რუსი დიპლომატის მკვლელობა აფხაზეთში - "ჩვენ ვერასდროს შევეგუებით რუსების უფროსობას. მათ მიაჩნიათ, რომ აფხაზები, მათთან ვალში ვართ"

რუსი დიპლომატის მკვლელობა აფხაზეთში - "ჩვენ ვერასდროს შევეგუებით რუსების უფროსობას. მათ მიაჩნიათ, რომ აფხაზები, მათთან ვალში ვართ"

აფხაზეთში, რუსეთის საელჩოს ვიცე-კონსული და პირველი მდივანი დიმიტრი ვიშერნევი მოკლეს. 36 წლის დიპლომატს ცეცხლსასროლი იარაღიდან მაშინ ესროლეს, როდესაც მეუღლესთან ერთად სამსახურში მიდიოდა. დაჭრილია მისი მეუღლეც, რომელიც ამ დროისთვის სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. მას უკვე გაუკეთდა რამდენიმე ოპერაცია, თუმცა, სოხუმელი ექიმები საიმედო პროგნოზს ვერ აკეთებენ...

აფხაზეთის ე.წ. სამთავრობო სტრუქტურებში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მომუშავე ჩვენი აფხაზი რესპონდენტის თქმით, რუსი დიპლომატის მკვლელობას ორი საფუძველი შეიძლება ჰქონდეს...

- თვითმხილველებისგან ვიცი, რომ დიპლომატი, "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილში ჩაცხრილეს. მკვლელმა მას ორი ტყვია ესროლა, შემდეგ კი, მისი მეუღლე ამოიღო მიზანში... მკვლელს მისი ავტომანქანის აფეთქება ჰქონდა განზრახული, მაგრამ ბომბი არ ამოქმედდა. ამიტომ გამოიყენა ქილერმა ცეცხლსასროლი იარაღი. ის ძველ სოხუმში, ნაზაძის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა... ვიცი, რომ რამდენიმე ხნის წინ, მისი ბინა გაძარცვეს და დოკუმენტებთან ერთად, სხვა ფასეულობაც წაიღეს... მასზე ასევე ითქვა, რომ რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე მუშაობდა. (რუსეთის საელჩოს თანამშრომლებისთვის, აფხაზებისთვის რუსული პასპორტების მიყიდვა ჩვეულებრივი ბიზნესია)... რუსეთის მოქალაქეობაზე აფხაზეთში ბევრი ოცნებობს, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომელთაც ერთი სული აქვთ, აქედან წავიდნენ... ცნობილია, რომ მოკლული ღია კონფლიქტში იყო ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან, რადგან მიაჩნდა, რომ აფხაზეთში რუს ბიზნესმენებსა და ტურისტებს "აყაჩაღებდნენ" და ამის გაგრძელება არ შეიძლებოდა...

- რას ნიშნავს "აყაჩაღებდნენ?"

- იმას, რომ მოკლულისა და მისი კოლეგების აზრით, რუსული ბიზნესი, რუსეთისა და აფხაზეთის ხელმძღვანელობას წნეხის ქვეშ ჰყავთ, ხშირია რეკეტი, ფულის "შეწერა" და ა.შ. ამის შესახებ რუსეთის სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ... მათ მიაჩნიათ, რომ აფხაზეთში რუსებს ავიწროებენ.

აფხაზეთისა და რუსეთის ხელმძღვანელობას სურთ, წარმოაჩინონ, რომ ამ ორ ხალხს შორის ჰარმონიაა, მაგრამ სინამდვილში ასე არ არის და არც არასდროს ყოფილა. ჩვენ ვერასდროს შევეგუებით რუსების უფროსობას. მათ მიაჩნიათ, ჩვენ, აფხაზები, მათთან ვალში ვართ და მთელი ცხოვრება ასე უნდა ვიყოთ...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა