სა­ქარ­თვე­ლო­ში ფსი­ქო­ლო­გებს საქ­მე მო­ე­მა­ტათ

სა­ქარ­თვე­ლო­ში ფსი­ქო­ლო­გებს საქ­მე მო­ე­მა­ტათ

ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბი­სა და სხვა­დას­ხვა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მის მთა­ვარ მი­ზე­ზე­ბად სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი უმუ­შევ­რო­ბას, ეკო­ნო­მი­კურ გა­ჭირ­ვე­ბასა და არა­ჯან­საღ სო­ცი­ა­ლურ გა­რე­მოს ასა­ხე­ლე­ბენ. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, რომ ასეთ ადა­მი­ა­ნებს ფსი­ქო­ლო­გის დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბათ, მაგ­რამ არც ამის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ და შე­სა­ბა­მი­სად, აღარც სურ­ვი­ლი. ვე­ცა­დეთ გაგ­ვერ­კვი­ა, გა­ი­ზარ­და თუ არა ქარ­თველ ფსი­ქო­ლოგ­თან ვი­ზი­ტ­ორ­თა რიცხ­ვი და რა ღირს სა­შუ­ა­ლოდ ფსი­ქო­ლო­გის დახ­მა­რე­ბა.

თი­ნა კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი, ფსი­ქო­ლო­გი:

- წი­ნა წლებ­თან შე­და­რე­ბით, ფსი­ქო­ლო­გის­გან დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბის მსურ­ველ­თა რიცხ­ვი საკ­მა­ოდ გა­ი­ზარ­და. მაგ­რამ იმი­ტომ არა, რომ ადა­მი­ა­ნებს მე­ტი ანაზღ­ა­უ­რე­ბა აქვთ, უბ­რა­ლოდ, ქარ­თვე­ლებს ყო­ველ­თვის ბევ­რი კომ­პლექ­სი აწუ­ხებთ.  საბედნიეროდ, ამ კომ­პლექ­სე­ბის­გან ნელ­- ნე­ლა თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან და ფსი­ქო­ლოგ­თან მის­ვლა სირ­ცხვი­ლად აღარ მი­იჩ­ნე­ვა. თუმ­ცა დღე­საც არი­ან ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ლა­ვენ, რომ ფსი­ქო­ლოგ­თან და­დი­ან.

- რა ღირს სა­შუ­ა­ლოდ ფსი­ქო­ლოგ­თან ერ­თი ვი­ზი­ტი?

- 20 ან 30 ლა­რი, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი ფსი­ქო­ლო­გი 50 ლარ­საც იღებს.

- რა­ზეა ფა­სე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხზე თუ ფსი­ქო­ლო­გის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე? მა­გა­ლი­თად, საზღვარგარეთ ფსი­ქო­ლ­ო­გის ჰო­ნო­რარ­ზე ისიც კი აი­სა­ხე­ბა, ქა­ლა­ქის რო­მელ რა­ი­ონ­ში მუ­შა­ობს.

- ერ­თ- ერ­თი ჩე­მი კო­ლე­გა, სა­კმაოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი და მცოდ­ნე ფსი­ქო­ლო­გი, თბი­ლი­სის პრეს­ტი­ჟულ უბან­ში, ვა­კე­ში მუშაობს, მაგ­რამ ეს მის ჰო­ნო­რარ­ზე არ აი­სა­ხე­ბა. ჩე­მი აზ­რით, მთა­ვა­რია ფსი­ქო­ლოგ­მა თა­ვი­სი საქ­მე ბიზ­ნე­სად არ აქ­ცი­ოს და მი­სი მთა­ვა­რი მო­ტ­ი­ვა­ცია ადა­მი­ა­ნის დახ­მა­რე­ბა იყოს. ისიც უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ დღეს მო­სახ­ლე­ო­ბას მატერიალუ­რად ძა­ლინ უჭირს და თი­თო­ე­ულ სე­ან­სში გა­დახ­დი­ლი თან­ხა მის ოჯა­ხურ ბი­უ­ჯეტ­ზე აი­სა­ხე­ბა. თუმ­ცა არიან მო­დუ­რი ფსი­ქო­ლო­გე­ბიც, რომ­ლებ­მაც ე.წ. ელი­ტურ წრე­ებ­ში სა­ხე­ლი გა­ით­ქვეს და შეძ­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი სა­კმაოდ სოლიდურ ჰო­ნო­რარ­საც უხ­დი­ან.

- ქარ­თვე­ლე­ბის კომ­პლექ­სე­ბი ახ­სე­ნეთ, ფსი­ქო­ლოგ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას თუ უშ­ლით ეს ხელს?

- ეს უკ­ვე ფსი­ქო­ლოგ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რო­გო­რი კომ­პლე­ქსე­ბიც არ უნ­და ჰქონ­დეს ადა­მი­ანს, ფსი­ქო­ლოგ­მა უნ­და იცო­დეს, რო­გორ ”გახ­სნას” პა­ცი­ენ­ტი და რო­გორ უმ­კურ­ნა­ლოს.

- პა­ცი­ენ­ტე­ბის რიცხ­ვმა თუ იმა­ტა და რა ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი მი­მარ­თა­ვენ ფსი­ქო­ლოგს ყვე­ლა­ზე ხში­რად?

- ქვე­ყა­ნა­ში საგ­რძნობ­ლად იმა­ტა ფსი­ქო­ლო­გი­ურ­მა პრობ­ლე­მებ­მა, შე­სა­ბა­მი­სად იმა­ტა პა­ცი­ენ­ტთა რიცხ­ვმაც. ფსი­ქო­ლო­გის დახ­მა­რე­ბას უკ­ვე ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი მი­მარ­თა­ვენ.

დე­კა­ნო­ზი ლე­ვან კუ­ტი­ვა­ძე, ფსი­ქო­ლო­გი­ურ­- სუ­ლი­ე­რი დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი ”თა­ნადგო­მა”:

- ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ფსი­ქო­ლოგ­თან მი­სვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა არა აქვს, არა­და, ძა­ლი­ან ბევრს სჭირ­დე­ბა ფსიქოლოგიური თუ სუ­ლი­ე­რი დახ­მა­რე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ შე­იქ­მნა ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რი, სა­დაც ფსი­ქო­ლო­გე­ბი, ფსი­ქი­ატ­რე­ბი, მოძღ­ვრე­ბი მუ­შა­ო­ბენ და ადა­მი­ა­ნებს უსას­ყიდ­ლოდ ეხ­მა­რე­ბი­ან.

- ხში­რად რე­კა­ვენ თა­ნად­გო­მის­თვის?

- თავ­და­პირ­ვე­ლად ვერც კი წარ­მო­ვიდ­გე­ნდით, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­დენ ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბო­და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახმარე­ბა და სუ­ლი­ე­რი საზ­რდო. ძა­ლი­ან ბევ­რი რე­კავს: ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, მა­მა­კა­ცე­ბი, მო­ზარ­დე­ბი, ახალ­გაზ­რდე­ბი...

- რო­გორ ხდე­ბა დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა?

- სა­ტე­ლეფო­ნო გა­სა­უბ­რე­ბით. ადა­მი­ანს მი­სი­ვე პრობ­ლე­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ესა­უბ­რე­ბა ან ფსი­ქო­ლო­გი, ან მოძღ­ვა­რი,  შესაძ­ლო­ა, ორი­ვეს დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­დეს.

- რო­გო­რია შე­დე­გი?

- შე­დე­გი რომ არ იყოს, არც ვი­მუ­შა­ვებ­დით. ბევრს და­უ­რე­კავს სუ­ი­ცი­დის სურ­ვი­ლით და, სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­და­უ­ფიქ­რე­ბი­ა. უკი­დუ­რე­სად სა­სო­წარ­კვე­თი­ლ ადა­მი­ა­ნებს ”თა­ნად­გო­მა­შიც” ვი­ბა­რებთ და აქ ვეხ­მა­რე­ბით. ცო­ტა ხნის წინ ახალ­გაზ­რდა   მამა­კა­ცი რე­კავ­და, რო­მელ­საც აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი ჰქონ­და, თით­ქოს ძმას მი­სი მოკ­ვლა სურ­და. ვე­სა­უბ­რეთ, და­ვამ­შვი­დეთ...  მართა­ლი­ა, საკ­მაო ძა­ლის­ხმე­ვა დას­ჭირ­და მი­სი ამ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნას, მაგ­რამ, რაც მთა­ვა­რი­ა, სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დეც მო­ი­პო­ვა და აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი აზ­რე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ეკო­ნო­მი­კურ­მა გა­ჭირ­ვე­ბამ, სუ­ლი­ერ­მა სი­ღა­რი­ბემ და გა­თი­თო­კა­ცე­ბამ ძა­ლი­ან ბევ­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და სუ­ლი­ე­რი პრობ­ლე­მა შე­უქ­მნა ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს და მათ  დახმარება სჭირ­დე­ბათ.

ესაუბრა ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია