გიორგი მარგველაშვილი - შარშანდელ სახელმძღვანელოებს მხოლოდ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის გამოვიყენებთ

გიორგი მარგველაშვილი - შარშანდელ სახელმძღვანელოებს მხოლოდ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის გამოვიყენებთ

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრის, პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის ინფორმაციით, შარშანდელი სასკოლო სახელმძღვანელოები მხოლოდ გაუთვალისწინებული შემთხვევებისთვის არის გათვალისწინებული.

როგორც მარგველაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ახალი უფასო სახელმძღვანელოების ტირაჟი გათვლილია საჯარო სკოლების ყველა მოსწავლისთვის.

"ჩვენ ვთქვით, რომ ყველა ბავშვს ექნება სახელმძღვანელო უფასოდ და ეს ასე ხორციელდება. რაც შეეხება იმას, მოხდება თუ არა შარშანდელი სახელმღვანელოების გამოყენება. განათლების სამინისტროში გადავამოწმე ინფორმაცია, რომ ყველა ბავშვს დაურიგდება სახელმძღვანელო და შარშანდელი ტირაჟი გამოყენებული იქნება მხოლოდ როგორც გარკვეული დაზღვევის საშუალება იმ შემთხვევებში, სადაც შესაძლებელია მოხდეს გარკვეული გაუთვალისწინებელი შემთხვევები. ყველა ბავშვს ექნება უფასო სახელმძღვანელო, ეს ყველაფერი დასტამბულია. ეს იყო პროექტი, რომელმაც რეალურად შეცვალა ყოფა ყველა სკოლაში. მხოლოდ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის არის განკუთვნილი ეს ტირაჟი. ამხელა დიდ პროექტში შესაძლოა, იყოს რაღაც მცირე პროცენტი გაუთვალისწინებული შემთხვევების და სადღაც იყოს საჭიროება წინა წლის წიგნის გამოყენების საჭიროება", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება გაუთვალისწინებელ შემთხვევებს, როგორც მარგველაშვილი აცხადებს, ამაზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად კომპეტენტური უწყება განათლების სამინისტროა.

ახალ სასწავლო წელს უფასო ახალი სახელმძღვანელო შესაძლოა, ყველა მოსწავლემ ვერ მიიღოს. არსებული ინფორმაციით, ახალ სახელმძღვანელოებთან ერთად, წელს სკოლებში დარიგდება ის წიგნებიც, რომლებიც სოციალურად დაუცველმა მოსწავლეებმა წინა წლებში უფასოდ მიიღეს, გამოიყენეს და სკოლას დაუბრუნეს.

აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" განათლების სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, წიგნების გადანაწილების დროს შესაძლოა, მოსწავლეს გამოყენებული, მაგრამ კარგად მოვლილი სახელმძღვანელო შეხვდეს. სამინისტროში აცხადებენ, რომ ასეთი სახელმძღვანელოები მაღალი ქულით არის შეფასებული და ძალიან მცირე რაოდენობით დარიგდება.

გასულ წლებში სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სახელმძღვანელოებს სახელმწიფო უფასოდ ურიგებდა, თუმცა სასწავლო წლის ბოლოს ისინი სკოლას წიგნებს უბრუნებდნენ. ყველა დანარჩენი მოსწავლისთვის კი, სახელმძღვალნელოები ფასიანი იყო.

ამასთან, რაც შეეხება სახელმძღვანელოების ყველა მოსწავლისთვის უფასოდ დარიგებას, ამის შესახებ გადაწყვეტილება განათლების ყოფილმა მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა აპრილში მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია