როდის ატარებდა ზურაბ ხარატიშვილი დიდ დროს მონასტერში

როდის ატარებდა ზურაბ ხარატიშვილი დიდ დროს მონასტერში

თბილისში, ეკონომისტი მშობლების ოჯახში გაიზარდა. თავისუფლების მაღალი ხარისხის მიუხედავად, სწავლისადმი სიყვარული, წიგნებისადმი ინტერესი, შრომისმოყვარეობა და არაერთი საინტერესო სამუშაო ადგილი მიიღეს შედეგად მისმა მშობლებმა. ''ხელმოკლეობა ჩემთვის მხოლოდ სატელევიზო ან ლიტერატურული სიუჟეტი არ არის'' , - გვითხრა ინტერვიუს დროს ზურაბ ხარატიშვილმა. ''ცესკოს'' ყოფილ თავმჯდომარეს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

- ბატონო ზურაბ, იმ გამოცდილებით დავიწყოთ, რომელიც მიიღეთ ოჯახისგან, მშობლებისგან და იმ გარემოდან, რომელშიც იზრდებოდით. მშობლებზე გვიამბეთ, მათ პროფესიებზე, უდარდელ წლებზე...

- ჩემი ბავშვობა მთლიანად დაემთხვა ე.წ. ''საბჭოთა უძრაობის'' პერიოდს - გასული საუკუნის 70-იან და 80-იანი წლების პირველ ნახევარს. საბჭოთა იმპერია გარეგნულად ძლიერი ჩანდა, მაგრამ აშკარად იგრძნობოდა ტოტალიტარული სისტემის სიყალბე და ფასადურობა. ჩვენი ოჯახი ტიპური საშუალო ინტელიგენციის წრეს მიეკუთვნებოდა. დედაც და მამაც პროფესიით ეკონომისტები იყვნენ. დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობ, მქონდა ყველაფერი, რაც აუცილებელია - კარგი ოჯახური და სოციალური გარემო, კარგი პედაგოგები, რომლებსაც დღესაც მადლიერებით ვიხსენებ. სკოლაში კარგად ვსწავლობდი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გატარებული წლები კი ყველაზე მნიშვნელოვანი და კარგი გასახსენებელია. წარსული სენტიმენტებისა და გაზვიადების გარეშე მინდა აღვნიშნო, რომ ის პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც იმ პერიოდში მათემატიკის ფაკულტეტზე მასწავლიდნენ, საუკეთესო პიროვნებები და მეცნიერები იყვნენ.

- დედმამიშვილები თუ გყავთ?

- მყავს უფროსი ძმა - თემური. მისი მოსაზრებები და შეფასებები ჩემთვის დღემდე ძალიან მნიშვნელოვანია.

- ვის ჰგავხართ ხასიათით, მშობლების რა ხასიათის თვისება გაქვთ?

- ყველა თაობის მშობელს უყვარს ხუმრობა, რომ შვილი კარგში მე მგავს და ცუდში - მეორე მშობელსო. ასე რომ, თუკი ხასიათის რამე დადებითი თვისება მაქვს, ორივე მშობლის დამსახურებაა!

- განსაკუთრებული დარიგება თუ გახსენდებათ მშობლებისგან? რომელი უფრო მკაცრი იყო?

- მშობლები თავისუფლების მაღალ ხარისხს მაძლევდნენ, ჩემს სურვილებსა და განწყობას მაქსიმალურად ითვალისწინებდნენ, რისთვისაც მე დღემდე მათი მადლიერი ვარ. მეც, ჩემი მხრივ, ყოველთვის ვცდილობდი მათი ეს ნდობა გამემართლებინა. ორივეს ძალიან უყვარდა სკოლაში მოსვლა ფრიადოსანი მოსწავლის მშობლის სტატუსით და მასწავლებლებისაგან ჩემი დადებითი შეფასებების ამაყად მოსმენა.

- როგორი იყო სოციალური ფონი, ფინანსური მდგომარეობა თქვენს ბავშვობაში, გაჭირვება თუ გინახავთ?

- ბევრს ალბათ ახსოვს საბჭოთა პერიოდის ცნობილი კომედია ''ბრილიანტის ხელი'' , სადაც ერთ-ერთ გმირს ხელფასით ცხოვრება კოშმარად ესიზმრება. ჩემი მშობლების შემოსავლებიც ტიპური საბჭოთა ინტელიგენციის წარმომადგენლის ხელფასი იყო - 150-170 მანეთი, რაც მაშინდელი საზომებითაც კი საარსებო მინიმუმის ფარგლებში გახლდათ. ასე რომ, ხელმოკლეობა ჩემთვის მხოლოდ სატელევიზიო ან ლიტერატურული სიუჟეტი არ არის.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა