კახი კახიშვილი: "ბარემ პედოფილიისა და გაუპატიურების საქმეების გამოძიებაზეც უარი ვთქვათ!"

კახი კახიშვილი: "ბარემ პედოფილიისა და გაუპატიურების საქმეების გამოძიებაზეც უარი ვთქვათ!"

"დამნაშავე მაღალჩინოსნების გამოვლენის შანსი ხელიდან გავუშვით" - ეს განცხადება ექსპერტმა კახა კახიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მოდულის შენობაში პირადი ცხოვრების ამსახველი, ფარული ფოტო და ვიდეო ჩანაწერები, სულ 104 ფაილი განადგურდა. "უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის" სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის კახა კახიშვილი ერთადერთი გახლდათ, ვინც ფირების განადგურებას ეწინააღმდეგებოდა.

- ბატონო კახა, რატომ ფიქრობთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურება არ შეიძლებოდა?

- პირველ რიგში იმიტომ, რომ მოქალაქეების სექსუალური ცხოვრების დანაშაულებრივად მოპოვებული კადრების განადგურება ეწინააღმდეგება როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო კანონმდებლობას. თითოეული ეს მასალა წარმოადგენდა ნივთიერ მტკიცებულებას, რომლითაც შესაძლებელია დამნაშავე პირების, როგორც დამკვეთების, ისე შემსრულებლების დადგენა. როგორ გგონიათ, მავანს ის აინტერესებდა, თუ როგორ ამყარებდა სექსუალურ კავშირს ესა თუ ის პოლიტიკოსი? არა, ბატონებო, ასეთი ტიპის მასალებს შანტაჟისთვის მოიპოვებდნენ. კომისიამ განაცხადა, ვწუხვართ იმის გამო, რომ ვერ ვახერხებთ სისტემური დანაშაულის ავტორების გამოვლენასო. არადა ვიცით, რომ ფარულ კამერებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სასტუმროებში ამონტაჟებდნენ. ჩნდება ლოგიკური კითხვა, რატომ არ ჰკითხავს გამოძიება სასტუმროს მეპატრონეებს? მათგან აუცილებლად გაიგებდნენ შსს-ს თანამშრომლების ვინაობას და ტელეფონის ნომრებს, რომლებიც მათ ნომრებში კამერების დამონტაჟებას აიძულებდნენ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა