"მძღო­ლი რომ ვი­ყა­ვი, ცო­ლად იმი­ტომ არ შე­მირ­თო"

"მძღო­ლი რომ ვი­ყა­ვი, ცო­ლად იმი­ტომ არ შე­მირ­თო"

ვი­საც N84 ავ­ტო­ბუ­სით მგზავ­რო­ბა ხში­რად უწევს, შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ბა ქა­ლი-­მძღო­ლი. მა­დო­ნა ნა­რო­უშ­ვი­ლი სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს და 7 წე­ლია სწო­რედ N84 ავ­ტო­ბუსს მარ­თავს. სულ მა­ლე თბი­ლი­სის კი­ნო­თე­ატ­რებ­ში მა­დო­ნა ნა­რო­უშ­ვი­ლის შე­სა­ხებ გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მიც გა­მო­ვა, სა­ხელ­წო­დე­ბით "მა­დო­ნა", რო­მე­ლიც რე­ჟი­სორ­მა ნი­ნო გო­გუ­ამ გა­და­ი­ღო.

- ოჯახ­ში ორი გო­გო ვიზ­რდე­ბო­დით. ამის გა­მო მა­მა­ჩემს ხში­რად ეხუმ­რე­ბოდ­ნენ. მა­მა ამ­ბობ­და, გაჩ­ვე­ნებთ, რო­გორ გო­გოს გავ­ზრდი, თქვენს ბი­ჭებს აჯო­ბებ­სო და ყვე­ლა­ფერს მას­წავ­ლი­და, რა­საც ბი­ჭებს ას­წავ­ლი­ან. პირ­ვე­ლად სწო­რედ მან დამ­სვა სა­ჭეს­თან, მახ­სოვს, ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მაგ­რამ კარ­გად გა­ვარ­თვი თა­ვი. მას შემ­დეგ ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩე­მი ცხოვ­რე­ბა სა­ჭის გა­რე­შე.

- რა პრო­ფე­სის ხართ?

- პრო­ფე­სი­ით ბუ­ღალ­ტე­რი ვარ, ტექ­ნი­კუ­რი სას­წავ­ლე­ბე­ლი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ არას­დროს მი­მუ­შა­ვია ამ პრო­ფე­სი­ით. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მძღო­ლი ვარ. თავ­და­პირ­ვე­ლად ტრამ­ვა­ის მძღო­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ რო­ცა ტრამ­ვა­ის ლიკ­ვი­და­ცია მოხ­და, უმუშევარი დავ­რჩი. შემ­დეგ ქა­ლაქ­ში ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი გა­მოჩ­ნდა, მი­ვე­დი სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­ში და თა­ვი­სუფ­ლად ამიყ­ვა­ნეს სამ­სა­ხურ­ში. ჩე­მი საქ­მე არ არის მთე­ლი დღე ოფის­ში ჯდო­მა და საქ­მის კე­თე­ბა, მირ­ჩევ­ნი­ა, ოფ­ლში ვცუ­რავ­დე და მხო­ლოდ ათი წუ­თი მქონ­დეს შეს­ვე­ნე­ბა, ვიდ­რე ერთ ად­გი­ლას ვიჯ­დე.

- ალ­ბათ რთუ­ლი გრა­ფი­კი გაქვთ.

- ყო­ველ მე­ო­რე დღეს მი­წევს მუ­შა­ო­ბა. დი­ლაად­რი­ან უკ­ვე სამ­სა­ხურ­ში ვარ, მო­რი­გე­ო­ბი­სას ღა­მის 1-ელ სა­ა­თამ­დე ავ­ტო­ბუ­სე­ბის ფა­რეხ­ში ვარ. უკ­ვე იმ­დე­ნად შე­ვეჩ­ვიე ამ საქ­მეს, დაღ­ლი­ლო­ბა­საც ვერ ვგრძნობ.

- ოჯა­ხი გაქვთ?

- სამ­წუ­ხა­როდ, არა. რო­ცა ტრამვა­ის მძღო­ლად ვმუ­შა­ობ­დი, მა­შინ ხალ­ხი სხვა­ნა­ი­რად უყუ­რებ­და ქალს, რო­მე­ლიც კა­ცურ საქ­მეს აკე­თებს, და ათას რა­ღა­ცას ფიქ­რობ­დნენ ჩემ­ზე, ახ­ლა კი შე­იც­ვა­ლა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მაგ­რამ რა აზ­რი აქვს - უკ­ვე 56 წლის ვარ და სიყ­ვა­რულ­მაც ჩა­ი­ა­რა.

- გყვა­რე­ბი­ათ?

- რო­გორ არა, თან ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, მაგ­რამ რად­გან მძღო­ლად ვმუ­შა­ობ­დი, ცო­ლად არ შე­მირ­თო.

- ქა­ლის­თვის ძნე­ლი არ არის კა­ცუ­რი საქ­მის კე­თე­ბა?

- მე ეს საქ­მე მიყ­ვარს, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა კა­ცუ­რი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა მი­წევს, ამი­ტომ არ მი­ჭირს მთე­ლი დღე სა­ჭეს­თან ჯდო­მა. ტრამვაი ელექ­ტრო­ნუ­ლი მარ­თვის სის­ტე­მით და­დი­ო­და, რაც გან­სხვავ­დე­ბა ავ­ტო­ბუ­სის მარ­თვის­გან. გა­ჩე­რე­ბა­ზე რომ შევ­დი­ვარ, მუდ­მი­ვად ვფრთხი­ლობ, რად­გან არ ვი­ცი, ამ დროს რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს იქ. სხვე­ბი კი სწრა­ფად ჩერ­ბი­ან, მაგ­რამ ყვე­ლას თა­ვის გზა­ზე გა­უ­მარ­ჯოს.

- გაპ­რან­ჭვას რო­დის ახერ­ხებთ?

- ხომ მიჩ­ვე­უ­ლი ვარ კა­ცურ საქ­მე­ებს, მაგ­რამ ძა­ლი­ან მიყ­ვარს სარ­კე. სულ ვიპ­რან­ჭე­ბი, მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, სა­ჭეს­თან ვარ თუ არა. ქა­ლი თუ არ გა­იპ­რან­ჭა, რა ფა­სი აქვს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია