უშბის ტყვეობიდან დაბრუნებული

უშბის ტყვეობიდან დაბრუნებული

მიმდინარე წლის აგვისტოში 39 წლის წინ დაკარგული ხორვატი ალპინისტის ნენად ჩულიჩის ქვრივს ტელეფონით შეატყობინეს, რომ საქართველოში, უშბის კალთებზე სავარაუდოდ, მისი მეუღლის ნეშტი იპოვეს. ლილი აკანკალდა და ყურმილი ხელიდან გაუვარდა. ნენად, ნუთუ დაბრუნდი? დაუჯერებელია - ჩურჩულებდა ქალი. მალევე მოეგო გონს და ყურმილს დასწვდა. კიდევ კარგი, რომ მიპასუხეთ, ქალბატონო ლილი, თორემ შემეშინდა, - ღრმად ამოისუნთქა ხორვატიის ალპინისტთა ფედერაციის წარმომადგენელმა. ნენადი ნახეთ? სად? როგორ იცანით? - სულმოუთქმელად მიაყარა ქალმა... უნდა დაგვეხმაროთ ამოცნობაში, ფოტოებს გადმოგიგზავნით, დაათვალიერეთ მისი ნივთები, იქნებ რამე გეცნოთ, - სთხოვეს ალპინისტთა ასოციაციიდან... ბეჭედი, ბეჭედი უნდა ეკეთოს მარცხენა ხელის არათითზე. ნახეთ შიდა მხრიდან წარწერა: ლილი 2.3.72 - ხმა უკანკალებდა ქალს.

ლილი ჩულიჩს მალე ხორვატი ალპინისტები ესტუმრნენ და ის ფოტო აჩვენეს, რომელზეც ბეჭედი იყო აღბეჭდილი, მითითებული წარწერით...

"როდესაც დავქორწინდით, გადავწყვიტეთ, ჩვენს ბეჭდებზე ერთმანეთის სახელები და ქორწინების თარიღი ამოგვეტვიფრა. დღემდე ვატარებ... ყოველთვის ვგრძნობდი, რომ სადღაც ნენადის ბეჭედიც გამოჩნდებოდა. ვგრძნობდი, რომ ეს მანამდე მოხდებოდა, ვიდრე იმ ქვეყნად ვნახავდი მას" - თვალცრემლიანი დაჰყურებდა ქალი ფოტოს. ლილი 39 წელი, ორ შვილთან ერთად ელოდა ქმრის გამოჩენას, რომელიც საქართველოს მთებში დაიკარგა. შვილებს არ ახსოვთ მამა. პატარები ყოფილან, როდესაც ნენადი 15-კაციან ალპინისტთა დელეგაციასთან ერთად საბჭოთა კავშირის მთიანეთში სამოგზაუროდ წამოსულა. ექსპედიცია რამდენიმე ჯგუფად დაყოფილა და დასალაშქრავ მარშრუტებზე წილი უყრიათ. ნენადს (ხორვატიაში ცნობილ ალპინისტს) სამ მეგობართან ერთად უშბა ხვდა წილად.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია