"ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ ერთმა სპეცრაზმელმა თავი მოიკლა!"

"ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ ერთმა სპეცრაზმელმა თავი მოიკლა!"

ექსპერტ მამუკა არეშიძესთან საუბარი სირიის კონფლიქტით დავიწყეთ. თუმცა ის საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებასაც შეეხო და არაერთ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებული სკანდალური განცხადებები გააკეთა. ინტერვიუდან შეიტყობთ, იყვნენ თუ არა აწ განსვენებული პრემიერ-მინისტრის დაცვის წევრები ქართული საიდუმლო სპეცსამსახურის თანამშრომლები და რა ხდებოდა იმ შენობაში, სადაც ზურაბ ჟვანია მოკლეს? მამუკა არეშიძემ ლაფანყურის მოვლენების დროს დაღუპული, დღემდე უცნობი, მესამე სპეცრაზმელის ვინაობაც დაასახელა.

- სირიის კონფლიქტში მონაწილე მხარეებს სულაც არ ანაღვლებთ, ვინ გამოიყენა ქიმიური იარაღი. ეს ინტერვენციის საბაბად სახელდება, სინამდვილეში მიზეზი სხვა რამ არის. საქმე ის არის, რომ ევროპა რუსულ აირზეა დამოკიდებული. არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგოკომპანიებმა შეიმუშავეს მარშრუტი და ტექნოლოგია იმისა, როგორ უნდა გავიდეს კატარის იაფფასიანი ბუნებრივი აირი ევროპაში. ამ გეგმის მიხედვით, საჭიროა გაზსადენებმა სირიის ტერიტორიაც გადაკვეთოს. ამიტომ არავის აძლევს ხელს იქ პრორუსული ბაშარ ასადის ხელისუფლება, რადგან ვიდრე მას ძალაუფლება აქვს, რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ არაფერს გააკეთებს - სირიის ტერიტორიაზე კატარის იაფი ბუნებრივი აირი ვერ გატარდება. ასე რომ, დასავლეთს სურს, სირიაში ის ხელისუფლება იყოს, რომელიც ბუნებრივ აირს უპრობლემოდ გაატარებს. ამიტომაც ეხმარებიან ამბოხებულებს ასადის ხელისუფლების დამხობაში.

- რა გარანტიაა, რომ კონფლიქტი მალე დასრულდება და საერთოდ, რამდენად რეალურია მესამე მსოფლიო ომის დაწყების საშიშროება?

- ჩემი აზრით, დასავლეთი ოპერაციას მალე დაამთავრებს. ასადის მხარდამჭერ რუსეთს აღარ აქვს იმის ძალა (მიუხედავად იმისა, რომ სულ ამის დემონსტრირებას ახდენს), დასავლეთს დაუპირისპირდეს. მაგალითად, ხმელთაშუა ზღვაში რუსული სამხედრო გემები ამერიკულ და ბრიტანულ სამხედრო ფლოტებს ვერ დაუპირისპირდება. რუსეთი არც ფინანსურად და არც ტექნიკურ-ტაქტიკურად ამგვარი ომისთვის მზად არ არის და ატომურ იარაღს თუ გამოიყენებს, ეს აღარ ვიცი. რასაკვირველია, ეს ყველაფერი თუ მალე არ დამთავრდა, მაშინ ირანი აუცილებლად ჩაერევა ბაშარ ასადის ხელისუფლების დაცვის საქმეში და შესაბამისად, მასაც დაესხმებიან თავს. ამ შემთხვევაში რუსეთი ირანის დაცვას ყოველგვარი მეთოდით შეეცდება და მესამე მსოფლიო ომის დაწყების საშიშროებაც გვემუქრება. რუსეთი აუცილებლად მოინდომებს თავისი სამხრეთ მეზობლის - სომხეთის და იქ განლაგებული რუსული ბაზის დაცვას. ეს განაპირობებს სახმელეთო ოპერაციას საქართველოს ტერიტორიაზეც. ამასთან, ირანთან კონფლიქტის შემთხვევაში, ამ ზონიდან ლტოლვილები ჩვენს ქვეყანასაც მოაწყდება და ესეც პრობლემას შექმნის. ამიტომ ერთადერთი გამოსავალია, სირიაში მალე შეიცვალოს ხელისუფლება.

- არასახარბიელო პროგნოზია, თუმცა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებაზეც ვისაუბროთ. განაცხადეთ, რომ ეფ-ბი-აის წარმომადგენელმა ჟვანიას საქმეზე გაკეთებული დასკვნის გაყალბება აღიარა. დაგვიზუსტეთ, როდის ან რა ვითარებაში ჩაიბარეთ მისგან "აღსარება?"

- მე მას ოდესაში, საერთაშორისო კონფერენციაზე შევხვდი, შემიძლია გვარიც დავასახელო, მაგრამ ამის დაწერა არაფრით არ შეიძლება. საუბარი შეეხო ჟვანიას საქმეს და იმას, რომ ეფ-ბი-აის ერთ-ერთმა თანამშრომელმა არასწორი ინფორმაცია ჩაწერა დასკვნაში, რომლის ერთი ნაწილი ჩვენთან არასწორადაც ითარგმნა. მოკლედ, ამ დასკვნაში ისიც წერია, რომ ბუნებრივი აირით გაგუდვას სიკვდილი მოჰყვა და ისიც, რომ ეს არ შეიძლებოდა გამხდარიყო სიკვდილის მიზეზი. ოდნავ განათლებულმა ადამიანმაც რომ წაიკითხოს, უმალვე მიხვდება, რომ თეთრი ძაფითაა ნაკერი და ურთიერთსაწინააღმდეგო ნიუანსებით არის სავსე.

ის კაცი, ვინც მელაპარაკა, აღარ მუშაობს ეფ-ბი-აიში, ის იქ ერთ-ერთ განყოფილებას კურირებდა. მითხრა, ვიცი, რომ თავად სააკაშვილი იყო ჟვანიას მკვლელობის მონაწილე. ამის დასამალად ეფ-ბი-აის ერთ-ერთ თანამშრომელზე დიდი ზეწოლა მოახდინეს, სწორედ მან თქვა პირად საუბარში, რომ იმ შენობაში, სადაც ჟვანია მოკლეს, პრეზიდენტიც იყო.

ეს იყო საკვანძო სიტყვა, სხვა დეტალები ეფ-ბი-აის ყოფილ თანამშრომელს ჩემთვის არ გაუმხელია. მე შევხვდი პროკურატურის თანამშრომლებს და ვიცი, რომ მუშაობენ ამ საქმეზე. მათ შეკითხვები გაუგზავნეს ეფ-ბი-აის წარმომადგენლებს იმ დასკვნიდან გამომდინარე, რაც საქმეზე დაიწერა. ვვარაუდობ, რომ იმ ტიპის "აღიარება", რაც მე ეფ-ბი-აის ყოფილი წარმომადგენლისგან მივიღე, პროკურატურას აუცილებლად ექნება. ვიცი, რომ არჩილ კბილაშვილის ვიზიტი ამერიკაში ამ საკითხსაც შეეხებოდა. მან ფაქტები წარადგინა...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა