შორენა, დააბინძურე გარემო!

შორენა, დააბინძურე გარემო!

გახსოვთ, ალბათ, სამიოდე წლის წინ სექსსიმბოლოდ აღიარებული შორენა ბეგაშვილი გარემოს დაბინძურებისთვის 200 ლარით დაჯარიმდა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მშვენიერ შორენას ვერტმფრენიდან საინფორმაციო ბუკლეტების გადმოყრა არ აპატია, არადა, მსახიობი სულაც არ მოქმედებდა საკუთარი ინიციატივით, როლი ჰქონდა ასეთი... გარემოს დამცველებმაც, სავარაუდოდ, იმ იმედით, რომ შორენას, როგორც ცნობილი ადამიანის, დაჯარიმება თვალში საცემი იქნებოდა და ადმინისტრაციული კოდექსის 146-ე მუხლსაც უფრო დასამახსოვრებელს გახდიდა, ლამაზმანის ჯიბეს დაარტყეს და არა ქაღალდების ჰაერში აფრიალების ინიციატორ ორგანიზაციას.

კანონმდებლობის მიხედვით, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების საზოგადოებრივ ადგილებში, გზებზე, მდინარეებში, პარკებში, სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან სხვა ადგილებში დაყრის და დასუფთავების წესების დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირები, დაწესებულებები და ორგანიზაციები 1.000 ლარით დაჯარიმდებიან. განმეორებით შემთხვევაში გარემოს დაბინძურების გამო ფიზიკურ პირს - 500 ლარის, იურიდიულ პირს კი 3.000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევს.

შორენა, დააბინძურე გარემო! შენი დასჯა ვერ გამოდგა სამაგალითო! ხალხმა ვერ შეიგნო, რომ გარემოს დაბინძურებისგან უნდა იცავდეს და არ ანადგურებდეს. უფრო სამწუხარო კი ის არის, რომ კანონდარღვევაზე სამართალდამცველებიც თვალს იბრმავებენ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია