საფ­რთხე - უკონ­ტრო­ლო სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი

საფ­რთხე - უკონ­ტრო­ლო სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი

მარ­ტო თბი­ლის­ში 2000-ზე მე­ტი სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნი­ა, რო­მელ­საც ყო­ველ­დღი­უ­რად ათი­ა­თა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე აკითხ­ავს; "სა­პა­რიკ­მა­ხე­რო­ების შე­სა­ხებ ეროვ­ნუ­ლი სტან­დარ­ტით", ნე­ბის­მი­ე­რი კლა­სის სა­პა­რიკ­მა­ხე­რო­ში უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უნ­და იყოს მოხ­მა­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სი­ცოცხ­ლის უსაფ­რთხო­ე­ბა სა­ნი­ტა­რიულ­-ჰი­გი­ე­ნუ­რი და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მოთხ­ოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ის­მე­ბა კითხ­ვა: სრულ­დე­ბა თუ არა ეს სტან­დარ­ტი? რო­გორ ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან კლი­ენ­ტებს, და­ცუ­ლია თუ არა სა­ნი­ტა­რიულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი? რო­გორ უნ­და ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან­ სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში ვი­რუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბებით, მათ შო­რის, შიდ­სით, C ჰე­პა­ტი­ტით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის საფ­რთხე­ები და რაც მთა­ვა­რი­ა, ვინ აკონ­ტრო­ლებს ჰი­გი­ე­ნის ნორ­მებს სა­პა­რიკ­მა­ხე­რო­ებ­ში? - ამ კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხის მი­სა­ღე­ბად "ყვე­ლა სი­ახ­ლე" რამ­დე­ნი­მე რეს­პო­ნდენტს და­უ­კავ­შირ­და:

ანა კირ­თა­ძე, მომ­ხმა­რე­ბე­ლი: - სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბის ხში­რი კლი­ენ­ტი ვარ, ვცდი­ლობ, უფ­რო ძვი­რად ღ­ი­რე­ბულ, პრეს­ტი­ჟულ სა­ლო­ნებს (ვა­კის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე რამ­დე­ნი­მე სა­ლონს ასა­ხე­ლებს - რედ.) მი­ვა­კითხ­ო, რად­გან იქ უკე­თე­სი მომ­სა­ხუ­რე­ბა­ა, სი­სუფ­თა­ვეც მე­ტად არის და­ცუ­ლი, ყა­ვა­საც შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ. ვი­ცი, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია პე­დი­კიუ­რის, მა­ნი­კიუ­რის და სხვა ია­რა­ღე­ბის სტე­რი­ლი­ზა­ცი­ა, ზო­გი­ერ­თი შენს თვალ­წი­ნაც ატა­რებს ამ პრო­ცე­დუ­რას, მაგ­რამ არ ვი­ცი, რამ­დე­ნად საკ­მა­რი­სია ეს დრო ამა თუ იმ ვი­რუ­სის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად. ზო­გი­ერ­თი ხე­ლო­სა­ნი გე­უბ­ნე­ბა, ახ­ლა­ხან გა­ვუ­კე­თე სტე­რი­ლი­ზა­ციაო და გე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა მოს­თხო­ვო, ჩემს თვალ­წინ გა­უ­კე­თე­ო. მოკ­ლედ, სა­ლო­ნის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის იმე­დად ვართ, სხვა გა­რან­ტია არ არ­სე­ბობს. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, რო­მელ­საც ძვი­რად ღ­ი­რე­ბულ სა­ლო­ნებ­ში სი­ა­რუ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არა აქვს, სა­კუ­თა­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი შე­ი­ძი­ნა, მაგ­რამ კოს­მე­ტო­ლოგ­თან ხომ მა­ინც უნ­და მიხ­ვი­დე? ზო­გი­ერ­თი ახალ­გაზ­რდა კი სა­ლონ­ში ტა­ტუს და პირ­სინგს იკე­თებს, რაც ასე­ვე C  და B ჰე­პა­ტი­ტით, შიდ­სით და­ა­ვა­დე­ბის წყა­როდ შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს.

გი­ორ­გი ჩი­ტა­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს სტან­დარ­ტე­ბის და მეტ­რო­ლო­გი­ის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სტან­დარ­ტი­ზა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი: - სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სტან­დარ­ტით - "სა­ყო­ფაცხ­ოვ­რე­ბო მომ­სა­ხუ­რე­ბა - სა­პა­რიკ­მა­ხე­რო­ე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა, ზო­გად­ტექ­ნი­კუ­რი პი­რო­ბე­ბი" გან­საზღ­ვრუ­ლია სა­პა­რიკ­მა­ხე­როს საქ­მი­ა­ნო­ბის წე­სე­ბი; სტან­დარ­ტი გან­საზღ­ვრავს ზო­გად პი­რო­ბებს, რაც შე­ე­ხე­ბა ჰი­გი­ე­ნურ ნორ­მებს, მას­ში ნათ­ქვა­მი­ა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­საზღ­ვრუ­ლი ჰი­გი­ე­ნუ­რი, უსაფ­რთხო­ე­ბის ნორ­მე­ბი უნ­და იყოს და­ცუ­ლი. ეს ნორ­მე­ბი კი წლე­ბი­ა, შრო­მი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბით არის დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა სტან­და­რტის შეს­რუ­ლე­ბას, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე­ვე რო­გორც ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში, ასე­თი მიდ­გო­მა­ა: სტან­დარ­ტი­ზა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რი სტან­დარ­ტის შეს­რუ­ლე­ბა­ზე მო­ნი­ტო­რინგს არ ახორ­ცი­ე­ლებს, ეს ჩვე­ნი ფუნ­ქცია არ არის. საქ­სტან­დარ­ტის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ ეს ფუნ­ქცია სხვა ორ­გა­ნოს უნ­და გა­დას­ცე­მო­და.

ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხურს, სა­დაც გვითხ­რეს, რომ სა­პა­რიკ­მა­ხე­როს მო­ნი­ტო­რინ­გი მა­თი ფუნ­ქცია არა­ა, სა­ნი­ტა­რიუ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი კი რამ­დე­ნი­მე წე­ლია გა­უქ­მე­ბუ­ლი­ა. სა­პა­რიკ­მა­ხე­რო­ე­ბის სა­ნი­ტა­რიუ­ლი კონ­ტრო­ლი არც შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრე­რო­გა­ტი­ვა­ა.

მა­დო­ნა კო­ი­ძე, მომ­ხმა­რე­ბელ­თა ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი: - დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­პა­რიკ­მა­ხე­რო­ებ­ში C, B ჰე­პა­ტი­ტი­თა და შიდ­სით და­ა­ვა­დე­ბის რის­კი მა­ღა­ლი­ა; ამას­თან, შიდ­სის ვი­რუ­სი არ არის ისე­თი მდგრა­დი, რო­გო­რიც C ჰე­პა­ტი­ტის ვი­რუ­სი.­  ამ ვი­რუ­სის მო­სას­პო­ბად სა­ჭი­როა სტე­რი­ლი­ზა­ცია 15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, 130 გრა­დუს­ზე მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე, რაც დღეს თბი­ლის­სა თუ სხვა ქა­ლა­ქებ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­პა­რიკ­მა­ხე­რო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში არ ხდე­ბა; შიდ­სის ვი­რუ­სის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად კი ინ­სტრუ­მენ­ტის სტე­რი­ლი­ზა­ცია 60 გრა­დუს­ზე საკ­მა­რი­სი­ა. ამი­ტომ მო­სახ­ლე­ო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ლო­ნე­ბის ხში­რი სტუმ­რე­ბი ასეთ ხერხს მი­მარ­თა­ვენ, თვი­თონ ყი­დუ­ლო­ბენ სა­ჭი­რო ია­რა­ღე­ბის ნაკ­რებს და სა­ლონ­ში და­აქვთ. რაც შეეხე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს, მი­სი მხრი­დან სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბის კონ­ტრო­ლი, ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა არ ხდე­ბა, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია გახ­სნას სა­ლო­ნი, ირ­ღვე­ვა კლი­ენ­ტთა უფ­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის, ჯან­მრთე­ლო­ბის, სი­ცოცხ­ლის უფ­ლე­ბა, მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვერ იღებს კვა­ლი­ფი­ცი­ურ მომ­სა­ხუ­რე­ბას. ზო­გი­ერთ სა­ლონ­ში არა მარ­ტო სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის, სა­ერ­თოდ, ჰი­გი­ე­ნის პრობ­ლე­მა­ა.­ გა­და­სას­ვლე­ლი ხი­დის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე რამ­დე­ნი­მე სა­ლონ­ში წყა­ლიც არ არის, რომ ხე­ლო­სან­მა ხე­ლი გა­და­ი­ბა­ნოს და მე­ო­რე პა­ცი­ენტს ისე მო­ემ­სა­ხუ­როს. ერ­თა­დერ­თი სფე­რო, რო­მე­ლიც დღეს მეტ­-ნაკ­ლე­ბად რე­გუ­ლირ­დე­ბა, სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი­ა. უნ­და შე­იქ­მნას ძლი­ე­რი ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მე­ლიც გა­ა­კონ­ტრო­ლებს რო­გორც სა­ყო­ფაცხ­ოვ­რე­ბო, ისე სა­მე­დი­ცი­ნო და სხვა სფე­რო­ებს და მომ­ხმა­რებ­ლის პრე­ტენ­ზი­ის შემ­თხვე­ვა­ში, სწორ და ობი­ექ­ტურ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გვაფ­რთხი­ლე­ბენ:

1. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფ­რთხი­ლ­ით აარ­ჩი­ეთ სა­ლო­ნი, გახ­სოვ­დეთ, რომ მომ­სა­ხუ­რე­ბის მა­ღა­ლი ფა­სი უსაფ­რთხო­ე­ბის გა­რან­ტია არ არის. მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მი ამ შემ­თხვე­ვა­ში ინ­ვენ­ტა­რის და­მუ­შა­ვე­ბის ხა­რის­ხი­ა. და­ინ­ტე­რეს­დით, რა მე­თო­დით ხდე­ბა ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის სტე­რი­ლი­ზა­ცია და არ­სე­ბობს თუ არა სა­ლონ­ში "ავ­ტოკ­ლა­ვი" - სპ­ე­ცი­ა­ლუ­რი ხელ­საწყო ინ­ვენ­ტა­რის თე­რმ­უ­ლი და­მუ­შა­ვე­ბის­თვის. 2. მი­მარ­თეთ გა­მოც­დილ ოს­ტა­ტებს, "ა­ხალ­ბე­დე­ბი" ხში­რად აზი­ა­ნე­ბენ ფრჩხილ­სა და ნუ­ნებს და ამით დას­ნე­ბოვ­ნე­ბის რის­კი იზ­რდე­ბა. 3. თუ თქვენ უსაფ­რთხოე­ბის 100%-იანი გა­რან­ტია გსურთ, სა­ლონ­ში სა­კუ­თა­რი მა­ნი­კიუ­რის ნაკ­რე­ბი წა­­ი­­ღეთ. 4. არ­სე­ბობს ჯან­მრთე­ლ­ობ­ის და­ზღ­­ვე­ვის კი­დევ ერ­თი მე­თო­დი - ევ­რო­პუ­ლი მა­ნი­კიუ­რი, რო­მე­ლიც მჩხვლე­ტი და მჭრე­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბ­ის გა­რე­შე კეთ­დე­ბა. ფრჩხი­ლე­ბის გარ­შე­მო სპე­ცი­ა­ლურ სა­შუ­ა­ლე­ბას უს­ვა­მენ, რო­მე­ლიც კა­ნის გარ­ქო­ვა­ნე­ბულ ნა­წი­ლებს არ­ბი­ლებს და შემ­დეგ ყო­ველ­გვა­რი და­ზი­ა­ნე­ბის გა­რე­შე ამ ნა­წი­ლებს სპე­ცი­ა­ლუ­რი ჩხი­რე­ბით აშო­რე­ბენ. სა­შიშ და­ა­ვა­დე­ბებს შე­უ­ი­ა­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლით ვერ გა­არ­ჩევთ, სა­ლო­ნე­ბის მფლო­ბელ­თა სი­სუფ­თა­ვეს კი ბო­ლომ­დე ვერ და­ეყ­რდნო­ბით. ასე რომ, იყა­ვით ფრთხი­ლად!

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია