პაატა ზაქარეიშვილი: "მინარეთი­ სათანადო­ ნებართვით უნდა აღდგეს"

პაატა ზაქარეიშვილი: "მინარეთი­ სათანადო­ ნებართვით უნდა აღდგეს"

"საქართველოს ფეხზე დავაყენებთ, თუ აქ ყველა თანასწორი იქნება: ქართველი და არაქართველი, მაჰმადიანი, ქრისტიანი და სხვა რელიგიის აღმსარებელი. ქართველები წარმატებულები იმიტომ ვიყავით, როცა საჭირო იყო ნაციონალიზმი, ნაციონალისტები ვიყავით; სადაც საჭირო იყო, რელიგიური სიმტკიცე გამოვიჩინეთ. დღეს ქვეყანას სამოქალაქო პასუხისმგებლობა და თანასწორობა სჭირდება. საკუთარი მოქალაქეების ინტერესების გაუთვალისწინებლობა კი იწვევს ისეთ შედეგებს, რაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაგვემართა. ექსტრემიზმი და უნდობლობა ის კიბოა, რომელიც ქვეყანას შიგნიდან ჭამს", - აცხადებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი:

- როგორ მოხდება ოსებისა და აფხაზების ინტეგრაცია, როდესაც რუსი სამხედროები ჩვენ შორის მავთულხლართებს აბამენ?

- წლების წინ აფხაზეთში ისე გაავლეს­ მავთულხლართები და ბეტონის კედლები, არავის გაუგია. მეტიც, რამდენიმე წლის წინ რუსებმა სახელმწიფო საზღვარი მამის­ო­ნზე კილომეტრებზე გადმოიტანეს, ვინ გაიგო ეს? დღევანდელი ხელისუფლების დამსახუ­რებაა, რომ ამ თემებს არ ვმალავთ და ვცდი­ლობთ, კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ დაზარალებულ მოსახლეო­ბას დავე­ხმაროთ. მათ სასმელი წყალი რომ ჰქონდეთ, ჭაბურღილებს ვთხრით. ვერავინ იტყვის, რომ წელს სარწყავი წყალი­ მოაკლდათ, რაც წინა წლე­ბში არ ჰქონიათ.

- მახსოვს, ოსები სარწყავ არხს უკეტავდნენ­ ქართულ სოფლებს.

- წელს ასეთი პრობლემა ნაკლებად გვ­ქონდა, გლეხებს მიწების მორწყვის საშუა­ლება მიეცათ. არის კიდევ სხვა პოზიტიუ­რი მარცვლებიც, თუმცა, გვირ­ჩევნია, ამაზე სა­ჯა­რ­ოდ არ ვილაპარაკოთ და ადგილობრივმა მოსახლეობამ იგრძნოს, რომ პატრონი ჰყავს. მინდა, აფხაზებსა და ოსე­ბს ვაჩვენოთ, რომ შეიცვალა საქარ­თველო და მათზე ვზრუნავთ. ასეთი მიდგომის გამო ერთი-ორად გაიზარდა ოსი მოსახლეობის მიმოსვლა საქართველოში. ადრე თუ ეშინო­დათ, ახლა ისინი გადმოდიან მეზობელ სო­ფლებში. თუ სააკაშვილის პოლიცია მათ ატერორებდა, დაკითხვებზე იბარებდა და აშანტაჟებდა, ახლა, როცა ერთი-ორი ოსი გადმოვიდა, არ დააკავეს, არ დაუწყეს გადმ­ობირება და მუქარა. ეს მათ ცხინვალში თქვეს, რის შემდეგაც მეორე დღეს ათი ოსი გადმოვიდა. გორსა და თბილისშიც ჩამოდიან, ბიზნესზე დაიწყეს ლაპარაკი. ეს "ბერლინის მავთულხლართებია", რომლებიც ოსე­ბს­ არ უშვებს აქეთ და უფრო ოსების წინააღმდეგაა, ვიდ­რე ქართველების. ე. წ. "დამოუკიდებლობის" 5 წელი ოსებისთვის სასარგებლო რომ ყოფი­ლიყო, რუსები მათ მავთულხლართებ­ით არ შემოზღუდავდნენ. ეს ვითომდა დამოუკ­იდებლობა რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების რეალიზაციაა.­ ამ "დამოუკიდებლობას" მოჰყვა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო ბაზები, რაც რუსეთს სჭირდება კავკასიაში ვითარების­ სამართავად.­ რუსეთს თბილისთან ახლოს ბაზა (ტერიტორია) სჭირდება. იქ ხალხის განვითარებაზე არავინ ზრუნავს.

"დამოუკიდებლობის" მოპოვების მერე ცხინვალი დაიცალა. საბჭოთა პერიოდში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლი­კ­ის მოსახლეობა 120 ათასი კაცი იყო, დღეს იქ 20 ათასი კაცი ცხოვრობს. ცხინვა­ლი ჩაკეტილი ანკლავია, რომელსაც გარე სამყა­როსთან კავშირი მხოლოდ როკის გვირა­ბით აქვს. აფხაზი დილით რომ იღვიძებს, ზღვას ხედავს, ოსი კი საქართველოს. ამიტ­ო­მაც რეალური საქართველო რომ დავანახოთ,­ აფხაზებთან სხვა პოლიტიკაა საჭირო, ოსებ­თან - სხვა. რაღაც პროცესები შეიძლება მართლაც დაიწყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, მაგრამ სოჭის ოლ­იმპიადის მერე. მაქსიმუმ 4-5 წელი იქნება საჭირო, ხალხმა შედეგები რომ დაინახოს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა