რო­დის გა­იზ­რდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში პენ­სია 500 ლა­რამ­დე

რო­დის გა­იზ­რდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში პენ­სია 500 ლა­რამ­დე

სექ­ტემ­ბრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხელ­მწი­ფო პენ­სი­ის ოდე­ნო­ბა 125 ლა­რი­დან 150 ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა. სო­ცი­ა­ლუ­რი დახმარება ეზ­რდე­ბათ შეზღ­უ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რებს, მარ­ჩე­ნალ­და­კარ­გულ ოჯა­ხებს და სხვებ­ს. რა რესურ­სი აქვს სა­ხელ­მწი­ფოს ამ თან­ხის გა­სა­ცე­მად? - ამ სა­კითხ­ის გან­ხილ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევრს, დარგობრი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე თე­მურ მა­ი­სუ­რა­ძეს ვთხოვეთ.

-  ბა­ტო­ნო თე­მურ, ხომ არ გა­მო­იწ­ვევს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ამ რა­ო­დე­ნო­ბის ფუ­ლის გა­ცე­მა ინ­ფლა­ცი­ურ პრო­ცე­სებს?

-  ის, რომ პენ­სი­ე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბი იზ­რდე­ბა, კარ­გი­ა, მაგ­რამ სა­ხელმ­წი­ფო­სათ­ვის ეს ძა­ლი­ან რთუ­ლია იმიტომ, რომ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს შე­მო­სა­ვა­ლი არც ისე დი­დია - და­საქ­მე­ბულ პირ­თა მი­ერ გა­დახ­დი­ლი სა­შე­მო­სავ­ლო გადასა­ხა­დი ვე­რა­ნა­ი­რად ვერ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მი­ერ გა­სა­ცე­მი თან­ხის ოდე­ნო­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სახელმწი­ფო­ში უნ­და და­საქ­მდეს რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ადა­მი­ა­ნი, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი მო­ქა­ლა­ქე უნ­და გახ­დეს საშემოსავლო გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლი და მა­შინ ეს პრობ­ლე­მაც აღარ გვექ­ნე­ბა. რო­ცა ქვე­ყა­ნა­ში და­საქ­მე­ბულ­თა რაოდენო­ბა მო­ი­მა­ტებს და ნაკ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს კი­სერ­ზე, მა­შინ პენ­სი­აც გა­იზ­რდე­ბა და არა 240, ან 250 ლა­რამ­დე, არა­მედ 400 და 500 ლა­რამ­დეც კი.

-  ით­ქვა, რომ პენ­სი­ის მა­ტე­ბა 681 392 პენ­სი­ო­ნერს შე­ე­ხე­ბა, ეს რიცხ­ვი 25-ზე რომ გა­ვამ­რავ­ლოთ, საკ­მა­ოდ დიდ ციფრს მი­ვი­ღებთ, რა რე­სურ­სი აქვს სა­ხელ­მწი­ფოს სა­ა­მი­სოდ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი?

-  თან­ხა, რო­მე­ლიც ბი­უ­ჯე­ტი­დან უნ­და გა­ვი­დეს, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­უშ­ლის ხელს იმ ეკო­ნო­მი­კურ თუ სა­სოფ­ლო-­სა­მე­ურ­ნეო პროგ­რა­მებს, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც და­გეგ­მი­ლი გვაქვს. ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის უფ­რო მე­ტად გაზ­რდა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო.­ ქვეყ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი მაქ­სი­მუ­მი, რომლის გა­კე­თე­ბაც შე­იძ­ლე­ბო­და. მი­მაჩ­ნი­ა, რომ უფ­რო მე­ტი თან­ხის გა­ცე­მა შე­საძ­ლო­ა, მარ­თლაც გახ­დეს სე­რი­ო­ზუ­ლი ინფლა­ცი­ის წყა­რო და რთუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბიც გა­მო­იწ­ვი­ოს.

-  სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა ეზ­რდე­ბათ პო­ლიტ­რეპ­რე­სი­ე­ბის მსხვ­ერ­პლად აღი­ა­რე­ბულ პი­რებ­საც. ვინ იგუ­ლის­ხმე­ბა ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში?

-  ყვე­ლა, ვი­საც ეს სტა­ტუ­სი აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. შე­საძ­ლოა ვი­ღაც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის დრ­ოს გახ­და პოლიტიკური რეპ­რე­სი­ე­ბის მსხვერ­პლი, ვი­ღაც კი - უფ­რო ადრე.

ცნობისთვის: გარ­და ასა­კო­ვა­ნი პენ­სი­ო­ნე­რე­ბი­სა, პენ­სია ეზ­რდე­ბათ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­მო­ხა­ტუ­ლი შეზღ­უ­დუ­ლი შესაძლებლო­ბე­ბის პი­რებს - 70 ლა­რი­დან 100 ლა­რამ­დე. შეზღ­უ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბი­სა და ბავშვობიდან შეზღ­უ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა პენ­სი­აც 70 ლა­რი­დან 100 ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა. მარჩენალდაკარგუ­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი პა­კე­ტი 55 ლა­რი­დან გა­იზ­რდე­ბა 100 ლა­რამ­დე. პო­ლი­ტი­კუ­რი რეპრესიე­ბის მსხვერ­პლად აღი­ა­რე­ბულ პირ­თა სო­ცი­ა­ლუ­რი პა­კე­ტი კი - 62 ლა­რი­დან იზ­რდე­ბა 107 ლა­რამ­დე. ხო­ლო სახელმწი­ფო კომპენსა­ცი­ე­ბი და აკა­დე­მი­უ­რი სტი­პენ­დია 272 ლა­რი­დან 292 ლა­რამ­დე მო­ი­მა­ტებს.

ლარ­ზე გა­და­ან­გა­რი­შე­ბით, ეს­ტო­ნეთ­ში პენ­სია 660 ლა­რი­ა, ყა­ზა­ხეთ­ში - 585, რუ­სეთ­ში - 438 ლა­რი, ხო­ლო აზერ­ბა­ი­ჯან­ში - 303 ლა­რი. აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნებ­ზე, სა­დაც პენ­სი­ე­ბი ჩვენ­თან შე­და­რე­ბით "კა­ტას­ტრო­ფუ­ლად" მა­ღა­ლი­ა: და­ნი­ა­ში, მა­გა­ლი­თად, პენ­სი­ო­ნე­რის შე­მო­სა­ვა­ლი თვე­ში 2 800 დო­ლა­რი­ა, აშ­შ-ში - 1 164, ხო­ლო ფი­ნეთ­ში - 1 344 ევ­რო.

ესაუბრა ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია