"ექ­სტრე­მა­ლი" ემიგ­რან­ტე­ბი

"ექ­სტრე­მა­ლი" ემიგ­რან­ტე­ბი

ევ­რო­პის სტა­ტის­ტი­კუ­რი ბი­უ­როს ბო­ლო მო­ნა­ცე­მით, მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვრი­დან სა­ქარ­თვე­ლო იმ ქვეყ­ნე­ბის ათე­ულ­ში­ა, რომ­ლის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც ყვე­ლა­ზე ხში­რად ითხ­ო­ვენ თავ­შე­სა­ფარს ევ­რო­კავ­ში­რის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში; სი­ის სა­თა­ვე­ში რუ­სე­თი, სი­რია და ავ­ღა­ნე­თი­ა. ემიგ­რა­ცი­ის მი­ზე­ზებ­სა და ამ სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე თსუ მიგ­რა­ცი­ის კვლე­ვის ცენ­ტრის მეც­ნი­ერ­-ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი მი­რი­ან ტუ­ხაშ­ვი­ლი და ადა­მი­ა­ნით ვაჭ­რო­ბის მსხვერ­პლთა დაც­ვის ფონ­დის დი­რექ­ტო­რი მა­რი­ნე მეს­ხი გვე­სა­უბ­რე­ბი­ან.

მი­რი­ან ტუ­ხაშ­ვი­ლი: - ყვე­ლა­ზე მე­ტი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი რუ­სეთ­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლ შტა­ტებ­სა და გერმა­ნი­ა­ში­ა. შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი კი უმუ­შევ­რო­ბა­ა. ბო­ლო ხანს ემიგ­რა­ცი­ულ ნა­კად­ში იტა­ლი­ის, ესპანეთის, თურ­ქე­თის, საფ­რან­გე­თი­სა და ბრი­ტა­ნე­თის წი­ლი გა­ი­ზარ­და. დღეს შრო­მით ემიგ­რა­ცი­ა­ში 350 000-დან ნა­ხე­ვარ მილი­ო­ნამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა წა­სუ­ლი. ჩვე­ნი მიგ­რან­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ქვეყ­ნებ­ში დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი­ა: ადგილობ­რი­ვებ­თან შე­და­რე­ბით ანაზღ­ა­უ­რე­ბა მცი­რე­ა, შრო­მის პი­რო­ბე­ბი - უა­რე­სი. ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი, ძი­რი­თა­დად, არალე­გა­ლე­ბი ან ნა­ხევ­რად­ ლე­გა­ლე­ბი არი­ან; არა აქვთ კა­ნო­ნით გან­საზღ­ვრუ­ლი სა­მუ­შაო დრო, ბევრს 10 სა­ათ­ზე მეტ­საც ამუშა­ვე­ბენ. არა­ლე­გა­ლუ­რად საზღ­ვრის გა­დამ­კვეთ­თა წი­ლი შე­და­რე­ბით მცი­რე­ა, რამ­დე­ნი­მე პრო­ცენ­ტამ­დე­ა, რად­გან ამ გზით გა­დას­ვლა სულ უფ­რო საფ­რთხი­ლო ხდე­ბა, ექ­სტრე­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში ვარ­დე­ბი­ან; ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში სატ­რან­ზი­ტო ქვეყ­ნის როლს ხში­რად თურ­ქე­თი ას­რუ­ლებს. უ­მე­ტეს­წი­ლად, ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ში კა­ნო­ნი­ე­რი გზით შე­დი­ან, ზო­გი ტურისტად, ზო­გი მკურ­ნა­ლო­ბის სა­ბა­ბით, ზო­გი ახ­ლო­ბელ­თან სტუმ­რად მიწ­ვე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე და ა. შ. შემ­დეგ კი იმიგრან­ტე­ბი არა­ლე­გა­ლუ­რად საქ­მდე­ბი­ან. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში, მა­გა­ლი­თად, საფ­რან­გეთ­ში და­საქ­მე­ბა ძალ­ზე უჭირთ, ემიგ­რან­ტთა საკ­მაო მა­სა ებ­მე­ბა ქურდო­ბა­ში, გა­მო­ძალ­ვა­ში, ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­ში. ძალ­ზე მცი­რეა იმ ემიგ­რან­ტე­ბის რიცხ­ვი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­დან­ვე შრო­მი­თი კონტრაქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე მი­დი­ან უცხ­ო­ეთ­ში. აქე­დან­ვე ბევ­რი ცრუ დამ­საქ­მე­ბე­ლი შუამავა­ლი ჩნდე­ბა, რო­მელ­თაც ადა­მი­ა­ნე­ბი გაჰ­ყავთ თურ­ქეთ­ში ან სხვა ქვე­ყა­ნა­ში და მცი­რე ანაზღ­ა­უ­რე­ბით ან ზოგ­ჯერ ანაზღ­ა­უ­რე­ბის გა­რე­შეც კი ამუ­შა­ვე­ბენ.

მა­რი­ნე მეს­ხი: - ტრე­ფი­კინ­გის შემ­თხვე­ვე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რი თურ­ქეთ­ში­ა, ამ ქვეყ­ნის სი­ახ­ლო­ვი­სა და უვი­ზო რე­ჟი­მის გამო იქ წაყ­ვა­ნაც უფ­რო ია­ფი­ა. ემიგ­რან­ტე­ბი, ძი­რი­თა­დად, ორი სა­ხის ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლნი ხდე­ბი­ან: შრო­მი­თი და სექ­სუ­ა­ლუ­რი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის. მა­მა­კა­ცე­ბი უფ­რო ხში­რად ხდე­ბი­ან შრო­მი­თი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის მსხვერ­პლი.

არა­ლე­გა­ლუ­რი მარ­შრუ­ტე­ბი

"კლი­ენ­ტე­ბის სა­ბერ­ძნეთ­ში გა­და­საყ­ვა­ნად ძი­რი­თა­დად, თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ას ვი­ყე­ნებთ, ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ბარ­გუ­ლებ­ში სა­მა­ლა­ვე­ბი გვაქვს მოწყ­ო­ბი­ლი, ზო­გი­ერთს ურ­ჩევ­ნი­ა, თურ­ქე­თი­დან სა­ბერ­ძნეთ­ში ზღვით გა­და­ვი­დეს, ისი­ნი ნა­ვე­ბით ან კატე­რე­ბით გა­დაგ­ვყავს რო­მე­ლი­მე კუნ­ძულ­ზე. ეს ყვე­ლა­ფე­რი 2000-3000 ევ­რო ჯდე­ბა, ნაკ­ლე­ბად რის­კი­ა­ნი მარ­შრუ­ტე­ბი უფრო ძვი­რი­ა, რად­გან ბერ­ძე­ნი გამ­ცი­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ტე­რი­ტო­რი­ას კარ­გად იც­ნო­ბენ, მეტს ითხ­ო­ვენ... ეგ­ვიპ­ტეს­თან გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი სა­ვი­ზო რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში, სა­ნამ სი­ტუ­ა­ცია ასე და­ი­ძა­ბე­ბო­და, ქარ­თვე­ლე­ბი აქე­დან მე­ზო­ბელ ის­რა­ელ­ში გა­დას­ვლას ცდი­ლობ­დნენ, ქარ­თვე­ლი არა­ლე­გა­ლე­ბი პო­ლო­ნეთ­ში გა­და­სას­ვლე­ლად ხში­რად იყე­ნე­ბენ ბე­ლო­რუ­სის ტერიტორი­ას, ახ­ლა­ხან საზღ­ვარ­თან მი­წის­ქვე­შა გვი­რა­ბიც გათხ­ა­რეს", გვითხ­რა ერ­თ-ერ­თი დამ­საქ­მე­ბე­ლი ფირ­მის წარმომად­გე­ნელ­მა.

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია