საქართველოს პრეზიდენტმა მყინვარწვერის დალაშქვრისას ყბა დაიზიანა?

საქართველოს პრეზიდენტმა მყინვარწვერის დალაშქვრისას ყბა დაიზიანა?

უკვე ერთი კვირაა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა მყინვარწვერზე ჩვენი ქვეყნის ხუთჯვრიანი დროშა ააფრიალა და ამით ძალიან ამაყობს. მთის ბოლო მონაკვეთზე ასვლის შთაბეჭდილებები და სპეციალური ტექნიკის გამოყენების წარმატებული მცდელობა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას მყინვარწვერზე ჩაწერილი ვიდეოთი გაუზიარა, რომელიც სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მისსავე გვერდზე განათავსა. ვიდეომასალაში მიხეილ სააკაშვილი ხაზს უსვამს, რომ დასახული მიზნის მიღწევა "გზის სირთულის" მიუხედავად მაინც შეძლო, მის შესაძლებლობაში ნაკლებად დარწმუნებული ადამიანების მისამართით კი რიტორიკულ კითხვას სვამს: "ვინ თქვაб რომ ვერ ავალთო?". როგორც აღმოჩნდა, საქართველოს პრეზიდენტის მყინვარწვერზე "გასეირნება" მართლაც სირთულეებით იყო სავსე და როგორც "ამბები.გე"-ს მწვერვალის მოლაშქრეთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა განუცხადა, მას "ეს აკვიატება კინაღამ ძვირად დაუჯდა".

ჯგუფის წევრის ინფორმაციით, მყინვარწვერზე ასვლისას საქართველოს პრეზიდენტი დაცურდა და ისე დაეცა, რომ ყბა დაიზიანა. მისივე განმარტებით, მწვავე ტკივილის გამო ჯგუფს გარკვეული დროით "იძულებით შესვენება" მოუწია, თუმცა საბოლოოდ, მიხეილ სააკაშვილმა გზის გაგრძელება შეძლო და შედეგად, როგორც თავშიც აღვნიშნეთ, მყინვარწვერზე საქართველოს ხუთჯვრიანი დროშაც ააფრიალა.

ის, რომ პრეზიდენტს მწვერვალის დალაშქვრისას ყბა "წესრიგში" არ ჰქონდა, "ფეისბუქში" გავრცელებულ უკვე აღნიშნულ ვიდეოჩანაწერშიც ადვილი შესამჩნევია. მიხეილ სააკაშვილს სახე აშკარად შესიებული აქვს და კარგად ჩანს, რომ მას საუბარიც უჭირს.

მიხეილ სააკაშვილმა მყინვარწვერზე ასვლა მეორე მცდელობის შემდეგ შეძლო. 5047 მეტრის დასაპყრობად ქვეყნის პირველი პირი წარმომადგენლობით ჯგუფთან ერთად 8 სექტემბერს გაემგზავრა და მიზნამდე მისაღწევად ფეხით 18 კილომეტრი იარა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია