როგორ იზომება თბილისში ჰაერის დაბინძურების ხარისხი

როგორ იზომება თბილისში ჰაერის დაბინძურების ხარისხი

ატ­მოს­ფე­რულ ჰა­ერ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო დე­და­ქა­ლა­ქის სა­მი წერ­ტი­ლი­დან ახორ­ცი­ე­ლებს. გარ­და ამი­სა, ვაშ­ლიჯ­ვარ­ში, ჰო­ლან­დი­ის მთავ­რო­ბის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბით, გა­სულ წელს ავ­ტო­მა­ტუ­რი სად­გუ­რი და­იდ­გა, რო­მე­ლიც 24-სა­ა­თი­ან უწყ­ვეტ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს და ერ­თი წუ­თის ინ­ტერ­ვა­ლით იძ­ლე­ვა ინ­ფორ­მა­ცი­ას. ამ საკითხზე გვესაუბრება გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვარი ქი­მი­კოს­-ე­კო­ლოგი ია ხო­მე­რიკი.

- თბი­ლის­ში ატ­მოს­ფე­რულ ჰა­ერ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა სამ წერ­ტილ­ში ხდე­ბა. მოს­კო­ვის გამ­ზირ­ზე, წე­რეთ­ლი­სა და კვი­ნი­კა­ძის ქუ­ჩებზე. სინ­ჯებს 10, 13 და 17 სა­ათ­ზე 20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ღებთ. აღე­ბუ­ლი სინ­ჯე­ბი კი სა­ა­გენ­ტოს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მო­დის, სა­დაც მი­სი ქი­მი­უ­რი და­მუ­შა­ვე­ბა ხდე­ბა. თბი­ლის­ში სინ­ჯე­ბი მხო­ლოდ შემ­დეგ და­მა­ბინ­ძუ­რე­ბელ ნივ­თი­ე­რე­ბებ­ზე კეთ­დე­ბა: მტვე­რი, გო­გირ­დის დი­ოქ­სი­დი, ნახ­შირ­ჟან­გი, აზო­ტის დი­ოქ­სი­დი და ოზო­ნი. სრუ­ლი დატ­ვირ­თვით მხო­ლოდ კვი­ნი­კა­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ჯი­ხუ­რი მუ­შა­ობს. წე­რეთ­ლი­სა და მოს­კო­ვის გამ­ზი­რი­დან სინ­ჯებს მხო­ლოდ ორ და­მა­ბინ­ძუ­რე­ბელ ნივ­თი­ე­რე­ბა­ზე - ნახ­შირ­ჟან­გსა და აზო­ტის დი­ოქ­სიდ­ზე ვი­ღებთ. გვაქვს თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის მო­ბი­ლუ­რი ხელ­საწყ­ო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა ქა­ლა­ქის ნე­ბის­მი­ე­რი ად­გი­ლი­დან ავი­ღოთ ანა­ლი­ზი.

- ივ­ლი­სი­სა და აგ­ვის­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რი რა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით იყო და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი?

- მტვრის კონ­ცენ­ტრა­ცია ატ­მოს­ფე­რულ ჰა­ერ­ში ზღვრუ­ლად და­საშ­ვებ მო­ნა­ცე­მებს 2-2.6-ჯერ აღე­მა­ტე­ბო­და; ნახ­შირ­ჟან­გის კონ­ცენ­ტრა­ცია 1-1.5-ჯერ; აზო­ტის დი­ოქ­სი­დის - 1-ჯერ. ოზო­ნის და გო­გირ­დის დი­ოქ­სი­დის შემ­ცვე­ლო­ბა ნორ­მის ფარ­გლებ­ში იყო. ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის წყა­რო არის ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლი, მშე­ნებ­ლო­ბა, მცი­რე სა­წარ­მო­ე­ბი, სა­ყო­ფაცხ­ოვ­რე­ბო მოხ­მა­რე­ბის გა­მათ­ბობ­ლე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვი, რო­დე­საც არას­რუ­ლი წვა ხდე­ბა. ასე­ვე მე­ო­რა­დი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბას არა აქვს კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­შიც კი ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის სა­გან­გა­შო მო­ნა­ცე­მე­ბი არ აღი­ნიშ­ნე­ბა.

- რო­გორ ირ­ჩე­ვა ტე­რი­ტო­რია სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ჯი­ხუ­რის გან­სა­თავ­სებ­ლად?

- ჯი­ხუ­რი უნ­და იდ­გეს ცხელ წერ­ტილ­ში, და­ბინ­ძუ­რე­ბის წყა­როს არ­სე­ბო­ბის მი­ხედ­ვით. გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში ჯი­ხუ­რე­ბი ფაბ­რი­კა-­ქარ­ხნე­ბის გან­ლა­გე­ბის მი­ხედ­ვით იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. კვი­ნი­კა­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ჯი­ხუ­რი მე­თო­დი­კით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ად­გი­ლას იდ­გა, მაგ­რამ მე­რი­ამ, მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის გაყ­ვა­ნის შემ­დეგ, ჩვენს ჯი­ხურს ად­გი­ლი შე­უც­ვა­ლა. სა­დაც ამ­ჟა­მად სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ჯი­ხუ­რი დგას, იმ ტე­რი­ტო­რი­ას ანი­ა­ვე­ბენ, შე­სა­ბა­მი­სად, ვერ ვი­ღებთ და­ბინ­ძუ­რე­ბის რე­ა­ლურ სუ­რათს. ეს კი დი­დი პრობ­ლე­მა­ა.

ლა­მუ­ნა ირე­მაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ასევე იხილეთ ვიდეო: ტრაქტორი მიდის, გამონაბოლქვი რჩება - რა აბინძურებს თბილისს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია