"თბი­ლის­ში 120 კონ­ტრო­ლი­ორს სცე­მეს"

"თბი­ლის­ში 120 კონ­ტრო­ლი­ორს სცე­მეს"

სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში იმა­ტა კონ­ფლიქ­ტებ­მა, და­ვამ მგზავ­რებ­სა და კონ­ტრო­ლი­ო­რებს შო­რის. ახ­ლა­ხან, კოს­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე, N140 ავ­ტო­ბუს­ში ერ­თ-ერ­თი მგზავ­რი გარ­და­იც­ვა­ლა. რა მოთხ­ოვ­ნებს უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს კონ­ტრო­ლი­ო­რი? რო­გორ რე­გუ­ლირ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა მგზავ­რებ­თან და რა სან­ქცი­ებს ით­ვა­ლის­წი­ნებს მის მი­ერ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბა? - ამ სა­კითხ­ზე შპს "თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის" მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯერ თა­მაზ რო­ბა­ქი­ძეს მივ­მარ­თეთ:

- წელს კონ­ტრო­ლი­ო­რე­ბის მუ­შა­ო­ბა­ში ცვლი­ლე­ბა­ა. ამ­ჟა­მად თბი­ლის­ში ორი კა­ტე­გო­რი­ის კონ­ტრო­ლი­ო­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ - კონ­დუქ­ტო­რე­ბი და კონ­ტრო­ლი­ო­რე­ბი. სულ 105 კონ­ტრო­ლი­ო­რი და 610 კონ­დუქ­ტო­რი გვყავს, გან­სხვა­ვე­ბა ის არის, რომ კონ­დუქ­ტო­რებს ყვი­თე­ლი ფორ­მა აც­ვი­ათ, ერთ კონ­კრე­ტულ ავ­ტო­ბუსს დაჰ­ყვე­ბი­ან მთე­ლი დღე; ის მგზავ­რებს არ აჯა­რი­მებს, მხო­ლოდ მო­უ­წო­დებს, აი­ღონ ბი­ლე­თი, ეხ­მა­რე­ბა მათ შე­ძე­ნა­ში... კონ­დუქ­ტო­რე­ბის გა­მო­ჩე­ნამ თით­ქმის გა­ა­ორ­მა­გა ამ მარ­შრუ­ტებ­ზე ბი­ლე­თის ყიდ­ვა. კონ­ტრო­ლი­ო­რებს კი ახ­ლა­ხან შე­ვუ­კე­რეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი ცის­ფე­რი ფორ­მე­ბი, მათ ელექ­ტრო­ნუ­ლი ჯა­რი­მის ქვით­რის გა­მო­წე­რის სა­შუ­ა­ლე­ბაც აქვთ, ჰყავთ ოპე­რა­ტი­უ­ლი მან­ქა­ნე­ბი, რო­მელ­საც ად­გილ­ზე პრობ­ლე­მის წარ­მოქ­მნი­სას იძა­ხე­ბენ. ცო­ტა ხნის წინ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის "მის­ტი­კუ­რი" კვლე­ვა მო­ვაწყვ­ეთ და ამ გზით შე­ვარ­ჩი­ეთ ის 105 ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც კონ­ტრო­ლი­ო­რე­ბი გახ­დნენ. მათ უტარ­დე­ბათ ტრე­ნინ­გე­ბი კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვა­ში, მგზავ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, მი­სალ­მე­ბაში და ა.შ. მის­ტი­კუ­რი კლი­ენ­ტე­ბით, ანუ წი­ნას­წარ დად­გმუ­ლი სცე­ნა­რით ვა­მოწ­მებთ, რო­გორ იქ­ცე­ვა ჩვე­ნი კონ­ტრო­ლი­ო­რი ამა თუ იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში.

- გახ­შირ­და სი­ტუ­ა­ცი­ა, რო­ცა კონ­ტრო­ლი­ო­რი მგზავრს ეკა­მა­თე­ბა, ეჩხ­უ­ბე­ბა. ვინ აკონ­ტრო­ლებს თა­ვად კონ­ტრო­ლი­ორს?

- კონ­ტრო­ლი­ო­რო­ბა ძნე­ლი­ა. სამ­წუ­ხა­როდ, მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილ­ში მათ მი­მართ აგ­რე­სი­ა­ა, რის გა­მოც თა­ვის დაც­ვა უწევთ. შარ­შან თბი­ლის­ში 120 კონ­ტრო­ლი­ორს სცე­მეს, ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რაცხ­ყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­ტრო­ლი­ო­რე­ბის მხრი­დან უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბას, სამ­სა­ხურ­ში მა­თი მი­ღე­ბი­სას დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებთ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნარს, შემ­დეგ კი 10 დღე გა­მოც­დილ კონ­ტრო­ლი­ორ­თან ერ­თად ვა­მუ­შა­ვებთ, ვაკ­ვირ­დე­ბით და მხო­ლოდ მის მე­რე აბა­რებს გა­მოც­დას სა­კა­ნონ­მდებ­ლო სა­კითხ­ებ­ში, ანუ რის სა­ფუძ­ველ­ზე უნ­და შე­ა­მოწ­მოს, და­ა­ჯა­რი­მოს მგზავ­რი. კონ­ტრო­ლი­ო­რის მუ­შა­ო­ბას ჯგუ­ფის უფ­რო­სე­ბი და კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ, აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი გა­უფ­რთხი­ლებ­ლად ამოწ­მებს, რო­გორ იქ­ცე­ვი­ან ავ­ტო­ბუს­ში. კონ­ტრო­ლი­ო­რის მხრი­დან უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბაა მგზავ­რის­თვის ნე­ბის­მი­ე­რი შე­უ­რაცხ­ყო­ფის მი­ყე­ნე­ბა, ბი­ლე­თი­ა­ნი იქ­ნე­ბა თუ უბი­ლე­თო, ყვი­რი­ლი, კონ­ფლიქ­ტის წარ­მოქ­მნა, ხე­ლით შე­ხე­ბა­ზე ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტი­ა. ამ­გვარ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მგზავ­რებს შე­უძ­ლი­ათ და­რე­კონ ცხე­ლ ხაზ­ზე, რომ­ლის ნო­მე­რიც ავ­ტო­ბუ­სებ­ში­ა.

- რას იტყ­ვით N140 ავ­ტო­ბუს­ში მომ­ხდარ ტრა­გი­კულ ფაქ­ტზე? თქვენ თუ გქონ­დათ ში­და კვლე­ვა და ვი­სი ბრა­ლე­უ­ლო­ბა იკ­ვე­თე­ბა?

- ამ ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა, და­კითხ­ეს კონ­ტრო­ლი­ო­რი, ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლი და მგზავ­რე­ბი, სა­ბო­ლოო დას­კნას გა­მო­ძი­ე­ბა გა­მო­ი­ტანს. ჩვე­ნი მხრი­დან შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ რო­გორც მძღო­ლის, ისე სხვა მგზავ­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლილ მგზავ­რთან კონ­ტრო­ლი­ო­რებს არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი არ მოს­ვლი­ათ, მას ბი­ლე­თი ჰქონ­და.

- თუმ­ცა, მა­მა­კა­ცი სხვებს გა­მო­ე­სარ­ჩლა, ოჯა­ხის წევ­რე­ბი აცხ­ა­დე­ბენ, რომ მას გუ­ლის აპა­რა­ტი ედ­გა, რო­მე­ლიც შე­ხე­ბის გა­რე­შე არ გა­ი­თი­შე­ბო­და...

- ეს ფაქ­ტი ვე­რის ბაღ­თან მოხ­და; ავ­ტო­ბუს­ში მჯდომ რამ­დე­ნი­მე მგზავრს კონ­ტრო­ლი­ორ­მა, უფ­ლე­ბა­მო­ვა­ლე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უთხ­რა, რომ თუ ბი­ლეთს არ შე­ი­ძენ­დნენ, ჩა­სუ­ლიყ­ვნენ ავ­ტო­ბუ­სი­დან და მათ და­ა­ჯა­რი­მებ­დნენ, რის გა­მოც ავ­ტო­ბუ­სი გა­ჩე­რე­ბა­ზე შე­ყოვ­ნდა; იმ მა­მა­კაც­მა და რამ­დე­ნი­მე სხვა მგზავ­რმა ავ­ტო­ბუ­სის შე­ფერ­ხე­ბის გა­მო გა­მოთ­ქვეს პრე­ტენ­ზი­ა, კონ­ფლიქ­ტი არ ყო­ფი­ლა. ასე­თი პრე­ტენ­ზია კი არა მარ­ტო კონ­ტრო­ლი­ო­რის, მგზავ­რის მი­მარ­თაც შე­იძ­ლე­ბა გა­მოთ­ქმუ­ლი­ყო. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შემ­დეგ უბი­ლე­თო მგზავ­რებ­მა ბი­ლე­თი შე­ი­ძი­ნეს და ავ­ტო­ბუ­სი და­იძ­რა, მა­მა­კა­ცი შემ­დეგ გა­ჩე­რე­ბა­ზე გარ­და­იც­ვა­ლა...

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია