"თბი­ლის­ში ხმა­უ­რის დო­ნე ნორ­მას 4-ჯერ ა­ჭარ­ბებს"

"თბი­ლის­ში ხმა­უ­რის დო­ნე ნორ­მას 4-ჯერ ა­ჭარ­ბებს"

ხმა­უ­რი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის ბა­ლან­სის ხელ­შემ­შლე­ლი ერ­თ-ერ­თი ფი­ზი­კუ­რი ფაქ­ტო­რი­ა, რო­მელ­საც ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლი­ა. ამი­ტო­მა­ცა­ა, რომ გან­ვი­თა­რე­ბული ქვეყ­ნე­ბის დიდ ქა­ლა­ქებ­ში ხმა­უ­რის დო­ნეს ლა­მის ისე­ვე აკონ­ტრო­ლე­ბენ, რო­გორც გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლებს.

თენ­გიზ კო­ჩი­ნაშ­ვი­ლი, ტექ­ნი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი: - იცით, ხმა­უ­რი რო­გორ მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე? ხმა­უ­რის შე­დე­გად ჩნდე­ბა კუ­ჭის, გულ­-სის­ხლძარ­ღვთა და ნერ­ვუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხმა­ურს შეჩ­ვე­უ­ლია და ყუ­რადღ­ე­ბას არ აქ­ცევს. ჩა­ივ­ლის მან­ქა­ნა სა­ში­ნე­ლი რახ­რა­ხით, შეგ­ვა­წუ­ხებს და უმალ­ვე ვი­ვიწყ­ებთ. ხმა­უ­რი არა მხო­ლოდ თბი­ლი­სის, არა­მედ ყვე­ლა დი­დი ქა­ლა­ქის პრობ­ლე­მა­ა. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამის მო­საგ­ვა­რებ­ლად არ არ­სე­ბობს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქ­ტე­ბი. 2006 წელს შე­ვი­მუ­შა­ვეთ კა­ნო­ნი ხმა­უ­რი­სა და ელექ­ტრო­გა­მოს­ხი­ვე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ის პარ­ლა­მენ­ტმა არ მი­ი­ღო, ალ­ბათ თან­ხე­ბის უქონ­ლო­ბის გა­მო. თბი­ლი­სის პრობ­ლე­მა ძი­რი­თა­დად სატ­რან­სპორ­ტო ხმა­უ­რია - სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო, სარ­კი­ნიგ­ზო და სა­ა­ვი­ა­ცი­ო. ახ­ლა­ხან გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად ექი­მებ­მა და­ად­გი­ნეს ხმა­უ­რის და­საშ­ვე­ბი ნორ­მე­ბი. თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი ხმა­უ­რი კი ნორ­მას 4-ჯერ აჭარ­ბებს. ხმა­უ­რი დე­ცი­ბა­ლებ­ში იზო­მე­ბა. ნორ­მა დღი­სით 55 დე­ცი­ბა­ლი­ა, ღა­მით კი - 45. სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ხმა­უ­რი 20 დე­ცი­ბა­ლით აჭარ­ბებს ნორ­მას, სარ­კი­ნიგ­ზო 15-ით, სა­ა­ვი­ა­ციო ახ­ლა­ხან გა­ზო­მეს ვა­ზი­სუ­ბან­ში და 10 დე­ცი­ბა­ლით აჭარ­ბებს. Gგარ­და ამი­სა, რა­ტომ­ღაც მო­დუ­რი გახ­და მაყუჩებგა­და­კე­თე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბით და მო­ტო­ციკ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბა. ეს კა­ტე­გო­რია სა­ზო­გა­დო­ე­ბას ღა­მის სა­ა­თებ­ში ძა­ლი­ან აწუ­ხებს. ასე­ვე, ხმა­უ­რი­ა­ნია მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ნად­გა­რე­ბი, ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბი და სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბიც, სა­დაც დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით არის მა­ცივ­რე­ბი და კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბი. თბი­ლის­ში ყვე­ლა­ზე მე­ტი ხმა­უ­რი ვა­რა­ზის­ხევ­შია - 78 დე­ცი­ბალი, და­ნარ­ჩენ ქუ­ჩებ­ში კი - 74-76. ხმა­უ­რი ნე­ბის­მი­ერ დი­დი ქა­ლაქ­ში­ა, თუმ­ცა ევ­რო­პა­ში ეს სამ­სა­ხუ­რი კარ­გად მუ­შა­ობს, აქვთ მკაც­რი კა­ნო­ნე­ბი, იქ ტე­ლე­ვი­ზორ­საც კი ვერ ჩარ­თავ ხმა­მაღ­ლა, მე­ზობ­ლე­ბის ყვი­რილ­სა და ხმა­ურ­საც კი აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, მან­ქა­ნა თუ ხმა­უ­რით გა­ივ­ლის, აჯა­რი­მე­ბენ, რკი­ნიგ­ზა ხმა­უ­რის ჩამ­ხშობ 4-მეტ­რი­ან ეკ­რა­ნებ­შია ჩას­მუ­ლი. ვცდი­ლობთ, ეს პრაქ­ტი­კა აქაც დავ­ნერ­გოთ. ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის ქუ­ჩებ­ში ხმა­უ­რის დო­ნე და­ახ­ლო­ე­ბით 65 დე­ცი­ბა­ლი­ა, დი­დი სხვა­ო­ბა არ არის, მაგ­რამ საგ­რძნო­ბი­ა. თბი­ლი­სი-­გო­რის და თბი­ლი­სის შე­მოვ­ლი­თი გზე­ბის მშე­ნებ­ლო­ბი­სას მიგ­ვიწ­ვი­ეს რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ჩვენც გა­ვე­ცით რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, მაგ­რამ მხო­ლოდ ერ­თი ეკ­რა­ნი და­ა­ყე­ნეს სკო­ლას­თან, სხვა არა­ფე­რი გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ათ"...

მაკა ქობალია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია