დემურ გიორხელიძე - "კოლექტიური შიზოფრენია შეგეყარათ თუ კოლექტიური ღალატის ბუზი დაგაჯდათ შუბლზე?"

დემურ გიორხელიძე - "კოლექტიური შიზოფრენია შეგეყარათ თუ კოლექტიური ღალატის ბუზი დაგაჯდათ შუბლზე?"

"რა ხდება მსოფლიოში, აზრზე ხართ?! ამ პოლიტიკურ იწილო-ბიწილოში რომ გართულხართ და ერთმანეთის ძირის გამოთხრაზე ენერგიას არ იშურებთ, სირია-ირანის მიმართულებით რომ ძალისმიერი მოქმედებები დაიწყოს, საქართველოს სახელმწიფოებრიობა რომ შეიძლება შეეწიროს, უშვებთ ამ აზრს? ახლა მაინც ვიმსჯელოთ იმ საშიშროებაზე, რომელიც გარდაუვალი ხდება. კოლექტიური შიზოფრენია შეგეყარათ თუ კოლექტიური ღალატის ბუზი დაგაჯდათ შუბლზე? აზრზე მოდით! შეწყვიტეთ 22-წლიანი ლანძღვა-გინება... საშიშროებაა წინ", - ასე მიმართა სოციალური ქსელით ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემ ხელისუფლებასა და პასუხისმგებლობის მქონე ყველა პოლიტიკურ ჯგუფს.

დემურ გიორხელიძე: - მთელი მსოფლიო ახლო აღმოსავლეთზე ლაპარაკობს, ჩვენს ქვეყანაში კი, რომელიც ამ გეოსტრატეგიული სივრცის ნაწილია, ჩამიჩუმი არ ისმის. გამაოგნა იმ პრობლემის იგნორირებამ, რომელიც შეიძლება დაუდგეს სახელმწიფოს, თუ რეგიონული მასშტაბის კრიზისი დაიწყო. ამაზე საუბრის ნაცვლად ლაპარაკია 2-3 საპრეზიდენტო კანდიდატს შორის დაპირისპირებაზე... სირიაში ომის პარალელურად ირანსა და ისრაელს შორის შეიარაღებული დაპირისპირება რომ დაიწყოს, რუსებიც გააქტიურდებიან თავიანთი პოზიციის განსამტკიცებლად და საქართველოსაც გამოიყენებენ... თუკი სირიაში საომარი მოქმედება დაიწყება (საბედნიეროდ, ახლა მოლაპარაკებისკენ წავიდა პროცესი), ირანი დაარტყამს ისრაელს. 350 ათასი კბილებამდე შეიარაღებული რუსი ჯარისკაცი რატომ დგას ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქში? ცხინვალში რუსების შემოსვლას ის მიზანი აქვს, რომ დიდი კონფლიქტის შემთხვევაში რუსები საქართველოში შემოიჭრან და ნახევარ საათში ქვეყანა შუაზე გაწყვიტონ.

წლევანდელი არჩევნები თვალებგადმოკარკლული იდიოტის, ყოფილი ბელადის გარეშე ტარდება და ქართველ ხალხს მოუწევს ეძებოს არა მხსნელი მესია, არამედ საღად მოაზროვნე. მთავარია, გავიაზროთ, თუ პოლიტიკური ელიტა არ შეიცვალა, ქვეყანაში არაფერი შეიცვლება. 22 წელია ერთი პოლიტიკური ელიტის ფარგლებში ხდება გადანაცვლებები. მხსნელის ძებნის დრო მთავრდება.

- რა ხდება კულისებში? როგორც ვიცი, ვერც კოალიციაშია კარგად საქმე.....

- შეცდომა იყო გარედან თავსმოხვეული კოაბიტაცია, რომელიც მიზნად ისახავდა იმ პარტიის ბირთვის გადარჩენას, რომელმაც მომავალში განსაზღვრული ფუნქცია უნდა შეასრულოს პოლიტიკაში. კოაბიტაცია არ იყო საჭირო, რადგან არავის აქვს უფლება, პარტიას აუკრძალოს არსებობა, თუ მის მიმართ რაიმე სასამართლო განაჩენი არ არის გამოტანილი. რა საჭირო იყო მთავრობის ზრუნვა პარტიის გადარჩენაზე, როდესაც პარტიის გადამრჩენი ამომრჩეველია? კოაბიტაციის ხელოვნურმა პროცესმა კოალიცია "ქართული ოცნება" დააზარალა და ფეხზე დააყენა "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც კარგად გამოწრთობილი ჯგუფია, დიდ რესურსებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს ფლობს და არც მხარდაჭერა აკლია გარედან.

საზოგადოებამ არ იცის, რომ 2007 წლიდან, როდესაც "ნაცმოძრაობის" ავტორიტეტის გაუარესება დაიწყო და კრიზისი აშკარა იყო, ოპოზიციის გამოსვლები, დასაწყისში ხელისუფლების ორგანიზებული იყო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა