რო­გო­რ პო­უ­ლო­ბენ სა­ტე­ლე­ფო­ნო ცრუ ტე­რო­რის­ტებს

რო­გო­რ პო­უ­ლო­ბენ სა­ტე­ლე­ფო­ნო ცრუ ტე­რო­რის­ტებს

ბო­ლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა ორ­მა ცრუ ტე­რო­რის­ტმა "და­ნაღ­მა". ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში გან­გა­ში ცრუ აღ­მოჩ­ნდა. მე­ო­რე სა­კითხ­ი­ა, უშ­ვე­ლა თუ არა ამან დე­პუ­ტა­ტებს, სა­პარ­ლა­მენ­ტო ქა­ლა­ქი და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ და მუ­შა­ო­ბის­გან გა­დაღ­ლი­ლე­ბი სა­კუ­თარ ოჯა­ხებს დაბ­რუ­ნე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა მთა­ვა­რი მა­ინც ის არის, რომ შე­სა­ბა­მის­მა უწყ­ე­ბებ­მა ოპე­რა­ტი­უ­ლად იმოქ­მე­დეს - რო­გორც პირ­ველ, ისე მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში დამ­ნა­შა­ვე "ტე­რო­რის­ტი" მა­ლე­ვე აიყ­ვა­ნეს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შსს-მ სა­თა­ნა­დო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად და­ა­კა­ვა არას­რულ­წლო­ვა­ნი, 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, ხა­შურ­ში მცხოვ­რე­ბი ლე­ვან თ., რო­მელ­მაც 20:40 სა­ათ­ზე, შსს-ს გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი მარ­თვის ცენტრ "112"-ში და­რე­კა და ქუ­თა­ის­ში, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში ბომ­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ აც­ნო­ბა. ის ცრუ შეტყ­ო­ბი­ნე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი ხა­შურ­ში, სა­კუ­თა­რი საცხ­ოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მახ­ლობ­ლად და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­დან ერთ სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს.

მარ­თა­ლია 21-ე სა­უ­კუ­ნეა და ტექ­ნი­კუ­რი პროგ­რე­სი დამ­ნა­შა­ვის ოპე­რა­ტი­უ­ლი და­კა­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა, მაგ­რამ მა­ინც სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რო­გორ ხდე­ბა "სა­ტე­ლე­ფო­ნო ტე­რო­რის­ტე­ბის" და­კა­ვე­ბა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დამ­ნა­შა­ვის და­კა­ვე­ბის ორი მე­თო­დი არ­სე­ბობს: პირ­ვე­ლი - ცრუ ტე­რო­რის­ტის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის სიგ­ნა­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ხდე­ბა ტე­ლე­ფო­ნის აპა­რა­ტის და სა­უბ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დრო­ის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და დამ­ნა­შა­ვის და­კა­ვე­ბა. მე­ო­რე მე­თო­დი კი­დევ უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო­ა: ტე­რო­რის­ტის ხმა იწე­რე­ბა სპე­ცი­ა­ლურ კომ­პი­უ­ტერ­ში, რო­მე­ლიც ახ­დენს ხმის კო­დი­რე­ბას და აწარ­მო­ებს ძი­ე­ბას, თუ რო­დის და­ფიქ­სირ­დე­ბა იგი­ვე ხმა სხვა ტე­ლე­ფონ­ზე სა­უბ­რი­სას. კომ­პი­უ­ტე­რი მო­მენ­ტა­ლუ­რად გან­საზღ­ვრავს დამ­ნა­შა­ვის ხმას და ად­გი­ლის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის შე­დე­გად, მი­სი და­კა­ვე­ბა ად­ვი­ლი­ა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ასე­ვე აცხ­ა­დე­ბენ, რომ ცრუ ტე­რო­რის­ტე­ბი ყო­ველ­თვის ნაკ­ლე­ბად იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ მათ ად­ვი­ლად და­ა­კა­ვე­ბენ. ისი­ნი ხში­რად ხმის ტემბრს იც­ვლი­ან აფ­თი­აქ­ში ნა­ყი­დი ხვე­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სი­რო­ფე­ბით, რომ­ლის მი­ღე­ბა ადა­მი­ა­ნის ხმას მაქ­სი­მა­ლუ­რად ცვლის. ასე­ვე იყე­ნე­ბენ წყლის ნა­კა­დის ფონს და სხვა მე­თო­დებს, რო­მელ­თა გა­მო­გო­ნე­ბა ძნე­ლი არ არის.

ზურაბ თვაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ