შსს-ს მაშველებმა 1974 წელს დაკარგული ხორვატი ალპინისტის ნეშტს მიაკვლიეს

შსს-ს მაშველებმა 1974 წელს დაკარგული ხორვატი ალპინისტის ნეშტს მიაკვლიეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს მაშველებმა , მწვერვალ "უშბას" მყინვარზე 1974 წელს დაკარგული ხორვატული ალპინისტური ექსპედიციის ერთ-ერთი წევრის ნეშტს მიაკვლიეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, დადგენილია, რომ 1974 წელს ხორვატი ალპინისტების ჯგუფის ოთხი წევრი მწვერვალ "უშბაზე", ზღვის დონიდან დაახლოებით 3000 მეტრის სიმაღლეზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპნენ.

"ორი გარდაცვლილი ალპინისტი მაშინვე იპოვნეს. 2012 წელს კი ხორვატული ალპინისტური ექსპედიციის წევრებმა მესამე გარდაცვლილი ალპინისტის ნეშტს მიაკვლიეს. მიმდინარე წლის აგვისტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა, ხორვატული ექსპედიციის მეოთხე დაღუპული წევრის ნეშტის სავარაუდო ადგილმდებარების შესახებ შეტყობინება მიიღო.

მაშველებმა საძიებო ღონისძიება შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს და რამდენიმე საათში ნეშტს მწვერვალ "უშბის" ერთ-ერთ მყინვარზე მიაკვლიეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად გარდაცვლილის ვინაობის დადგენა შეძლეს, ის ცნობილი ხორვატი ალპინისტი ნენად ჩულიჩია", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე განმარტებით, გარდაცვლილი ალპინისტის ოჯახის წევრებს ნეშტის პოვნის შესახებ უკვე ეცნობა. "ნეშტი ამ დროისათვის მესტიაშია გადასვენებული", - აღნიშნავენ უწყებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია