თურქულ მხარეს სოფელ ჭელას მინარეთი 22 ათასი ლირა დაუჯდა

თურქულ მხარეს სოფელ ჭელას მინარეთი 22 ათასი ლირა დაუჯდა

თურქულ მხარეს სოფელ ჭელაში მეჩეთიდან მოხსილი მინარეთი 22 ათასი ლირა დაუჯდა. ამ თანხაში შედის საბაჟო პროცედურებიც. ამის შესახებ თურქული პრესა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ წერდა.

როგორც არტაანის მუფთი გალიფ აქინი სააგენტო "აასათვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, 40 სასულიერო პირთან ერთად გასული წლის დეკემბერში ახალციხეში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც შეამჩნიეს, რომ მუსლიმი ქართველებით დასახლებულ სოფელ ჭელას მეჩეთს მინარეთი არ ჰქონდა.

"ახალციხეში ჭელა მუსლიმებით დასახლებული სოფელია, მაგრამ გარედან როცა შევხედავთ, მინარეთის არარსებობა დიდი დანაკლისი იყო. ვნახეთ, რომ ამ მეჩეთში მრავალი ბავშვი ყურანს კითხულობდა და რელიგიას სწავლობდა. ამ მდგომარეობამ ჩვენზე მართლაც იმოქმედა. არტაანში მომუშავე სასულიერო პირებთან ერთად მინარეთის გაკეთების ვალდებულება ავიღეთ. ეს ჩვენმა სასულიერო პირებმა შემოგვთავაზეს. ჩვენც ხსენებული მეჩეთის მინარეთი გავაკეთეთ. ამ მინარეთის არსებობის შემთხვევაში ყველასთვის გასაგები იქნება, რომ ეს სოფელი მუსლიმურია", - აღნიშნავს მუფთი აქინი.

ერთი თვის წინანდელ ინტერვიუში მუფთი ამბობს, რომ მინარეთისათვის შეძენილი ხმის სისტემასაც უახლოეს მომავალში გააგზავნიდნენ.

"მინარეთის მიღების შემდეგ ქართველებმა განცხადეს, რომ ერთ წელიწადში აღნიშნულ მეჩეთში ქუთლუს დაბადების ღონისძიებას ჩავატარებთო. ჩვენს მიერ გაკეთებული მინარეთით სოფლის მცხოვრებლები ძალიან გახარებული დარჩნენ. ახალციხეში 9 მუსლიმური სოფელია. ამ სოფლებიდან მინარეთი მარტო სოფელ ჭელას მეჩეთს არ ჰქონდა. ეს საკითხი კი ჩვენ მოვაგვარეთ", - დასძინა მუფთმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია