პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნება, სავარაუდოდ, პატიმრობით დაისჯება

პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნება, სავარაუდოდ, პატიმრობით დაისჯება

პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნება, სავარაუდოდ, პატიმრობით დაისჯება. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "მოდულის" შენობაში პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის განადგურების შემდეგ განაცხადა, ამგვარი დანაშაულისთვის ჯარიმა უადგილო და სასაცილოა.

მინისტრის განმარტებით, საუბარია იმაზე, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნების შემთხვევაში სსკ-ის 157-ე, 158-ე და 159 მუხლებიდან ჯარიმის ნორმის ამოღებასა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებაზე.

"კომისიის წინა სხდომაზე ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ ამ მუხლებიდან მოხდეს დანაშაულის შემადგენლობის დაზუსტება და არ მოხდეს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ გამოყენება. არსებობს მოსაზრება, რომ ეს შეეხოს არა მხოლოდ მოქმედი თანამდებობის პირებს, არამედ ყოფილი თანამდებობის პირებსაც. ვვარაუდობთ, ჯარიმა საერთოდ ამოვიღოთ ამ მუხლებიდან და ახლა ვმუშაობთ საპატიმრო წლების რაოდენობაზე. მიგვაჩნია, რომ 1, 2 და 3 წელი ამ ტიპის დანაშაულისთვის საკმარისი არ იქნება. ჯარიმა უადგილო და სასაცილოც კი გვეჩვენება", - აღნიშნა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ