რით ა­ცვიფ­რე­ბენ ქარ­თვე­ლე­ბი უცხ­ო­ე­ლებს

რით ა­ცვიფ­რე­ბენ ქარ­თვე­ლე­ბი უცხ­ო­ე­ლებს

ბო­ლო ხანს სა­ქარ­თვე­ლოს მთა­სა და ბარ­ში უამ­რავ უცხ­ო­ელს ვხვდე­ბით - ვინ ტუ­რის­ტი­ა, ვინ საქ­მით და­კავ­ში­რე­ბია ჩვენს ქვე­ყა­ნას, ვინ კი­დევ - და­სახ­ლე­ბუ­ლა. უმ­რავ­ლე­სო­ბა კარ­გად გა­ეც­ნო ჩვენს ბუ­ნე­ბას, წეს­-ჩვე­უ­ლე­ბებს და ამი­ტო­მაც ვი­ფიქ­რეთ, გაგ­ვერ­კვი­ა, ქარ­თვე­ლე­ბის რა ტრა­დი­ცი­ე­ბი, რი­ტუ­ა­ლე­ბი მი­აჩ­ნი­ათ უცხ­ო­ელ სტუმ­რებს გან­სა­კუთ­რე­ბით უც­ნა­უ­რად. სა­ქარ­თვე­ლოს ფსი­ქო­ლოგ­თა და ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენტს, ფსი­ქო­ლოგ სო­ფია ვე­რუ­ლაშ­ვილ­საც იმი­ტომ მივ­მარ­თეთ ამ სა­კითხ­ზე სა­სა­უბ­როდ, რომ უცხ­ო­ე­ლებს ძა­ლი­ან ხში­რად მას­პინ­ძლობს და თვი­თო­ნაც სტუმ­რობს:

- ჩვენს წეს­-ჩვე­უ­ლე­ბებ­ში ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო სტუმ­რი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მა, ჩვე­ნი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბაა და ამას უცხ­ო­ე­ლე­ბიც ყო­ველ­თვის აფა­სებ­დნენ, მაგ­რამ ამ ბო­ლო ხანს არა­ერ­თხელ გა­ო­ცე­ბით უთ­ქვამთ ჩემ­თვის უცხ­ო­ე­თი­დან ჩა­მო­სულ სტ­უმ­რებს, რა კონ­ტრას­ტუ­ლე­ბი ხართ ქარ­თვე­ლე­ბი მას­პინ­ძლო­ბი­სას და საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა­სო. უცხ­ო­ე­ლებ­მა მძაფ­რად შე­იგ­რძნეს: რამ­დე­ნა­დაც სან­დო, მი­სა­ღე­ბი, ტო­ლე­რან­ტუ­ლი, გულ­წრფე­ლი და უშუ­ა­ლოა სტუ­მარ­თან ქარ­თვე­ლი, იმ­დე­ნად მძი­მე და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, არამ­ყა­რიც და არა­სან­დოც - საქ­მი­ან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში­ო. ამა­ზე უკ­ვე აქ­ტი­უ­რად ლა­პა­რა­კო­ბენ უცხ­ო­ე­ლე­ბი და ვატყ­ობ, იმედ­გაც­რუ­ე­ბის მო­მენ­ტიც აქვთ. ა­ცვიფ­რებთ ისიც, რა­ტომ ყი­დუ­ლობს უმ­რავ­ლე­სო­ბა ძვი­რად ღი­რე­ბულ მან­ქა­ნებს, რო­დე­საც იცი­ან, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. ერ­თ-ერთ ჩემს უცხ­ო­ელ სტუ­მარს ხში­რად მოჰ­ყავს ასე­თი მა­გა­ლი­თი ქარ­თვე­ლის ბუ­ნე­ბის ამო­საც­ნო­ბი ტეს­ტის­თვის: ვთქვათ, ქარ­თველს 100 ათა­სი დო­ლა­რის და­ნა­ზო­გი აქვს, რამ­დენ­დო­ლა­რი­ან მან­ქა­ნას იყი­დის? ალ­ბათ, 50-60-70-ა­თა­სი­ან­სო. მე რომ ასე­თი და­ნა­ზო­გი მქონ­დეს, 5-ათას­დო­ლა­რი­ან მან­ქა­ნა­ზე ძვირს არაფ­რით ვი­ყი­დი.

- ყო­ფითი რი­ტუ­ა­ლე­ბი­დან, რო­გო­რი­ცაა დაკ­რძალ­ვა, ქორ­წილი და სხვა, რა უფ­რო ეუც­ნა­უ­რე­ბათ?

- ჩვე­უ­ლებ­რივ რი­ტუ­ა­ლებ­ზე არა­ფერს ამ­ბო­ბენ, მაგ­რამ რო­დე­საც დაკ­რძალ­ვი­სას ან საფ­ლა­ვია გა­კულ­ტე­ბუ­ლი, ან ზე­ფიქ­სი­რე­ბა ხდ­ე­ბა გარ­დაც­ვლილ­სა და მის სუ­რათ­ზე ან სხვა­დას­ხვა სიმ­ბო­ლი­კა­ზე, ამას გან­სა­კუთ­რე­ბით ამე­რი­კე­ლე­ბი და ევ­რო­პე­ლე­ბი ნეკ­რო­ფი­ლურ მიდ­რე­კი­ლე­ბად აღიქ­ვა­მენ და აშ­კა­რად ეუც­ნა­უ­რე­ბათ, უკ­ვირთ, რო­ცა იგე­ბენ, რომ ვი­ღა­ცამ ვა­ლით გა­და­ი­ხა­და ქორ­წი­ლი და ასე შემ­დეგ. ისე კი, უცხ­ო­ე­ლი აზი­ე­ლე­ბიც, ევ­რო­პე­ლე­ბიც და ამე­რი­კე­ლე­ბიც გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან ქარ­თვე­ლე­ბის­თვის სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მე­გობ­რო და სა­ნა­თე­საო წრის მნიშ­ვნე­ლო­ბით. უკ­ვირთ და ძა­ლი­ან მოს­წონთ, რო­გორ ვუდ­გა­ვართ ერ­თმა­ნეთს გვერ­დში, რო­დე­საც ვინ­მე გარ­და­იც­ვლე­ბა ან ლხი­ნი გვაქვს, რო­გორ გვაქვს შე­სის­ხლხორ­ცე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბი - ოჯა­ხის კულ­ტი, აო­ცებთ, რო­დე­საც ერთ ჭერ­ქვეშ მცხოვ­რებ ორ და სამ­თა­ო­ბი­ან ოჯა­ხებს ხვდე­ბი­ან, რომ შე­იძ­ლე­ბა დი­დი ბა­ბუ­ის მა­მის შვი­ლიშ­ვილ­თან ისე ურ­თი­ერ­თობ­დე, რო­გორც ღვიძლ ბი­ძაშ­ვილ­თან. მა­გა­ლი­თად, აზი­ელ უცხ­ო­ე­ლებს, მა­გა­ლი­თად, ირა­ნე­ლებს, ინ­დო­ე­ლებს, ჩი­ნე­ლებ­სა და ია­პონ­ელებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მოს­წონთ ეს ელე­მენ­ტი და აგო­ნებთ ღრმა ბავ­შვო­ბას, სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ას.

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია