მუსლიმი მრევლი ბათუმში ახალი მეჩეთისთვის ტერიტორიის შემოსაზღვრას ახორციელებს

მუსლიმი მრევლი ბათუმში ახალი მეჩეთისთვის ტერიტორიის შემოსაზღვრას ახორციელებს

მუსლიმი მრევლი ბათუმში, მეჩეთისთვის ტერიტორიის შემოსაზღვრას ახორციელებს. მუსლიმი მრევლი, ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზეა შეკრებილი. ისინი აცხადებენ, რომ ბათუმში მოქმედი მეჩეთი მრევლს ვერ იტევს, რის გამოც კიდევ ერთი მეჩეთი უნდა აშენდეს.

როგორც სრულიად საქართველოს მუფთის მოადგილემ ადამ შანთაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დღეს შუადღის ლოცვის შემდეგ, მრევლმა მოითხოვა ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის ადგილის შერჩევა. ადამ შანთაძის თქმით, აღნიშნული ტერიტორია თავისუფალია და შესაძლებელია კიდევ ერთი მეჩეთი აშენდეს.

ბაგრატიონის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი აკონტროლებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია