რა უთხრა ვანო მერაბიშვილის მამას პრეზიდენტმა სტუმრობისას

რა უთხრა ვანო მერაბიშვილის მამას პრეზიდენტმა სტუმრობისას

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის მამა სერგო მერაბიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სტუმრობის თემაზე გაზეთ "ალიას" ესაუბრა.

"მოგვინახულა, მოგვიკითხა, დაინტერესდა, როგორ ვართ და მალევე წავიდა... პრეზიდენტმა რა იცის ჩემი შვილის შესახებ? ადვოკატები გვაცნობენ ხოლმე ვანოს ამბავს", - აღნიშნა სერგო მერაბიშვილმა.

სერგო მერაბიშვილი ამბობს, რომ შვილთან მისი დაპატიმრების შემდეგ არ უსაუბრია და როგორც მშობელი, ვაჟს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

"აბა, ახლა შვილზე ვინ იტყვის, დამნაშავეაო? რასაც ამბობენ მისი ადვოკატები, მეც მათ ვეთანხმები. მე იურისტი არ ვარ და არც საქმის კურსში ვარ არაფრის", - განაცხადა სერგო მერაბიშვილმა.

16 სექტემბერს პრეზიდენტმა ახალციხეში ვანო მერაბიშვილის მშობლები მოინახულა.

იხილეთ ასევე: პრეზიდენტსა და ახალციხელებს შორის შელაპარაკება მოხდა

პრეზიდენტმა ვანო მერაბიშვილის ოჯახი მოინახულა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია