რუმინეთის პრეზიდენტი - რუსეთმა საქართველო კომპენსაციის სახით მიიღო

 რუმინეთის პრეზიდენტი - რუსეთმა საქართველო კომპენსაციის სახით მიიღო

რუმინეთის პრეზიდენტი ტრაიან ბასესკუ არ გამორიცხავს, რომ სირიაში, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის და, შესაბამისად, ტარტუსის სამხედრო-საზღვაო ბაზის დაკარგვის შემთხვევაში , რუსეთი კომპენსაციის სახით დნესტრისპირეთს მიიღებს. ამის შესახებ რუსული გამოცემა "რეგნუმი" იუწყება.

"ერთ-ერთი სცენარი ასეთია: ასადის ხელისუფლება მარცხდება და სირიის ხელისუფლებაში განმათავისუფლებელი ძალები მოდიან. რა ბედის ელის ასადის მარცხის შემთხვევაში რუსეთის გავლენას ახლო აღმოსავლეთზე? როგორ მოახდენს რუსეთი შელახული იმიჯის კომპენსირებას? კოსოვოს აღიარების შემდეგ, რომელსაც რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, მან კომპენსაცია საქართველოს სახით მიიღო. ახლა კი სანაცვლოდ ყველაზე ადვილი დნესტრისპირეთის მიღება იქნება", - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბასესკუმ რუმინულ გამოცემა Adevarul - სთან საუბრისას.

მომზადებულია regnum.ru-ს მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა