ნიკა გვარამია - თინა ხიდაშელი "რუსთავი 2"-ს მიზანმიმართულად ებრძვის

ნიკა გვარამია - თინა ხიდაშელი "რუსთავი 2"-ს მიზანმიმართულად ებრძვის

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მზად არის, ითანამშრომლოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან და არა პირადად მის ხელმძღვანელ თინა ხიდაშელთან. გვარამია იმასაც ამბობს, რომ პარლამენტში დაკითხვაზე მივა, თუ მას საგამოძიებო კომისია დაიბარებს და არა - თინა ხიდაშელი.

"რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელი დეპუტატს პარლამენტის ტრიბუნიდან "სიცრუის და კვალიფიკაციის პრობლემების ტირაჟირებაში" ადანაშაულებს და იმასაც აცხადებს, რომ ხიდაშელი "რუსთავი 2"-ს მიზანმიმართულად ებრძვის.

როგორც ნიკა გვარამია განმარტავს, მოთხოვნები, რომელიც ხიდაშელმა გადააგზავნა და რაზეც პასუხებს ითხოვდა, "რუსთავი 2"-ის წილებთან კავშირში არ არის. მისი თქმით, გადაგზავნილი კითხვები ეხებოდა "რუსთავი 2"-ის სამაუწყებლო ბადეში გასართობი გადაცემების განთავსებას, იმას თუ როგორ ხდებოდა ეთერში რეკლამის განთავსება, რომელი კომპანია უწევდა მომსახურეობას. შეკითხვები კონკრეტული გადაცემებსა და შესყიდვებს ეხებოდა.

"იმის მიუხედავად, რომ ეს ჩვენი კომერციული საიდუმლოა, მას პასუხს გავცემდით, თუკი კანონით უფლებამოსილი ორგანო მოგვმართავდა. კანონით უფლებამოსილი ორგანოა საგადასახადო და საგამოძიებო ორგანოები და ერთადერთი გამონაკლისია პარლამენტის საგამოძიებო კომისია. თინა ხიდაშელი თავად არ არის საგამოძიებო კომისია, ის არის კომისიის თავმჯდომარე და როდესაც წერილებს გვწერს, ჩვენ მას განვუმარტეთ და ვუთხარით, რომ ამ მოწერილობებზე პასუხის გაცემა იმ ვითარებაში შეგვეძლება, როცა ამ გადაწყვეტილებას თავად საგამოძიებო კომისია მიიღებს", - აცხადებს გვარამია.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუკი კომისია გადაწყვეტს, რომ "რუსთავი 2"-ს მიმართოს, მზად არის, თანამშრომლობისთვის, "ხიდაშელის თვითშემოქმედებაზე კი, პასუხის გაცემას არ აპირებს".

გარდა ამისა, გვარამია მიიჩნევს, რომ ხიდაშელი რუსთავი 2"-ს მიზანმიმართულად ებრძვის და გამორჩეულია ამ თვალსაზრისით. მან ამ კონტექსტში განაცხადა, რომ ერთ-ერთ ცნობილ ჟურნალისტთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, რათა მას არხზე თოქ-შოუ წაეყვანა, ხოლო ჟურნალისტმა კონსულტაცია ხიდაშელთან გაიარა და თანამშრომლობაზე უარი თქვა, რადგან მისგან მიიღო პასუხად, რომ "რუსთავი 2"-ზე არ წასულიყო, რადგან კომპანია წლის ბოლომდე არ იარსებებდა, რასაც თავად უზრუნველყოფდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა