ფარმაგედონი 2013, ანუ სააფთიაქო ნარკომანია

ფარმაგედონი 2013, ანუ სააფთიაქო ნარკომანია

"საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ბატონ ალექსანდრე კვიტაშვილს

გამწარებული დედა ვარ. ვუყურებ, როგორ მიკვდება შვილი ნელ-ნელა, მაგრამ ვერაფერს ვშველი. უმორჩილესად გთხოვთ, ნუ მისცემენ ჩემს ბიჭს წამალს აფთიაქში".

35 წლის დათო ცინდელიანის დედის ამ უჩვეულო განცხადებაზე ჯანდაცვის სამინისტროში როგორც ჩანს, ბევრი არ უფიქრიათ. ცხადია, წერილიც რეაგირების გარეშე დარჩა...

ერთი კვირის შემდეგ დათო ცინდელიანი კოაქსილის მორიგი დოზის მიღებისას ტვინის შეშუპებით გარდაიცვალა...

მას შემდეგ 3 წელი გავიდა, მაგრამ სიტუაცია არ შეცვლილა. ახალგაზრდებს ახლა "კრაკადილი"და "ბიო" უღებს ბოლოს.

"სამი დღეა, ჩემი შვილი გამორთულ ტელევიზორს უყურებს. არ ვიცი, რა წყალში ჩავვარდე, ის ხომ ჯერ 16 წლისაა."

"არ ვიცი, რა გაიკეთა ან რა დალია, მაგრამ ანგელოზივით ბავშვი ავტოფარეხებზე პეპლის საჭერი ბადით დარბის და "პეპლები, პეპლებიო", - გაიძახის. იქნებ გვიშველოთ რამე, თორემ დამექცა ოჯახი"...

"ორჯერ ვუმკურნალეთ, უამრავი ფული ჩავყარეთ, გაგვიმართლა. რადგან 28 წლის კაცი სიტყვა "დედას"უკვე გამართულად ამბობს, მაგრამ უკვე მეორე კვირაა, ისევ ღია კარის გაღებას ცდილობს"..."

მსგავსი სატელეფონო ზარები დღეში რამდენჯერმე გაისმის ნარკოლოგიურ კლინიკებში... ექსპერტები შექმნილ მდგომარეობას უიმედოს უწოდებენ და სინათლეს გვირაბის ბოლოს ვერც უახლოეს მომავალში ხედავენ.

2007 წლიდან საქართველოს ნარკობაზარზე იკლო ტრადიციულმა ნარკოტიკებმა (ჰეროინი, სუბოტექსი, იშვიათად - მეტადონი), რამაც ისინი ფართო მომხმარებლისთვის ფაქტობრივად მიუწვდომელი გახადა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გორსა და გორის რაიონში საგრძნობლად მოიმატა ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვმა. დაიწყეს კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკის"- "ჯეფისა"და "ვინტის"გამოყენება, რომელთა ინგრედიენტები სააფთიაქო ქსელში ლეგალურად ხშირად ურეცეპტოდ იყიდებოდა. ამის გამო "წამალი"იმდენად იაფი იყო, რომ უამრავი ალკოჰოლიკისთვის ის უფრო ეკონომიური აღმოჩნდა, ვიდრე სპირტიანი სასმელი, შედეგად, მალე ნარკოტიკების მომხმარებელთა არმიას ალკოჰოლიკებიც შეემატნენ. როგორც ამბობენ, "სააფთიაქო ნარკომანიის"პირველი ნიშნები სწორედ გორსა და მის შემოგარენში გამოჩნდა, 2009 წლიდან ნარკობაზრიდან საერთოდ გაქრა ნარკოტიკები და საქართველოში მისი შემოღწევა თითქმის შეუძლებელი გახდა. ხელისუფლება ფიქრობდა, რომ ამგვარი ნაბიჯი საკმარისი იქნებოდა საქართველოში ნარკომანიის პრობლების დასამარცხებლად. სამწუხაროდ, ნარკოტიკების გაქრობამ არათუ შეამცირა ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი, არამედ ერთგვარად გაზარდა კიდეც "სააფთიაქო ნარკომანიის"ხარჯზე.

ფარმაცევტულმა კომპანიებმა, რომლებიც დროულად მიხვდნენ, მათთვის რა მოგების მოტანა შეეძლო შექმნილ სიტუაციას, დაიწყეს ქსელში დიდი რაოდენობით ეფედრინის და კოდეინის შემცველი პრეპარატების შემოტანა, მიუხედავად იმისა, რომ ამ რიგის პრეპარატების გაყიდვა ურეცეპტოდ აკრძალულია.

თემური, თელავიდან:

- "კოაქსილზე მეც მაშინ შევჯექი, მთელი თელავი რომ მოიხმარდა. ბაზართან ერთი აფთიაქი იყო, პროვიზორი კი ნაცნობი. მეუბნებოდა, როგორც კი შემოვა (ხანდახან რიგებიც იყო და შეიძლება არც შეგხვედროდა), გადაგინახავ ხოლმეო. ძალიან კარგად იცოდნენ, ვის რისთვის უნდოდა ეს წამალი. საღამოს, აფთიაქს რომ დაკეტავდა, კოაქსილი შინ მიჰქონდა და იქიდან ყიდდა. ღამით, ნებისმიერ დროს შეგეძლო მისვლა და ყიდვა, შპრიციც თან მოჰყვებოდა"...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია