სოსო პავლიაშვილი ადუაშვილის საქმეზე პირველად ალაპარაკდა - "15-20 წელი წამალზე იჯდა"

სოსო პავლიაშვილი ადუაშვილის საქმეზე პირველად ალაპარაკდა - "15-20 წელი წამალზე იჯდა"

მომღერალი სოსო პავლიაშვილი საკუთარი მეგობრის, ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე ტელეკომპანია НТВ-ს გადაცემა Ты не поверишь!-ში პირველად ალაპარაკდა. ბიზნესმენის ნათესავებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ადუაშვილის მკვლელობა პავლიაშვილმა დაუკვეთა.

"ის წყნარი ადამიანი იყო, 15-20 წლის განმავლობაში წამალზე იჯდა. იგი (ვახტანგ ჩხაპელია) ამბობს, რომ მისი ცემა სურდა და არა მოკვლა. ვიღაცამ ამით ისარგებლა და მახე დაუგო”, - ამბობს პავლიაშვილი გადაცემა Ты не поверишь!-ში.

მომღერლის თქმით, გარდაცვლილის ნათესავები ”დაამუშავეს”.

ისინი ამბობდნენ, რომ სოსოს ავთოსთან ერთად ნავთობისა და გაზის ბიზნესი ჰქონდა და არა მხოლოდ ნავთობისა და გაზის, ასევე ხორცისა და ცემენტის. ჩვენ საერთო ბიზნესი გვქონდა. მე დამოუკიდებლად ბიზნესი არ მქონია. მე რომ საკუთარი ბიზნესი მქონდეს, ნუთუ თვეში 25-30 საკონცერტო გამოსვლა დამჭირდებოდა? 15 თვითმფრინავის გამოცვლა თვეში - ეს რაში მჭირდება?

მოკლულის ახლობლებმა ყველაფერი ისე მოატრიალეს, თითქოს მე მათი ვალიც მაქვს. ძალიან ბევრი მომენტი იყო, როდესაც მათ ჩემგან კონკრეტულად ფული სურდათ”, - განაცხადა სოსო პავლიაშვილმა.

НТВ- თბილისში იმის გასარკვევად ჩამოვიდა, რაში ადანაშაულებენ რუსეთში მოღვაწე ცნობილ ქართველ მომღერალს ბავშვობის მეგობრის ოჯახის წევრები. ერთ ეზოში დაბადებული ბიჭები - ავთანდილ ადუაშვილი და სოსო პავლიაშვილი ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ. მერე სოსო მოსკოვში წავიდა და ვარსკვლავი გახდა, მისმა მეგობარმა კი თბილისში რესტორნების ქსელი გახსნა და თავის ბიზნესში ცნობილი მომღერალი მიიწვია.

2012 წლის ნოემბერში თბილისში, საკუთარ მანქანაში ავთანდილ ადუაშვილი მოკლეს. ბიზნესმენის ნათესავებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ მისი სიკვდილი პავლიაშვილმა დაუკვეთა. სავარაუდო მკვლელი რამდენიმე დღეში დააკავეს. ის სოსო პავლიაშვილის სიძე, ვახტანგ ჩხაპელია აღმოჩნდა. დაკითხვაზე მან განაცხადა, რომ მკვლელობა პავლიაშვილმა შეუკვეთა, თუმცა შემდეგ ჩვენება შეცვალა. თავად მომღერალი დარწმუნებულია, რომ მისი სიძის მკვლელობის საქმეში გარევა ვიღაცას ხელს აძლევდა და ის, უბრალოდ, მსხვერპლია.

ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. პროკურატურის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ის უახლოეს პერიოდში დაკითხონ.

იხილეთ ვიდეო: "15-20 წელი წამალზე იჯდა"... - სოსო პავლიაშვილი ადუაშვილის საქმეზე პირველად ალაპარაკდა

იხილეთ ასევე: ადუაშვილის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ