"ბი­ნა" წე­რეთ­ლის მე­ზობ­ლად

"ბი­ნა" წე­რეთ­ლის მე­ზობ­ლად

41 წლის თა­მარ ია­კო­ბი­ძე უკ­ვე რვა წე­ლია "დი­ნა­მოს" სტა­დი­ო­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, აკა­კი წე­რეთ­ლის ძეგ­ლის სი­ახ­ლო­ვეს ცხოვ­რობს. "სახ­ლი" ლურ­ჯი ცე­ლო­ფა­ნი­თა და მუ­ყა­ოს ქა­ღალ­დე­ბით აუ­შე­ნე­ბი­ა, მი­სი სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბი კი ორი ყა­ვის ჭი­ქი­თა და თეფ­შით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. ძი­რი­თა­დად თბი­ლი ტან­საც­მე­ლი მო­უ­მა­რა­გე­ბი­ა, რად­გან ზაფ­ხუ­ლი მის­თვის თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბა­ში გა­დის, ზამ­თა­რი კი ცი­ვი და უსას­რუ­ლო­ა...

ამ­ბობს, რომ უკ­ვე შე­ე­გუა ხვ­ედ­რს, რო­მე­ლიც ღმერ­თმა არ­გუ­ნა: "მძი­მე ცხოვ­რე­ბა მხვდა წი­ლად. წარ­მო­შო­ბით ჭი­ა­თუ­რი­დან ვარ, აბა­შა­ში გავ­თხოვ­დი, მაგ­რამ მე­უღ­ლე ნარ­კო­მა­ნი აღ­მოჩ­ნდა და მას­თან ვე­ღარ გავ­ძე­ლი, ერთ წე­ლი­წად­ში დავ­შორ­დი, ფეხ­მძი­მე დავ­ბრუნ­დი მშობ­ლებ­თან. ეპი­ლეფ­სი­ით ვარ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და ერთ დღე­საც დე­დამ გა­მო­მიცხ­ა­და: შენ უშ­ლი ხელს ოჯა­ხის წევ­რე­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბას, შე­ნი დე­ბი ვერ თხოვ­დე­ბი­ან და ძმას ცო­ლი ვერ მოჰ­ყავს შე­ნი ავად­მყო­ფო­ბის გა­მო­ო. ამან ისე მატ­კი­ნა გუ­ლი, სა­მი თვის შვი­ლი დავ­ტო­ვე და სახ­ლი­დან წა­მო­ვე­დი, არც აღა­რა­ვის უც­დია ჩე­მი მო­ძებ­ნა"...

თა­ვი­დან მუშ­ტა­ი­დის პარ­კში ცხოვ­რობ­და, შემ­დეგ წე­რეთ­ლის ძეგ­ლთან და­ი­დო ბი­ნა, აქ ყვე­ლა მი­სი მე­გო­ბა­რი­ა, მო­ვაჭ­რე­ე­ბი, მე­ე­ზო­ვე­ე­ბი, კონ­ტრო­ლი­ო­რე­ბი... ყვე­ლა ცდი­ლობს ახალ­გაზ­რდა ქალს ლუკ­მა­პუ­რის შოვ­ნა­ში და­ეხ­მა­როს.

"სულ აქ ვტრი­ა­ლებ, მინ­და სად­მე ვი­მუ­შა­ო, მაგ­რამ ავად­მყო­ფო­ბა მიშ­ლის ხელს, არ ვი­ცი, რო­დის სად და­ვე­ცე­მი. ერ­თხე­ლაც შუა ქუ­ჩა­ში ეპი­ლეფ­სი­ის შე­ტე­ვა და­მეწყო და გა­ვი­თი­შე, სუ­ლი რომ მო­ვით­ქვი, სა­ბუ­თე­ბი და­კარ­გუ­ლი დამ­ხვდა, ამი­ტომ ვერ ვი­ღებ სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას. მარ­თა­ლი­ა, ქუ­ჩა­ში ვცხოვ­რობ, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნად დავ­რჩი და თავს პა­ტი­ო­სა­ნი გზით ვირ­ჩენ: მე­ე­ზო­ვეს ბა­ღის და­ლა­გე­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბი და თვე­ში 5 ლარს მაძ­ლევს; ყვა­ვი­ლე­ბის გამ­ყიდ­ვე­ლი ქა­ლი ღა­მით ყვა­ვი­ლებს მი­ტო­ვებს მი­სა­ხე­დად და ისიც ყო­ველ სა­ღა­მოს მი­ტო­ვებს მცი­რე თან­ხას; მა­ცივ­რებს ვდა­რა­ჯობ და მი­სი პატ­რო­ნიც ყო­ველ­დღე 2 ლარს მაძ­ლევს, ასე რომ, ვა­ხერ­ხებ არ­სე­ბო­ბას. ერ­თხანს თა­ვის მოკ­ვლა მინ­დო­და და სწო­რედ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა მიხ­სნეს სიკ­ვდი­ლის­გან, მად­ლო­ბე­ლი ვარ მა­თი, ასე რომ მამ­ხნე­ვე­ბენ", - ამ­ბობს თა­მა­რი.

მა­კა ქო­ბა­ლია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია