ქარ­თვე­ლი ინ­ჟინ­რის უნი­კა­ლუ­რი გა­მო­გო­ნე­ბა

ქარ­თვე­ლი ინ­ჟინ­რის უნი­კა­ლუ­რი გა­მო­გო­ნე­ბა

სეტყ­ვამ, სტი­ქი­ურ­მა მოვ­ლე­ნებ­მა მო­სა­ვა­ლი წელ­საც არა­ერთ რა­ი­ონ­ში გა­ა­ნად­გუ­რა. ინ­ჟი­ნერ­-მე­ქა­ნი­კოს ზა­ურ კა­ჭა­რა­ვას გა­მო­გო­ნე­ბა შპა­ლერ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბის, ვე­ნა­ხის სეტყ­ვის­გან დამ­ცავ მოწყ­ო­ბი­ლო­ბას ეხე­ბა, რაც მე­ტად აქ­ტუ­ა­ლუ­რი­ა. ამა­ზე თვი­თონ ავ­ტო­რი გვე­სა­უბ­რე­ბა:

-  ვე­ნა­ხი სეტყ­ვი­სა­გან და­უც­ვე­ლი­ა, ხში­რად იგი ანად­გუ­რებს არა მარ­ტო წლის მო­სა­ვალს, არა­მედ უმო­სავ­ლოს ხდის ვე­ნახს 1 ან 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამ სფე­რო­ში მოქ­მე­დი პა­ტენ­ტე­ბი ძვი­რადღ­ი­რე­ბუ­ლი­ა, ეს მოწყ­ო­ბი­ლო­ბა კი - ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ამას­თან, საზღ­ვარ­გა­რეთ უმე­ტესწი­ლად დაზღ­ვე­ვის სის­ტე­მა მოქ­მე­დებს. შპა­ლერ­ზე, სა­რებ­ზე გა­ჭი­მულ მავ­თულ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბის სეტყ­ვის­გან დამ­ცა­ვი მოწყ­ო­ბი­ლო­ბის მე­ქა­ნიზ­მი არ­ცთუ რთუ­ლი­ა. ვე­ნა­ხის მწკრივ­ში, ბო­ძებ­ზე ორ­მხა­რა ბერ­კე­ტე­ბი მაგ­რდე­ბა, ბერ­კე­ტებ­ზე გა­ჭი­მუ­ლია მავ­თუ­ლე­ბი, რო­მელ­ზეც კაპ­რო­ნის ბა­დე გა­და­ი­ფი­ნე­ბა. მავ­თუ­ლებ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლია რგო­ლე­ბი, რო­მელ­შიც გამ­შლე­ლი და დამ­კე­ცი ბა­გი­რე­ბი ეყ­რე­ბა, გამ­ხსნე­ლი ბა­გი­რის გა­ჭიმ­ვი­სას ბა­დე ვერ­ტი­კა­ლი­დან 120 გრა­დუ­სით იშ­ლე­ბა და ვე­ნა­ხის შპა­ლე­რი 35-40 სმ. სი­გა­ნე­ზე გა­და­ი­ხუ­რე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ ბა­გი­რე­ბი სა­ბო­ლო­­ოდ ამ­ძრავს უერ­თდე­ბა; თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი იძ­ლე­ვა იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ძრა­ვი დის­ტან­ცი­უ­რად, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით ჩარ­თო, და ბა­დე თუ გინ­და, გახ­სნა, თუ გინ­და, და­კე­ცო. თბი­ლის­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ით შე­იტყ­ობ, რომ სეტყ­ვაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, Mმო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით აკ­რეფ კოდს, რე­კავ, მოწყ­ო­ბი­ლო­ბა ამუ­შავ­დე­ბა და ვე­ნახს სეტყ­ვის­გან და­ი­ცავ, რაც უნ­და ძლი­ე­რი სეტყ­ვა იყოს, კაპ­რო­ნის ბა­დეს ვერ აზი­ა­ნებს. მცი­რე ფარ­თობ­ზე, რო­მე­ლიც სახ­ლის, საცხ­ოვ­რებ­ლის სი­ახ­ლო­ვე­სა­ა, მოწყ­ო­ბი­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა ამ­ძრა­ვის გა­რე­შე ვა­მუ­შა­ოთ, ბა­დის გა­საშ­ლე­ლად საკ­მა­რი­სია ხე­ლით გა­მოვ­წი­ოთ გამ­შლე­ლი ბა­გი­რი და ბოძს მი­ვა­მაგ­როთ. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია ვე­ნა­ხის საყ­რდე­ნი სის­ტე­მის გამ­ძლე­ო­ბა. ვე­ნა­ხის ბო­ძი, ჭი­გო ტრა­დი­ცი­უ­ლად, აკა­ცი­ის ხის­გან მზად­დე­ბო­და, 2 მეტ­რი სიგ­რძი­სა და 5 სან­ტი­მეტ­რი დი­ა­მეტ­რის. ბო­ლო ათ­წლე­უ­ლე­ბი­ა, ხის ჭი­გო რკი­ნა-­ბე­ტონ­მა, უჟან­გავ­მა რკი­ნამ და პო­ლი­მე­რულ­მა მა­სა­ლამ შეც­ვა­ლა, თუმ­ცა, ზო­მე­ბი თით­ქმის უც­ვლე­ლი დარ­ჩა. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი­ა, რომ რო­ცა ქა­რი შპა­ლე­რის, ვე­ნა­ხის მწკრი­ვის პერ­პენ­დი­კუ­ლა­რუ­ლად უბე­რავს, ბო­ძებ­ზე დატ­ვირ­თვა მაქ­სი­მა­ლუ­რია და მი­სი წაქ­ცე­ვა ად­ვი­ლი­ა, ამი­ტომ, ამ შემ­თხვე­ვა­ში ბო­ძის ზო­მა მე­ტი უნ­და იყოს, მარ­თკუთხ­ე­დის ფორ­მის, თუმ­ცა, ასე­თი ბო­ძი ნი­ა­დაგ­ში მყა­რად ვერ იქ­ნე­ბა, ქა­რი წა­აქ­ცევს, ამი­ტომ მის გა­სა­მაგ­რებ­ლად მი­წის­ქვე­შა ნა­წილ­ზე უჟან­გა­ვი რკი­ნის ფირ­ფი­ტა უნ­და მი­მაგ­რდეს, რომ­ლის ზო­მა ნი­ა­და­გის კა­ტე­გო­რი­ის მი­ხედ­ვით გა­ნი­საზღ­ვრე­ბა. ეს გა­მო­გო­ნე­ბა რუ­სეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში გავ­გზავ­ნე. ვფიქ­რობ, ქარ­თვე­ლი მე­ვე­ნა­ხე­ე­ბიც უნ­და და­ინ­ტე­რეს­დნენ.

ნინო კვიტაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია