"ქართველები სა­ათ­ში 75-80 თეთრად მუშაობენ"

"ქართველები  სა­ათ­ში 75-80 თეთრად მუშაობენ"

სა­ქარ­თვე­ლო­ში, და­სავ­ლე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მი­ნი­მა­ლუ­რი სა­ა­თობ­რი­ვი ანაზღ­ა­უ­რე­ბის და­ან­გა­რი­შე­ბა სა­ერ­თოდ არ ხდე­ბა. ჩვენ­თან უფ­რო სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სის ცნე­ბა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. თუმ­ცა ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტი სო­სო არ­ჩვა­ძე დაგ­ვეხ­მა­რა იმის გა­მო­ან­გა­რი­შე­ბა­ში, თუ სა­შუ­ა­ლოდ რამ­დენს იღებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე სა­ათ­ში.

-  მი­ნი­მა­ლუ­რი სა­ა­თობ­რი­ვი ანაზღ­ა­უ­რე­ბა - ეს არის ცნე­ბა, რო­მე­ლიც სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის ერ­თ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ატ­რი­ბუ­ტია და მი­სი საწყ­ი­სი ფორ­მა ჯერ კი­დევ 1930-ი­ა­ნი წლე­ბის ამე­რი­კა­ში წარ­მო­იშ­ვა, ხო­ლო შემ­დეგ სხვა ქვეყ­ნებ­შიც გავ­რცელ­და. ეს არის რო­გორც მო­ქა­ლა­ქის სო­ცი­ა­ლუ­რი და­ცუ­ლო­ბის, ასე­ვე ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ელი. ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ისიც მეტყ­ვე­ლებს, თუ რო­გორ იყე­ნებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ ტერ­მინს. რო­გორც ვი­ცი, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მი­ნი­მა­ლუ­რი სა­ა­თობ­რი­ვი ანაზღ­ა­უ­რე­ბის ცნე­ბა სა­ერ­თოდ არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, უფ­რო მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სის ცნე­ბაა დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი.

-  სა­შუ­ა­ლოდ რომ ვი­ან­გა­რი­შოთ, რამ­დე­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ნი­მა­ლუ­რი სა­ა­თობ­რი­ვი ანაზღ­ა­უ­რე­ბა?

-  იმ სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­გუ­ლი­რე­ბით, რო­მე­ლიც დღე­ი­სათ­ვის გვაქვს, ამას­თა­ნა­ვე, სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, დღე­ი­სათ­ვის მი­ნი­მა­ლუ­რი სა­ა­თობ­რი­ვი ანაზღ­ა­უ­რე­ბა სა­შუ­ა­ლოდ 75-80 თეთ­რის ფარ­გლებ­ში­ა. ეს არ არის დი­დი ციფ­რი, თუ შე­ვა­და­რებთ სხვა ქვეყ­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას. ასე მა­გა­ლი­თად: აშ­შ-ში ეს ციფ­რი 8 დო­ლარს აღე­მა­ტე­ბა, ჩვენ­თან კი მხო­ლოდ 50 ცენ­ტი გა­მო­დის. იქ მი­ნი­მა­ლუ­რი სა­ა­თობ­რი­ვი ანაზღ­ა­უ­რე­ბა კა­ნო­ნით არის დად­გე­ნი­ლი, მაგ­რამ ამერიკაში ეს სა­კითხი იმ­დე­ნად დახ­ვე­წი­ლი­ა, რომ სა­ა­თობ­რი­ვი ანაზღ­ა­უ­რე­ბა გან­სხვავ­დე­ბა შტა­ტე­ბი­სა და პრო­ფე­სი­ე­ბის მი­ხედ­ვი­თაც კი: იქ, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა მე­ტი გა­მო­ი­მუ­შა­ოს და კლი­ენ­ტე­ბი ზოგ­ჯერ და­მა­ტე­ბით თან­ხა­საც უტო­ვე­ბენ (მა­გა­ლი­თად, სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნის მუ­შა­კებს, ოფი­ცი­ან­ტებს, ტაქ­სის მძღო­ლებს და ა.შ.), მი­ნი­მა­ლუ­რი სა­ა­თობ­რი­ვი ანაზღ­ა­უ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს ნაკ­ლე­ბი, ვიდ­რე სხვა სტრუქ­ტუ­რებ­ში­ა, ჩვენ­თან კი ჯერ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ციფ­რიც კი არ არის დად­გე­ნი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ევ­რო­პის ქვეყ­ნებს - ევ­რო­კავ­ში­რის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნებ­ლებს თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ჩვენ­თან მი­ნი­მა­ლუ­რი სა­ა­თობ­რი­ვი ანაზღ­ა­უ­რე­ბა ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით მხო­ლოდ 8 პრო­ცენ­ტი­ა. მე­ო­რე მხრივ, სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სის მსყიდ­ვე­ლო­ბი­თუ­ნა­რი­ა­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლი­ა, ვიდ­რე ევ­რო­კავ­შირ­ში, იმი­ტომ, რომ ფა­სე­ბი­სა და ტა­რი­ფე­ბის სი­დი­დით ამ ქვეყ­ნებს თუ ვუს­წრებთ, თო­რემ არ ჩა­მოვ­რჩე­ბით­. არცთუ სა­სი­ა­მოვ­ნო სუ­რა­თი გვაქვს. თუ თავს მო­ვიტყ­უ­ებთ და ისე წარ­მო­ვა­ჩენთ, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა არც ისე რთუ­ლი­ა, ეს სო­ცი­ა­ლურ და­ძა­ბუ­ლო­ბა­სა და პრო­ტესტს გა­მო­იწ­ვევს, რაც არცთუ ისე კარ­გი შე­დე­გე­ბით დამ­თავ­რდე­ბა. ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია სი­ნამ­დვი­ლეს თვა­ლი გა­ვუს­წო­როთ და თუ სარ­კე­ში ჩვე­ნი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა არ მოგ­ვე­წო­ნე­ბა, მა­ინცდამა­ინც სარ­კე­ზე ნუ ვიყ­რით ჯავრს. ფაქ­ტი­ა, რომ ამ ეტაპ­ზე სა­ა­თობ­რი­ვი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი დად­გე­ნი­ლიც კი არ არის, რად­გან ამას სჭირ­დე­ბა სა­თა­ნა­დო მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი ბა­ზა და საკ­მა­ოდ დი­დი ფი­ნა­ნა­სე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი ერ­თბა­შად ვერ გა­კეთ­დე­ბა, თუმ­ცა, მი­ნი­მა­ლუ­რი სა­ა­თობ­რი­ვი ანაზღ­ა­უ­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში უნ­და დად­გინ­დეს და ეს იქ­ნე­ბა კი­დევ ერ­თი ნა­ბი­ჯი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფორ­მი­რე­ბის გზა­ზე. ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა, თუმ­ცა ისიც უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ ჯერ საკ­მა­რი­სი და­ფი­ნან­სე­ბა არ არ­სე­ბობს.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია