ვიქტორია ბექჰემმა საზოგადოება უცნაური კაბით გააოცა

ვიქტორია ბექჰემმა საზოგადოება უცნაური კაბით გააოცა

ვიქტორია ბექჰემი დიზაინერი რომ გახდა, "ნულოვანი" ზომის მოდა დაამკვიდრა. ვიქტორიას კაბაში ჩატევა ნებისმიერი ჰოლივუდის ვარსკვლავისთვის ღირსების საქმეა. ვიქტორიას მოდელების საფირმო სტილი - ვიწრო სილუეტია, მაგრამ ამჯერად ვიქტორიამ ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა.

ფეხბურთელის მეუღლემ ამ დღეებში კოლექცია Victoria by Victoria Beckham 2013-2014 წარმოადგინა და განსაკუთრებით დალიანდაგებული ქსოვილის ფართე კაბა გამოარჩია, ჩაიცვა და ქუჩაში სასეირნოდ გაემართა. მოდის კრიტიკოსებმა ვიქტორიას ენთუზიაზმი არ დააფასეს და სამოსს "პარაშუტი" უწოდეს. ფართო, უფორმო კაბაში ნაზი ვიქტორია თითქმის დაიკარგა.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

იუბილარი ევა ბარბაქაძე და წვეულება მეგობრებთან ერთად - როგორ აღნიშნა დაბადების დღე შორენა ბეგაშვილის ქალიშვილმა

"ფარული ვნება“ მალე მეორე სეზონით დაბრუნდება

"საკუთარ შეცდომებზე ვერაფერიც ვერ ვისწავლე"  - მერაბ სეფაშვილი ოჯახზე, პანდემიასა და სინანულზე