”თავისუფალი ზონა” - ENA არ გასცემს იურისტის დიპლომს

”თავისუფალი ზონა” -  ENA არ გასცემს იურისტის დიპლომს

ნაციონალური მოძრაობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა, იმის გასარკვევად აქვს თუ არა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს იურისტის კვალიფიკაცია, საფრანგეთში წერილი გაგზავნა.

საფრანგეთის ადმინისტრაციის ეროვნული სკოლა (ENA) არ გასცემს იურისტის დიპლომს - ნათქვამია ”თავისუფალი ზონის” მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც ორგანიზაცია თაქთაქიშვილისთვის საფრანგეთიდან მიღებულ პასუხზე დაყრდნობით ავრცელებს.

”უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პარიზი, 09 აგვისტო 2013 N 2013-0879 2013 წლის 13 მაისით დათარიღებული წერილით თქვენ მომმართეთ რამდენიმე კითხვით , რაც საფრანგეთის უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებებისა და ადმინისტრაციის ეროვნული სკოლის (ენა) მიერ განხორციელებულ სასწავლო პროგრამების მარეგულირებელ ნორმებს შეეხება. თქვენ გაინტერესებთ, გასცემს თუ არა ენა იურისტის დიპლომს. გაცნობებთ, რომ ეს დაწესებულება, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, სამ სამაგისტრო პროგრამას ახორციელებს. პროგრამები განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომელთაც უკვე აქვთ პროფესიული საქმიანობის გამოცდილება ან სურთ გაიღრმავონ საუნივერსიტეტო განათლება. ხსენებული სამაგისტრო პროგრამები არ არის კონკრეტულად იურიდიული საგანმანათლებლო პროგრამები. ამასთან, საჯარო მმართველობის მაგისტრატურის ფარგლებში, რომლის მიზანია ისეთი მენეჯერების მომზადება, რომლებიც შეძლებენ პილოტირება გაუწიონ და გაუძღვნენ საჯარო სექტორში მიმდინარე მოდერნიზაციის პროცესებს, სასწავლო მოდული “საჯარო ფინანსების მართვა” სტუდენტებს სთავაზობს სასწავლო კურსს ადმინისტრაციული გარიგების სამართალსა და ეკონომიკაში. ასევე, ურბანიზმის სამართლის კურსები ისწავლება მაგისტრატურის - “ტერიტორიული რისკების პრევენცია და მართვა” - კურსის ფარგლებში. გენერალური დირექტორი უმაღლესი განათლებისა და პროფესიული განვითარების დარგში სიმონ ბონაფუსი.”- ნათქვამია წერილში.

წულუკიანის იურისტობაზე პირველად საკითხი უმცირესობის დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ წამოჭრა და განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრს არ გააჩნდა იურიდული განათლება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა