­უ­ლი - ჩეჩ­ნე­თის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბის ხალხს ვგუ­ლის­ხმობ.

- მათ რა მი­ზა­ნი ამოძ­რა­ვებ­დათ?

- ისი­ნი და ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხომ დი­დი ხა­ნი­ა, ერ­თად არი­ან. მათ ვა­ჰა­ბი­ტებ­თან სა­ერ­თო ენა გა­მო­ნა­ხეს, ფულს იყოფ­დნენ... ლა­ფან­ყურ­ში და­ღუ­პუ­ლი ბი­ჭე­ბის ცოდ­ვა პრე­ზი­დენ­ტის, შს მი­ნის­ტრს, გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძი­სა (შს მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე) და ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის კი­სერ­ზე­ა, ძი­რი­თა­დად, მათ ხელ­ში იყო ის ხალ­ხი. რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას, მას თა­ვი­სი წი­ლი ბრა­ლი აქვს, მაგ­რამ სა­ნამ გა­მო­ძი­ე­ბა არ დას­რულ­დე­ბა, მა­ნამ­დე ალ­ბათ ლა­ფან­ყუ­რის საქ­მე­ზე ბრალს არ წა­უ­ყე­ნე­ბენ. ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილს არ უნ­დო­და ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის თა­ვის თავ­ზე აღე­ბა, მო­იყ­ვა­ნეს ყვე­ლაფ­რის მკის­რე­ბე­ლი ახა­ლაია და მი­სი მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდს და­ემ­თხვა ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი, მა­თე ცი­ხე­საშ­ვი­ლი, ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კა იჩ­ქე­რი­ის მთავ­რო­ბის წევ­რი:

- ლა­ფან­ყუ­რის საქ­მე­ზე სა­ბო­ლოო დას­კვნა არ და­ი­დე­ბა, რად­გან მი­სი გა­მო­ძი­ე­ბით არა­ვი­ნაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. რა­ტომ აჭი­ა­ნუ­რე­ბენ და გაჰ­ყავთ დრო, ხალხს რა­ტომ აღი­ზი­ა­ნე­ბენ? ამან შე­იძ­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გი მო­ი­ტა­ნოს. ჩვენ, კა­ნო­ნი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც ჩარ­თუ­ლი ვართ ამ საქ­მე­ში, ხალხს ვა­ჩე­რებთ, აი, ახ­ლა გა­ირ­კვე­ვა სი­მარ­თლე, აი, ახ­ლა­ო. არ შე­იძ­ლე­ბო­და ამ საქ­მის შსს-სთვის ჩა­ბა­რე­ბა, ვი­ნა­ი­დან ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ეს სა­მი­ნის­ტრო იყო. არის კი ის სი­მარ­თლის დამ­დგე­ნი? მი­სი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა კი შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ის პი­რე­ბი, ვინც სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში იყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი, არ შეც­ვლი­ლან, კვლავ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე არი­ან.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ