რით ატკინა გული მაია ფანჯიკიძემ ლუბა ელიაშვილს

რით ატკინა გული მაია ფანჯიკიძემ ლუბა ელიაშვილს

''მეცხრე არხისადმი'' ქართველი ბიზნესმენების ინტერესი არ წყდება. მისი შეძენის მსურველთა რიცხვი მატულობს. ''მეცხრე არხის'' ბედი უახლოეს მომავალში გადაწყდება. არხის დირექტორი ლუბა ელიაშვილი მომხდარით გულდაწყვეტილია და იმ გეგმებზე ლაპარაკობს, რაც არხს მისი ხელმძღვანელობის დროს ჰქონდა.

- ბევრი აკრიტიკებს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას არხის დახურვასთან დაკავშირებით. ამბობენ, ''მეცხრე არხს'' ასე არ უნდა მოქცეოდაო. დღეს ამ ყველაფერზე ალბათ უკვე მშვიდად შეგიძლიათ საუბარი.

- პირველი დღიდან ძალიან მშვიდად ვუყურებ და მშვიდად განვსჯი ამ ყველაფერს. ''მეცხრე არხი'' კერძო საკუთრებაა. როდესაც ამ არხზე სამუშაოდ მოვდიოდი, თავიდანვე ვამბობდი, რომ მისი არჩევანი იქნებოდა, როგორ მოექცეოდა არხს. როგორც თავად განაცხადა, არხის დახურვა ბევრად ადრე უნდოდა. არჩევნების შემდეგ მას სატელევიზიო ბიზნესი არ აინტერესებს. ალბათ იმის გამო, რომ პატივს სცემდა ჟურნალისტებს, არხზე მომუშავე ხალხს და მათ შორის მეც, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ტელეკომპანია არ დახურა. ალბათ მთლად ისეც არ იყო, რომ ჩვენი ნამუშევარი არ მოსწონდა. უბრალოდ, მას ეს არხი აღარ სჭირდებოდა არც როგორც ბიზნესმენს და არც როგორც პოლიტიკოსს. ორივე შემთხვევაში ეს მისთვის წამგებიანი იყო და ათი თვის შემდეგ, რაც მე გავხდი ამ არხის დირექტორი, ''მეცხრე არხი'' დაიხურა. მადლობელი ვარ, რომ ამდენი ხანი არსებობდა ''მეცხრე არხი'' .

- არ ურჩიეთ პრემიერ-მინისტრს, რომ არხი არ დაეხურა?

- რასაკვირველია, მე ვიცავდი ტელევიზიის პოზიციებს. მიყვარს და მომწონს ''მეცხრე არხი'' და მგონია, რომ ნამდვილად იყო ახალი სიტყვა ქართულ მედიაში თავისი ვიზუალით და თავისი დინამიკურობით. რასაკვირველია, ამ ყველაფერს თავისი უპირატესობები ჰქონდა. ეს იყო კარგად დაფინანსებული არხი. რასაც არხმა მიაღწია, მისი დამფუძნებლის ძალიან დიდი დამსახურება იყო.

- პრემიერმა თქვა, რომ მისთვის გაურკვეველია ჟურნალისტების პრეტენზიები, რადგან არხზე ბევრი არაპროფესიონალი მუშაობდა, მისი ნათქვამის გამო ალბათ გული გეტკინათ.

- არც ერთ ჟურნალისტს არ გამოუთქვამს არხის დახურვის გამო პრეტენზია. უბრალოდ, მათ გულისტკივილი გამოთქვეს, რომ არხი დაიხურა. მგონია, რომ ეს ბუნებრივი საქციელია.

- არხი ვერ გახდა ისეთი რეიტინგული, როგორი მოლოდინიც პრემიერ-მინისტრს ჰქონდა.

- მას არხის რეიტინგულობის იმედი არ ჰქონია. თავად თქვა, რომ მაინცდამაინც იმისთვის არ გააკეთა, რომ რეიტინგული ყოფილიყო, არამედ იმისთვის, რომ სატელევიზიო სივრცე გაერღვია. ''მეცხრე არხი'' კი ნამდვილად იყო რეიტინგული. ჩვენ არ ვიყავით სატელიტზე. გავრცელების ძალიან მცირე არეალი გვქონდა. გავრცელების არეალი რომ გავაფართოვეთ, ზუსტად ორ კვირაში დავიხურეთ. გვქონდა რეიტინგი და საკმაოდ სერიოზული. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ ამის ციფრებში ასახვა. არხი რომ რეიტინგული არ ყოფილიყო, ასეთი ღრიანცელი არ ატყდებოდა მის დახურვაზე.

- როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ მოახერხეთ მისი დარწმუნება, რომ არხს გაეგრძელებინა ფუნქციონირება?

- მე მისი დარწმუნება ათი თვის განმავლობაში მოვახერხე. მეათე თვეს არგუმენტები აღარ მეყო. ამაზე სულ ვსაუბრობდით და იმ ადამიანების ხათრით, ვინც აქ მუშაობდა და ალბათ ჩემი ხათრითაც, გვაძლევდა საშუალებას, რომ განვვითარებულიყავით. ძალიან მინდოდა, რომ ეს განვითარება ყველას დაენახა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია