"შე­იძ­ლე­ბა ნა­პოვ­ნიც ჰყავთ "თა­ლი­ბა­ნის" კლი­პის ავ­ტო­რი, მაგ­რამ არ ამ­ბო­ბენ"

"შე­იძ­ლე­ბა ნა­პოვ­ნიც ჰყავთ "თა­ლი­ბა­ნის" კლი­პის ავ­ტო­რი, მაგ­რამ არ ამ­ბო­ბენ"

სა­მი თვის წინ "ი­უ­თუ­ბი­ზე" თა­ლი­ბა­ნის სა­ხე­ლით გავ­რცელ­და მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი ვი­დე­ოკ­ლი­პი, რო­მელ­შიც ავ­ღა­ნეთ­ში ქარ­თუ­ლი სამ­ხედ­რო კონ­ტინ­გენ­ტის წევ­რებს ფი­ზი­კუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბით ემუქ­რე­ბი­ან. შს სა­მი­ნის­ტრომ აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა მა­შინ­ვე და­იწყ­ო. საქ­მე­ში FBI და ის­რა­ე­ლის ელექ­ტრო­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რიც ჩა­ერ­თო. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი თა­ვი­დან­ვე გა­მო­რიცხ­ავ­დნენ აღ­ნიშ­ნუ­ლი კლიპ­თან თა­ლი­ბე­ბის კავ­შირს და ეჭ­ვიც არ ეპა­რე­ბო­დათ, რომ მი­სი წარ­მო­მავ­ლო­ბის დად­გე­ნა იო­ლი იქ­ნე­ბო­და. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" და­ინ­ტე­რეს­და, თუ რა­ტომ ჭი­ა­ნურ­დე­ბა საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა - ეს ტექ­ნი­კუ­რად რთუ­ლი პრო­ცე­დუ­რა­ა, თუ საქ­მის გახ­სნის პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბა არ არ­სე­ბობს? რო­გორც შს სა­მი­ნის­ტრო­ში გვითხ­რეს, საქ­მის ირ­გვლივ ამ ეტაპ­ზე ახა­ლი არა­ფე­რი­ა.

იო­სებ ზა­ა­ლიშ­ვი­ლი, ექ­სპერ­ტი ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და ის­ლა­მუ­რი ტე­რო­რიზ­მის სა­კითხ­ებ­ში:

- აღ­ნიშ­ნუ­ლი კლი­პი რომ თა­ლი­ბა­ნის და ალ­-ქა­ი­დას ატ­ვირ­თუ­ლი არ არის, გა­სა­გე­ბი­ა, მაგ­რამ რა­ტომ არ იძი­ე­ბენ ამ საქ­მეს, ვერ გეტყ­ვით. რად­გან კლი­პი ერ­თჯე­რა­და­დაა ატ­ვირ­თუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა მი­სი წარ­მო­მავ­ლო­ბა ვერც და­ად­გი­ნო. ის­რა­ე­ლის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი კი არა, ვინც უნ­და ჩა­ერ­თოს ამ საქ­მე­ში, მი­სი დად­გე­ნა ძალ­ზე რთუ­ლი­ა. შე­საძ­ლო­ა, ელო­დე­ბი­ან, კი­დევ რა­ი­მე აიტ­ვირ­თოს. ფაქ­ტი­ა, რომ კლი­პი არ არის თა­ლი­ბე­ბის დამ­ზა­დე­ბუ­ლი, რა­ზეც მი­უ­თი­თებს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლა - მას­ში ნამ­დვი­ლად არ ურე­ვია ის­ლა­მუ­რი ფუნ­და­მენ­ტა­ლის­ტე­ბის ხე­ლი. ამას პირ­ველ რიგ­ში ამ­ტკი­ცებს ის, რომ იქ არც ერ­თი მა­თი ლი­დე­რი არ გა­მო­სუ­ლა. ხმა და სა­ხეც რომ იყოს, ამას სპე­ცი­ა­ლუ­რი იდენ­ტი­ფი­კა­ცია სჭირ­დე­ბა. რო­დე­საც ბინ ლა­დე­ნი გა­მო­დი­ო­და ხოლ­მე, ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ად­გენ­დნენ, მარ­თლა ის იყო თუ არა. ეს გარ­კვე­ულ პრო­ცე­დუ­რას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ეს არის მა­ღალ­კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად გა­კე­თე­ბუ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზი­ო-­სა­ა­გი­ტა­ციო მა­სა­ლა. შე­იძ­ლე­ბა ის სა­ქარ­თვე­ლო­შიც იყოს დამ­ზა­დე­ბუ­ლი და სხვა ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­შიც, თუნ­დაც - რუ­სეთ­ში, ნე­ბის­მი­ე­რი ვერ­სი­ის თქმა შე­იძ­ლე­ბა. დამ­ზა­დე­ბას უნ­და სტუ­დი­ა, არც იმის და­მალ­ვაა პრობ­ლე­მა, თუ სა­ი­და­ნაა ატ­ვირ­თუ­ლი, სერ­ვე­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ყვე­ლას შე­უძ­ლი­ა. ჩე­მი აზ­რით, ვი­ღა­ცამ ამით რეკ­ლა­მა გა­ი­კე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი ან სხვა მიზ­ნე­ბის­თვის. ვნა­ხეთ, რომ ამ კლიპს შე­დე­გი არ მოჰ­ყო­ლი­ა. მი­სი გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ რომ ავ­ღა­ნეთ­ში ქარ­თულ შე­ნა­ერ­თებ­ზე კი­დევ ყო­ფი­ლი­ყო თავ­დას­ხმა, ან სხვა რა­ი­მე პრო­ცე­სე­ბი მოჰ­ყო­ლო­და, კი­დევ ჰო. უბ­რა­ლოდ, ვი­ღა­ცამ აჩ­ვე­ნა, რომ კარ­გად ფლობს ინ­ტერ­ნეტ­-ტექ­ნო­ლო­გი­ებს, აქვს კარ­გი სტუ­დი­ა... ერ­თა­დერ­თი, შე­საძ­ლოა ამ კითხ­ვა­ზე შსს-ს აი­დი-­სამ­სა­ხურ­მა გას­ცეს პა­სუ­ხი, თუმ­ცა ისი­ნიც არა­ფერს გეტყ­ვი­ან. სხე­დან და ელი­ან, იმ გზის თა­ვი­დან გა­მო­ჩე­ნას, რა გზი­თაც ეს მა­სა­ლა აიტ­ვირ­თა. თა­ვი­დან, რო­ცა კლი­პი იტ­ვირ­თე­ბო­და, მას ყუ­რადღ­ე­ბა არ მი­აქ­ცი­ეს, რად­გან იქ იმ ხალ­ხის ხმა არ იყო, ვი­სი ხმაც ავ­ტო­მა­ტუ­რად ერ­თვე­ბა - კომ­პი­უ­ტერ­ში არის მი­ცე­მუ­ლი ხმე­ბი, რასაც დაზ­ვერ­ვის ქსე­ლი იოლად ადგენს. ეს იყო უბ­რა­ლოდ, მსა­ხი­ო­ბის ხმა, ამი­ტო­მაც არ მი­იჩ­ნი­ეს ამო­სა­ვალ წერ­ტი­ლად. თუ ასე­თი რამ კი­დევ გან­მე­ორ­დე­ბა, მა­შინ­ვე და­ად­გე­ნენ მის წარ­მო­მავ­ლო­ბას, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ეჭ­ვოა ეს დად­გინ­დეს. თუ ეს სა­კითხი აშშ-ის სტრა­ტე­გი­ულ ინ­ტე­რე­სებ­ში შე­ვა, საქ­მის გახ­სნა გა­ი­ოლ­დე­ბა, ბო­ლოს და ბო­ლოს ბინ­ ლა­დე­ნი და სხვა არა­ერ­თი ტე­რო­რის­ტი იპო­ვეს, მაგ­რამ არ მგო­ნი­ა, ამე­რი­კის სტრა­ტე­გი­ულ ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დი­ო­დეს ვი­ღა­ცა სუ­ლე­ლის მი­ერ ატ­ვირ­თუ­ლი კლი­პის წარ­მო­მავ­ლო­ბის დად­გე­ნა. ეს არის მდა­რე ხა­რის­ხის სა­რეკ­ლა­მო კლი­პი. შე­იძ­ლე­ბა ნა­პოვ­ნიც ჰყავთ ავ­ტო­რი, მაგ­რამ არ ამ­ბო­ბენ. რო­ცა არუ­თი­ნი­ან­მა ბუშს "ლი­მონ­კა" ეს­რო­ლა, ხომ აღ­მოჩ­ნდა, რომ ის კა­ცი სუ­ლე­ლი იყო. და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი­ვე დო­ნი­საა ეს საქ­მეც.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ