რა სთხოვა გოგა ხაჩიძემ ბიძინა ივანიშვილს

რა სთხოვა გოგა ხაჩიძემ ბიძინა ივანიშვილს

უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე საქართველოს პრეზიდენტსა და კიდევ რამდენიმე ათეულ ადამიანთან ერთად ორიოდ კვირის წინ ტობავარჩხილის უმშვენიერესი ტბის სანახავად იმყოფებოდა. ამ ტბას უამრავი ლეგენდა უკავშირდება, მათ შორის, ისიც, რომ იქ ბანაობა არ შეიძლება, თუმცა, როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ეს, რასაკვირველია, ლეგენდაა, რაც შეეხება ტბაში ბანაობას, ეს უბრალოდ შეუძლებელია იმის გამო, რომ წყალი ყინულივით ცივია. გოგა ხაჩიძემ ამ ლამაზ ადგილას მუზის მოსვლაც იგრძნო და თავისი ცნობილი ინსტრუმენტიც ააჟღერა, რასაც სიამოვნებით უსმენდა ბალახზე წამოწოლილი პრეზიდენტი.

- რამდენიმე წელია, პირადად მე ტობავარჩხილზე ასვლას ვფიქრობდი, მაგრამ ვერ მოვახერხე. ამასთანავე, იგივე განზრახვა, როგორც ვიცი, პრეზიდენტსაც ჰქონდა და ვერტმფრენით რამდენჯერმე სცადა იქამდე მისვლა, მაგრამ მიუვალი ხეობაა და ვერ მოახერხეს შესვლა. როცა გაიგო, რომ ლაშქრობა მზადდებოდა, გადაწყვიტა, ამ ლაშქრობას შემოერთებოდა. ორი დღე გვქონდა მოსამზადებლად. შევუერთდით ჯგუფს და გავემგზავრეთ. საკმაოდ დიდი ლაშქრობა იყო. პრინციპში, ამხელა ლაშქრობა ტობავარჩხილზე არც ყოფილა, დაახლოებით 50 ადამიანამდე იყო. ტობავარჩხილზე ფესტივალი იყო, რომელსაც შევუერთდით და მთლიანობაში ამდენი ადამიანი ამიტომაც შეიკრიბა. ლაშქრობა 4-5 დღეს უნდა გაგრძელებულიყო და სწორედ ამდენი ხნით წავიდა ჯგუფის დანარჩენი ნაწილი, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ორი დღით მოვახერხეთ წასვლა, ორ დღეში ავედით და ჩამოვედით. პრეზიდენტს უნდოდა, დროზე მოგვევლო ეს ადგილი.

- არ იყო დამღლელი?

- ძალიან დამღლელი იყო. მცირე დროში კიდევ უფრო რთულია და მართლაც ძალიან დავიღალეთ. თუკი ასეთი ხანგრძლივი მარშრუტებისთვის მზად არ ხარ, არც უნდა აიღო საკუთარ თავზე. გარკვეული ფიზიკური მომზადება აუცილებლად სჭირდება.

- ტობავარჩხილზე მანამდე რა იცოდით?

- ამ ტბის შესახებ დაახლოებით ოთხი წლის წინ გავიგე. ვნახე ფოტო, ულამაზესი ფოტოა, საკმაოდ ცნობილი და დაუჯერებელი იყო, რომ ეს ადგილი საქართველოშია. მომინდა ავსულიყავი და ჩემი თვალით მენახა ეს სილამაზე. ძალიან კარგი და საინტერესო, რთულად მისასვლელი ადგილია. აქვს გარკვეული მისტიკაც, უკავშირდება ლეგენდები, მაგალითად, რომ არ შეიძლება ტობავარჩხილში ბანაობა. არ შეიძლება სხვა საკითხია, მაგრამ წყალია თავად ძალიან ცივი, ფაქტობრივად, ყინულივით ცივი. ტობავარჩხილი ისეთი ადგილია, სადაც უცბად არბენაჩამორბენას ვერ მოასწრებ. ახლავს სირთულეები და ამიტომაც ეტანება ბევრი ხალხი. იქიდან მერე ფოტოებით დატვირთულები

ჩამოდიან. ჩვენ გვქონდა მცდელობა, რომ ვიდეო ჩამოგვეტანა და მოვახერხეთ კიდეც. თან, მე ჩემი პირადი განზრახვაც მქონდა, მინდოდა იქ დამეკრა...

- პრეზიდენტი როგორი მოლაშქრე აღმოჩნდა? ადრე წასულხართმასთან ერთად ასეთ მოგზაურობაში?

- დიახ, ეს არ არის პირველი შემთხვევა და დარწმუნებული ვარ, არც უკანასკნელი. თუ სადმე ყოფილა

გასვლითი ღონისძიება, სპორტული თუ სხვა სახის, ხშირად ვყოფილვარ და ვარ პრეზიდენტთან ერთად. ძალიან პრინციპული, დაუღალავი და მიზანსწრაფული მოლაშქრეა. ზოგადად, ასეთი რთული ლაშქრობა ნებისყოფასაც წვრთნის. ნებისყოფა უნდა გამოავლინო. მიდიხარ, მიდიხარ, გადაივლი ერთ მთას და ნახულობ, რომ უფრო დიდი მთა გაქვს გადასავლელი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა