რამაზ საყვარელიძე: "ვერავინ უარყოფს, რომ ივანიშვილის მხრიდან ეს არის გაქცევა პოლიტიკიდან, მაგრამ..."

რამაზ საყვარელიძე: "ვერავინ უარყოფს, რომ ივანიშვილის მხრიდან ეს არის გაქცევა პოლიტიკიდან, მაგრამ..."

"მე არაფერს ვერჩი პირადად მიხეილ სააკაშვილს, ან სხვა რომელიმე პოლიტიკოსს. ჩემი მისიაა მესიების მისიების დასრულება საქართველოში. ამისათვის კი არსებული მესიის დამარცხება არ არის საკმარისი, - აუცილებელია იმის უზრუნველყოფაც, რომ თავადაც მესიად არ ვიქცე. ამიტომ მე უნდა წავიდე სწორედ ახლა... მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება გულწრფელად ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს... 2011 წლის 4 ოქტომბერს პოლიტიკაში შემოსვლით პირდაპირი მნიშვნელობით თავი გავწირე და გავწირე ჩემი ოჯახიც. ნუთუ ამის შემდეგ შეიძლება ვინმეს აზრად მოუვიდეს, რომ ჩემს სამშობლოს ახლა შევაქცევ ზურგს, ასეთ საინტერესო დროს, როცა აღმშენებლობა იწყება, და არ გავაკეთებ მაქსიმუმს ჩემი ქვეყნისათვის?!" - ეს გახლავთ ამონარიდი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ღია წერილიდან, რომელმაც ჩვენს საზოგადოებაში სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია. ღია წერილის საინტერესო ნიუანსებზე პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრეთ:

- იდეაში, ამ კაცს ახალი არც არაფერი უთქვამს. არ გახსოვთ, თავიდანვე იძახდა - პოლიტიკიდან მალე წავალო? მაგრამ მოსახლეობამ ამ სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია, რადგან ის არ აურჩევიათ მხოლოდ ერთი, ან ორი წლით. სწორედ ამან გამოიწვია ეს ემოციები, თორემ ივანიშვილის პოზიცია ასეთივე იყო დასაწყისიდან დღემდე.

- ოპონენტებმა მის გადაწყვეტილებას "გაქცევა" უწოდეს. როგორ ფიქრობთ, ეს მართლაც გაქცევაა?

- ალბათ, ვერავინ უარყოფს, რომ ივანიშვილის მხრიდან ეს არის გაქცევა პოლიტიკიდან, მაგრამ ამ გაქცევას თავისი მოტივიც აქვს. ღია წერილის წაკითხვის შემდეგ, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დღეს სახელისუფლო სტრუქტურებში მყოფი ადამიანები შეჩვეული არ არიან პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას და ყველაფერზე, მათ თითოეულ იაღლიშზე, პასუხისმგებლობის აღება უწევს პირველ პირს. ივანიშვილმა, როგორც ბიზნესმენმა, მშვენივრად იცის, რომ თუ ყველაფერი მისი საკეთებელია, ესე იგი, თავად ივანიშვილია ცუდი მენეჯერი. სავარაუდოდ, ამ ლოგიკით ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილიც და ეს უდავოდ კეთლიშობილური მიზნით ნაკარნახევი ნაბიჯია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა