გიორგი მარგველაშვილი - თუ მოვიგებთ ძლიერად, ქვეყანა განვითარდება ძლიერად

გიორგი მარგველაშვილი - თუ მოვიგებთ ძლიერად, ქვეყანა განვითარდება ძლიერად

კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში საარჩევნო შტაბი გახსნა. შტაბს აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ირაკლი ჭეიშვილი უხელმძღვანელებს. საპრეზიდენტო კანდიდატმა ძველი ბათუმის ტერიტორიაზე საარჩევნო შტაბთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა და აღნიშნა, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაციები ხშირ შემთხვევაში ინსცენირებულია.

"ვხედავთ, ყოველდღე რაზე არის საუბარი მედიაში. რა თემების წამოწევა ხდება. ეს თემები თავიდან ბოლომდე ვხვდებით, რომ არის ინსცენირებული. დღეს მთელი გადაცემა მიუღძვნეს ევრაზიის კავშირის თემას. ამაზე ღრმა წიაღვსვლებია, ოღონდ შიში და ეჭვი დათესონ. გუშინ კახი კალაძე აძლევდა ინტერვიუს თვითმფრინავის თემაზე, ეს ანეკდოტია. მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა, რომ მთავარი გზიდან გადაგვიყვანონ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობაში, განათლების სისტემასა და საგარეო კურსში ქვეყანას სერიოზული წარმატებები აქვს.

"ზუსტად ვიცი, ბათუმში ვინ როგორ დადის და რის თაობაზე ლაპარაკობენ ეს ტურები, რა ეჭვებს და ჭორებსაც ნერგავენ. თითოეულ ასეთ ტურს, რომელიც რუსეთის "ოხრანკის" ფორმატით მუშაობს, გამოყვანა უნდა მოხდეს სუფთა წყალზე და ხალხისთვის ჩვენება, რომ ეს ასე არ არის. დამთავრდა ის დრო, როცა ეჭვს დანერგავდნენ და ერთმანეთს გადაგვკიდებენ. ეს ბრძოლა გადადის თქვენზე. ხედავთ, რა სიტუაციაა მედიასა და სხვა სფეროებში, შეგვიძლია მართალი სიტყვის გატანა, მაგრამ არ მიდის პოლემიკა, არავინ არ გვეკამათება, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამა ცუდი გავაკეთეთ. არ გვეკამათებიან, რომ სახელმძღვანელოები სკოლის მოსწავლეებს რომ ურიგდებათ ცუდია, საგარეო კურსში რომ უზარმაზარი წარმატება გვაქვს, ამაზე ღიად ვერავინ გვიპირისპირდება.

გვიპირისპირდებიან ჭორით და ამ ჭორის გაქარწყლება, ცენტრალური მედიით ძალიან რთულია, ამის შესაძლებლობა აქვს იმ ადამიანებს, რომლებსაც ავტორიტეტი გააჩნია. ეს არის სერიოზულად მოსაგები ბრძოლა. თუ მოვიგებთ სუსტად, ქვეყანა განვითარება სუსტად, თუ მოვიგებთ ძლიერად, ქვეყანა განვითარდება ძლიერად", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

შტაბის გახსნას კოალიციის მხარდამჭერებთან ერთად, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები კახი კალაძე, არმაზ ახვლედიანი, მურმან დუმბაძე, არჩილ ხაბაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა