პოლიცია დამნაშავეს ეძებს, რომელიც ქალებზე მოძალადე მძღოლებს კლავს

პოლიცია დამნაშავეს ეძებს, რომელიც ქალებზე მოძალადე მძღოლებს კლავს

მექსიკელი სამართალდამცავები მკვლელ ქალს ეძებენ. დამნაშავე ავტობუსის იმ მძღოლებს კლავს, რომლებმაც ავტობუსში ქალები გააუპატიურეს. საქმე ის არის, რომ ლათინურ ქვეყნებში ავტობუსებში ღამის რეისებზე ქალების გაუპატიურების შემთხვევებმა იმატა.

გასულ კვირას სიუდად-ხუარესში (მექსიკის ქალაქი, აშშ-ის საზღვართან) ავტობუსის 2 მძღოლის გვამი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელმა მძღოლები ქალი მგზავრების გაუპატიურების გამო დასაჯა. დასავლურ პრესაში წერენ, რომ მკვლელს ქერა პარიკი უკეთია. ოთხშაბათს დილით დამნაშავე იმავე ქალაქში ადგილობრივ ავტობუსში ავიდა, მძღოლს მიუახლოვდა და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

"ჩვენ ჩუმად ვართ და ვიტანჯებით, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ჩვენ მსხვერპლნი ვართ, რომლებზეც მძღოლებმა იძალადეს. მათ ღამის რეისზე გაგვაუპატიურეს. ბევრი ქალისთვის შურისძიების იარაღი ვარ", - მსგავსი შინაარსის იმეილი მისდით სამართალდამცავებს.

"ეჭვმიტანილზე გარკვეული მონახაზი გვაქვს და მკვლელს ყველგან ვეძებთ", - ამბობს მუნიციპალური პოლიციის წარმომადგენელი ადრიან სანჩესი.

სიუდად-ხუარესი სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვის ყველაზე სახიფათო ქალაქია. მარტო 1990-დან 2000 წლამდე აქ 100-ზე მეტი ქალი გაუჩინარდა. პოლიციაში უგზოუკვლოდ გაუჩინარებულ ქალებსა და ახალგაზრდა გოგონებზე ინფორმაცია ყოველდღე შედის. მათ გვამებს მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ პოულობენ. ყველა მათგანი გაუპატიურებულია, გაგუდულია და ახლომდებარე უკაცრიელ ტყეებშია მიტოვებული. პოლიციამ რამდენიმე მკვლელობა გამოიძია, მაგრამ ქალაქში მსგავსი ინციდენტების რაოდენობა არ მცირდება.

მომზადებულია theguardian.com-ის მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ