რა­ტომ შე­უწყ­და პენ­სი­ო­ნე­რთა ნა­წილს პენ­სია

რა­ტომ შე­უწყ­და პენ­სი­ო­ნე­რთა ნა­წილს პენ­სია

შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ "თბი­ლი­სის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის", "თბი­ლი­სის წყლი­სა" და "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" რამ­დე­ნი­მე პენ­სი­ო­ნერ თა­ნამ­შრო­მელს ასა­კობ­რი­ვი პენ­სი­ის გა­ცე­მა შე­უწყ­ვი­ტა.

"ყვე­ლა სი­ახ­ლეს" პენ­სი­ო­ნე­რი ალექ­სან­დრე ხა­მა­შუ­რი­ძე და­უ­კავ­შირ­და და გა­ნუცხ­ა­და, რომ მეტ­რო­პო­ლი­ტენ­ში 1992 წლი­დან მუ­შა­ობს. 2010 წელს 65 წლის შეს­რულ­და და ასა­კობ­რი­ვი პენ­სია და­ე­ნიშ­ნა, 2013 წლის ივ­ნის­ში კი პენ­სია გა­უ­გე­ბა­რი მი­ზე­ზით შე­უწყ­ვი­ტეს. მი­სი­ვე თქმით, ასე­თი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის კი­დევ 150-მდე პენ­სი­ო­ნე­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი. ხა­მა­შუ­რი­ძემ პენ­სი­ის შეწყ­ვე­ტის მი­ზე­ზის გა­სარ­კვე­ვად სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მი­მარ­თა, სა­დაც გა­ნუცხ­ა­დეს, რომ მათ პენ­სია კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე შე­უწყ­ვე­ტეს, რად­გან თუ პენ­სი­ო­ნე­რი სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­შია და­საქ­მე­ბუ­ლი და ხელ­ფასს ბი­უ­ჯე­ტი­დან იღებს, პენ­სია აღარ ეკუთ­ვნი­სო.

"ჯერ ერ­თი, ხელ­ფასს ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯზე არ ვი­ღებთ, და მე­ო­რეც, თუ ამ კა­ნონს ეყ­რდნო­ბი­ან, მა­შინ მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის ყვე­ლა თა­ნამ­შრომ­ლის­თვის უნ­და შე­ეწყ­ვი­ტათ პენ­სი­ა, 500 პენ­სი­ო­ნე­რი თა­ნამ­შრომ­ლი­დან კი მხო­ლოდ 150-ს შეგ­ვიწყ­ვი­ტეს. ჩვენს გარ­და პენ­სია "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" და "თბი­ლი­სის წყლის" თა­ნამ­შრომ­ლებ­საც მო­უხ­სნეს, იქაც მხო­ლოდ ნა­წილს", - აცხ­ა­დებს პენ­სი­ო­ნე­რი ალექ­სან­დრე ხა­მა­შუ­რი­ძე.

"ყვე­ლა სი­ახ­ლეს" თბი­ლი­სის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის იუ­რი­დი­ულ სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­მარ­ტეს, რომ მარ­თა­ლია მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნი თბი­ლი­სის მე­რი­ის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში­ა, მაგ­რამ სა­ბი­უ­ჯე­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცია არ არის, კერ­ძო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­ულ პი­რებ­ზე კი პენ­სია ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­ი­ცე­მა.

"გა­უ­გე­ბა­რია, რას ეფუძ­ნე­ბა პენ­სი­ის შეწყ­ვე­ტის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რად­გან ამის არა­ნა­ი­რი კა­ნო­ნი­ე­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს. ეს სა­სა­მარ­თლო­მაც და­ა­დას­ტუ­რა, ჩვენ­მა რამ­დე­ნი­მე პენ­სი­ო­ნერ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა და უკ­ვე ათ­მა მათ­გან­მა მო­ი­გო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი. ახ­ლა მა­თი საქ­მე­ე­ბი შემ­დგომ ინ­სტან­ცი­ებ­ში გრძელ­დე­ბა, ერთ საქ­მე­ზე კი უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლო­მაც გა­მო­ი­ტა­ნა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რაც კი­დევ ერ­თხელ ადას­ტუ­რებს სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის უკა­ნო­ნო­ბას. სა­ყუ­რადღ­ე­ბოა ისიც, რომ მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის, "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" და "თბი­ლი­სის წყლის" პენ­სი­ო­ნერ თა­ნამ­შრო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა, რომ­ლებ­საც პენ­სია შე­უწყ­ვი­ტეს, გლდა­ნი-­ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნის მცხოვ­რე­ბი­ა, რო­გორც ჩანს, ცო­ტა სხვა ტი­პის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას­თან გვაქვს საქ­მე, რად­გან და­ნარ­ჩე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი პენ­სი­ას იღე­ბენ", - აღ­ნიშ­ნავს მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის იუ­რი­დი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ეკა შა­ნი­ძე.

"ყვე­ლა სი­ახ­ლე" მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს და­უ­კავ­შირ­და.

სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე სო­სო ლობ­ჟა­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ზო­გა­დი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში არის ასე­თი გან­მარ­ტე­ბა - იმ სამ­სა­ხურს, რო­მელ­საც აქვს ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­ზე აქ­ტის შედ­გე­ნის უფ­ლე­ბა, თა­ნამ­შრო­მე­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლედ ით­ვლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ხელ­ფა­სის პა­რა­ლე­ლუ­რად მას პენ­სი­ის აღე­ბის უფ­ლე­ბა არა აქვს.

"რაც შე­ე­ხე­ბა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს და მო­სა­მარ­თლის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს, ჩვენ პრე­ცე­დენ­ტე­ბით ვერ ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლებთ და ვერ და­ვე­თან­ხმე­ბით, რომ ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა უკა­ნო­ნო იყო. პენ­სია ამ სამ­სა­ხუ­რე­ბის პენ­სი­ო­ნერ­თა სრულ შე­მად­გენ­ლო­ბას ალ­ბათ იმი­ტომ არ შე­უწყ­და, რომ შე­სა­ბა­მის რა­ი­ო­ნულ ორ­გა­ნო­ებს ჯერ­ჯე­რო­ბით ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­დათ, მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ძი­ე­ბის პრო­ცე­სი და გა­მო­ლე­ნილ პი­რებს ეტა­პობ­რი­ვად შე­უწყ­დე­ბათ პენ­სი­ა. თუმ­ცა მინ­და და­ვამ­შვი­დო ის ხალ­ხი და ვუთხ­რა, რომ პირ­ვე­ლი­ვე სა­პარ­ლა­მენ­ტო სე­სი­ა­ზე კა­ნო­ნის აღ­ნიშ­ნულ დე­ბუ­ლე­ბა­ში ცვლი­ლე­ბა შე­დის და ყვე­ლას, ვი­საც პენ­სია შე­უწყ­და, ძა­ლი­ან მა­ლე ისევ შეძ­ლებს მის მი­ღე­ბას", - აღ­ნიშ­ნა სო­სო ლობ­ჟა­ნი­ძემ.

მოამზადა მარი ონეზაშვილმა

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია