სას­კო­ლო დი­ლე­მა - "ჩე­მი შვი­ლი თავს და­უც­ვე­ლად გრძნობს"

სას­კო­ლო დი­ლე­მა - "ჩე­მი შვი­ლი თავს და­უც­ვე­ლად გრძნობს"

რამ­დე­ნი­მე დღე­ში ახა­ლი სას­წავ­ლო წე­ლი და­იწყ­ე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხთან ერ­თად, მშობ­ლის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი­ა, რამ­დე­ნად უსაფ­რთხო გა­რე­მოა სკო­ლებ­ში, სა­დაც მა­თი შვი­ლე­ბი დღის უდი­დეს ნა­წილს ატა­რე­ბენ­. რა მდგო­მა­რე­ო­ბაა სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში უსაფ­რთხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით? - ამ სა­კითხ­ზე გა­ნათ­ლე­ბის ექ­სპერ­ტი, სა­მო­ქა­ლა­ქო გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მე­ბის მე­ნე­ჯე­რი თა­მარ მო­სი­აშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა. თუმ­ცა მა­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე მშო­ბელს მო­ვუს­მი­ნოთ.

ანა მი­ქა­ძე, მე-11 კლა­სე­ლის მშო­ბე­ლი: "ჩე­მი შვი­ლი სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ა... გა­სულ წელს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად პრობ­ლე­მე­ბი და­ეწყ­ო... აღ­მოჩ­ნდა, რომ თა­ნაკ­ლა­სე­ლი ბი­ჭე­ბი მის­თვის რე­გუ­ლა­რუ­ლად ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვას ცდი­ლობ­დნენ, ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშსწო­რე­ბით ემუქ­რე­ბოდ­ნენ, ატე­რო­რებ­დნენ, კონ­ფლიქ­ტი თან­და­თან გამ­წვავ­და და საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, ორ­მა თა­ნაკ­ლა­სელ­მა ბავ­შვს სცე­მეს, სა­ნამ დი­რექ­ტო­რი და მან­და­ტუ­რი მი­ვი­დნენ, თა­ვი­სი მო­ას­წრეს. სკო­ლის ­დი­რექ­ტორ­მა კი დას­ჯის ასეთ მე­თოდს მი­მარ­თა: სა­მი­ვე ბავ­შვი სხვა­დას­ხვა კლას­ში გა­და­იყ­ვა­ნა, ეს არის გა­მო­სა­ვა­ლი? ჩე­მი შვი­ლი თავს და­უც­ვე­ლად გრძნობს, ამი­ტომ სკო­ლამ­დე ვა­ცი­ლებთ, ხან მე, ხან­ ჩე­მი მე­უღ­ლე, წელ­საც ასე იქ­ნე­ბა.. სხვა სკო­ლა­ში გა­დას­ვლა­ზე კი კა­ტე­გო­რი­ულ უარს ამ­ბობს, ალ­ბათ არ უნ­და "და­მარ­ცხე­ბუ­ლის" სტა­ტუ­სით სხვა თა­ნა­ტო­ლებ­თან მის­ვლა, ახ­ლა დახ­მა­რე­ბის­თვის ფსი­ქო­ლოგს მივ­მარ­თეთ."

ლია კო­პა­ლი­ა­ნი, მე-8 კლა­სე­ლის მშო­ბე­ლი: "ჩემს შვილს, სი­მარ­თლე გითხ­რათ, თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში პრობ­ლე­მა არა აქვს. მე სხვა რამ მა­ში­ნებს - ჩე­მი შვი­ლის თა­ნაკ­ლა­სე­ლებს და­ნე­ბი და­აქვთ, კარ­გი ბავ­შვე­ბი არი­ან, მაგ­რამ რა იცი, რა ხდე­ბა. ალ­ბათ, უფ­რო მკაც­რი კონ­ტრო­ლი უნ­და იყოს ამ კუთხ­ით. იმას არ ვითხ­ოვ, რომ ყვე­ლა გაჩხ­რი­კონ, მაგ­რამ რის­კის შე­სამ­ცი­რებ­ლად რა­ღაც მე­ქა­ნიზ­მე­ბი ხომ უნ­და არ­სე­ბობ­დეს?!"

თა­მარ მო­სი­აშ­ვი­ლი: "პრობ­ლე­მა წლე­ბის მან­ძილ­ზე ის იყო, რომ მან­და­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტი გა­ა­ი­გი­ვეს უსაფ­რთხო სკო­ლას­თან, რაც არას­წო­რი­ა, რად­გან მან­და­ტუ­რი კონ­ტროლ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი უსაფ­რთხო­ე­ბის ინ­სტრუ­მენტს წარ­მო­ად­გენს, მა­შინ, რო­ცა არა­ნაკ­ლებ და უფ­რო მე­ტა­დაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სკო­ლა­ში ზრუნ­ვა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი უსაფ­რთხო­ე­ბის და­ნერ­გვა.

- რა იგუ­ლის­ხმე­ბა ზრუნ­ვა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ სკო­ლის უსაფ­რთხო­ე­ბა­ში?

- ზრუნ­ვა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი უსაფ­რთხო სკო­ლის პროგ­რა­მა გუ­ლის­ხმობს კონ­ფლიქ­ტე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბას სკო­ლა­ში, არა მარ­ტო მან­და­ტუ­რის, არა­მედ მას­წავ­ლებ­ლის, დამ­რი­გებ­ლის, ფსი­ქო­ლო­გის მი­ერ, რო­ცა მათ კარ­გად იცი­ან, რო­გორ გა­არ­თვან თა­ვი კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბას, ამ პრო­ცეს­ში უფ­რო მე­ტად ჩარ­თა­ვენ მშობ­ლებს. მა­გი­უ­რი ფორ­მუ­ლა არ არ­სე­ბობს, სკო­ლის უსაფ­რთხო­ე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია იმას­თა­ნაც, სად მდე­ბა­რე­ობს სკო­ლა. თუ სკო­ლა ისეთ რა­ი­ონ­შია, სა­დაც კრი­მი­ნო­გე­ნუ­რი სი­ტუ­ა­ცია და­ძა­ბუ­ლი­ა, ხში­რად ხდე­ბა და­ნა­შა­უ­ლი, შო­რი­ახ­ლოს იყი­დე­ბა ნარ­კო­ტი­კე­ბი, არის პროს­ტი­ტუ­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბი - საფ­რთხის რის­კი ამ სკო­ლა­ში ცხა­დი­ა, მა­ღა­ლი­ა.

- რო­გო­რია და­ნა­შა­უ­ლის დო­ნე სკო­ლა­ში?

- რო­დე­საც ვუღ­რმავ­დე­ბო­დით ამ კითხ­ვას და ვე­კითხ­ე­ბო­დით, რა წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით სა­უბ­რო­ბენ ამ თე­მა­ზე - შვილ­მა უთხ­რა, მე­ზო­ბელ­მა უამ­ბო თუ მას­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­იტყ­ო, აღ­მოჩ­ნდა, რომ უპირ­ვე­ლე­სი წყა­რო მას­მე­დი­ა­ა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ თუ სკო­ლა კონ­ტროლ­ზე ორი­ენ­ტუ­რე­ბულ უსაფ­რთხო­ე­ბას აირ­ჩევს და გა­აძ­ლი­ე­რებს, მა­გა­ლი­თად, მან­და­ტუ­რის ინ­სტი­ტუტს და სხვა მკაცრ მე­თო­დებს, მა­შინ სას­კო­ლო კონ­ფლიქ­ტმა შე­საძ­ლო­ა, ქუ­ჩა­ში გა­და­ი­ნაც­ვლოს და თუ რა მოხ­დე­ბა ქუ­ჩა­ში, რა­ში გა­და­იზ­რდე­ბა ეს კონ­ფლიქ­ტი, ძნე­ლი სათ­ქმე­ლი­ა...

- სა­ნი­ტა­რიულ­-ჰი­გი­ე­ნუ­რი თვალ­საზ­რი­სით რამ­დე­ნად უსაფ­რთხოა დღე­ვან­დე­ლი სკო­ლა? რა მდგო­მა­რე­ო­ბაა სა­სა­დი­ლო­ებ­ში, კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში?

- ა­სე­თი სა­კითხ­ე­ბი სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ უნ­და აკონ­ტრო­ლოს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მოს­წავ­ლე­ე­ბის აზ­რიც. ინ­ტენ­სი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს მოს­წავ­ლე­თა თვით­მმარ­თვე­ლო­ბებ­თან და მო­ზარ­დე­ბი ცალ­სა­ხად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სას­კო­ლო სა­სა­დი­ლო­ებ­ში უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი უნ­და იყოს. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, სკო­ლამ ისეთ კომ­პა­ნი­ებ­თან უნ­და და­დოს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, ვინც ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქტს შე­ი­ტანს, ასე­თი პრო­დუქ­ტი კი ია­ფი არ არის. ამ შემ­თხვე­ვა­შიც ეკო­ნო­მი­კუ­რი ფაქ­ტო­რი იწევს წინ, აქვს კი დღეს ყვე­ლა მოს­წავ­ლეს სკო­ლის სა­სა­დი­ლო­ში შე­და­რე­ბით ძვი­რადღ­ი­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის ყიდ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა? ამი­ტომ ჩვენ­ში რო­გო­რი შე­საძ­ლე­ბლო­ბის ბავ­შვე­ბიც და­დი­ან სკო­ლა­ში, სა­სა­დი­ლოც და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი­ვე­ა.

- თუ არის მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხრი­დან სა­ჩუქ­რე­ბის, ქრთა­მის აღე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი?

- ბო­ლო ხანს ამ­გვა­რი ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ არ მსმე­ნი­ა, მაგ­რამ ფაქ­ტი­ა, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი კერ­ძოდ ამ­ზა­დე­ბენ სა­კუ­თარ მოს­წავ­ლე­ებს, რაც არა­ო­ბი­ექ­ტუ­რო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ხდე­ბა და პირ­და­პირ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა პე­და­გო­გის ეთი­კის კო­დექსს... ამას­თან, კა­ნო­ნით სკო­ლას შე­უძ­ლია მოს­წავ­ლეს და­მა­ტე­ბი­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბა შეს­თა­ვა­ზოს, რომ­ლის თე­მა და პროგ­რა­მა წი­ნას­წარ გან­საზღ­ვრუ­ლი უნ­და იყოს.

სკო­ლა­ში შვი­ლი რომ არ და­გი­ჩაგ­რონ

ურ­ჩი­ეთ, - არ აგ­რძნო­ბი­ნოს პო­ტენ­ცი­ურ მჩაგ­ვრელს ან სხვა ხუ­ლი­განს, რომ ცუდ ხა­სი­ათ­ზე და­ა­ყე­ნა. მო­ე­რი­ოს შიშს და და­უბ­რუ­ნოს მას "ხურ­და".

ას­წავ­ლეთ, რომ არ მო­იქ­ცეს, რო­გორც მსხვერ­პლი - ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად იქ­ცე­ვი­ან უფ­რო ნაკ­ლე­ბად ხდე­ბი­ან ჩაგ­ვრის ობი­ექ­ტე­ბი.

თქვას "ა­რა" თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად - რო­დე­საც "მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს" ესა­უბ­რე­ბა, ხმა უნ­და ჰქონ­დეს მკაც­რი და არა გაწ­ვრი­ლე­ბუ­ლი ან შე­ში­ნე­ბუ­ლი. პო­ტენ­ცი­ურ მჩაგ­ვრელს თვა­ლებ­ში უყუ­როს იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ არ ეში­ნი­ა.

ბავ­შვის­ (ბი­ჭის) თვით­შე­ფა­სე­ბის ამაღ­ლე­ბის­თვის ერ­თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა მი­სი რო­მე­ლი­მე აღ­მო­სავ­ლურ ორ­თაბ­რძო­ლა­ზე ან ბოქ­სზე ტა­რე­ბა­ა.

ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია