ავთო ვარსიმაშვილი: "ორი კვირის წინ ოდესაში ევაკუაციაში მეც მოვყევი"

ავთო ვარსიმაშვილი: "ორი კვირის წინ ოდესაში ევაკუაციაში მეც მოვყევი"

"ამბები.გე"-ს შეკითხვაზე - რა მიაჩნიათ ბომბის არსებობის შესახებ გუშინდელი სამი ცრუ შეტყობინების მიზეზად, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები პასუხობენ.

ავთო ვარსიმაშვილი, რეჟისორი:

- გუშინდელ ცრუ განგაშს სერიოზულად ვერ აღვიქვამ და მასში არ ვეძებ რაიმე შეთქმულებას. ასეთი რამ ყველა ქვეყანაში საკმაოდ ხშირად ხდება. ორი კვირის წინ ოდესაში ყოფნისას, სუპერმარკეტში თვითონ მოვყევი მსგავს სიტუაციაში,სადაც სასწრაფოდ დაიწყეს ხალხის ევაკუირება.

ყოველთვის იყო და იქნება ადამიანი, რომელსაც გაუჩნდება თავში ავადმყოფური იდეა - შეაშინოს ხალხი, მით უფრო, რომ გუშინ 12 სექტემბერი იყო და როგორც ჩანს, წინა დღით ტელევიზიებმა აშშ-ის 11 სექტემბრის ტერაქტის შეხსენებით, ეს იდეა მათ გაუღვივეს. ვფიქრობ, რომ ამ დღეებში იგივე რამ მსოფლიოს ბევრ ქალაქში მოხდა.

კობა ლიკლიკაძე, სამხედრო ექსპერტი:

- ოთხი წელია, პრაღაში ვარ, მაგ შეკითხვებზე პასუხი იმ უწყების თანამშორმლებს მოეთხოვებათ, რომლებსაც თქვენ, საქართველოს მოქალაქეები აფინანსებთ სწორედ იმისათვის, რომ უსაფრთხოება სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი. საერთოდ, ჟურნალისტის საქმე არ არის გაუხსნელი დანაშაულის შეფასება და მის გამოწვევ მიზეზებზე საუბარი, რადგან თავიდან ვერ ავიცილებ სპეკულაციებს და კონსპირაციას. მედიის საქმე არ არის ახალ-ახალი შეთქმულებისა და მითების შექმნა, რითაც ისედაც საკმაოდ დაბინძურებულია ქართული ცნობიერება. ჟურნალისტის მოვალეობა ამ მითების მსხვრევაა.

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია