როგორ აფასებენ ცნობილი სახეები ციხის კადრებს მათი გავრცელებიდან ერთი წლის შემდეგ

როგორ აფასებენ ცნობილი სახეები ციხის კადრებს მათი გავრცელებიდან ერთი წლის შემდეგ

18 სექტემბერს ერთი წელი ხდება იმ მძიმე დღიდან, რომელმაც ქართული პოლიტიკური ცხოვრება ერთიანად შეცვალა. საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ტელევიზიით ციხეში პატიმრების წამების საზარელი კადრები გავრცელდა. საღამოს ვიდეოების სერია არ წყდებოდა და ტელევიზიები ერთიმეორის მიყოლებით გვაჩვენებდნენ, რა ხდებოდა რეალურად ციხეებში.

იმ ღამეს მთელმა საქართველომ გაათენა. ადამიანების დიდი ნაწილი ქუჩაში გამოვიდა. ზოგი მათგანი გლდანის ციხესთან მივიდა. პატიმრების ოჯახის წევრები საკუთარი შვილების, მეუღლეების, მამების ნახვას ითხოვდნენ. ბოლოს კი ყველა ერთად ფილარმონიასთან შეიკრიბა, სადაც მიუზიკლ "ვერის უბნის მელოდიებზე" დასასწრებად პრეზიდენტი იმყოფებოდა. მიუზიკლი ჩაიშალა და ქუჩები უამრავმა ადამიანმა მოიცვა. ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით. მაშინ გაჩნდა ახალი რევოლუციური ფრაზები: "გლდანტანამო", "ცოცხების რევოლუცია", "სისტემა უნდა დაინგრეს"... "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების გარდა, დაბნეულები ჩანდნენ მათი დეპუტატებიც. ამ მძიმე თემაზე კომენტარის გაკეთებას ყველა თავს არიდებდა.

დღეს ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ადამიანიც კი ვერ უარყოფს, რომ ციხის კადრების გავრცელებამ "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა რაოდენობა გაზარდა. ხალხი არსებული ხელისუფლების შესაცვლელად ყველაფერზე თანახმა იყო. არჩევნებზე წავიდნენ ისეთი ამომრჩევლებიც, რომელთაც პოლიტიკა არასოდეს აინტერესებდა და იმ დრომდე არც საარჩევნო ყუთთან მისულან.

მალე გამარჯვების ეიფორიამ გადაიარა, პატიმრების წამებაში დადანაშაულებული ციხის თანამშრომლების ნაწილი დააკავეს, ზოგი უკვე გარეთ არის, ზოგიც ჯერ კიდევ იძებნება. ამბობენ, რომ მწამებლების გარკვეული ნაწილი დღემდე რჩება პენიტენციურ სისტემაში, მაგრამ პატიმრებს ძველებურად აღარ ექცევიან.

სწორედ ამ კადრებმა განაპირობა არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნების" მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი ამინისტია. პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რამდენიმე ათასი პატიმარი გარეთ გამოვიდა.

18 სექტემბერს გავრცელებულმა კადრებმა ერთი ისეთი ადამიანი გახადა პოპულარული, რომელმაც წამების კადრების ნაწილი საკუთარი ხელით გადაიღო და შემდეგ სისტემიდან გამოიტანა. გავრცელებასა და საზღვარგარეთ გადატანაში ჟურნალისტ ირმა ინაშვილის გარდა, მას კიდევ რამდენიმე ადამიანი დაეხმარა. ლადო ბედუკაძე დღეს ზოგისთვის გმირია, ზოგისთვის - ანტიგმირი და მწამებელი...

ვიდეოების გავრცელებიდან რამდენიმე დღეში შოკიდან გამოსული "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა კადრების ნამდვილობა ეჭვქვეშ დააყენეს. გაჩნდა ვერსიები, რომ წამების კადრების ნაწილი სპეციალურად "ქართული ოცნების" დაკვეთით დაიდგა. დღემდე არჩევენ ცოცხის სცენის სინამდვილეს, თუმცა ხალხის დიდ ნაწილს ეს უკვე აღარ აინტერესებს. მათი აზრით, სისტემა დანგრეულია და ახლა ახალი მთავრობისგან დაპირებების შესრულებას ელიან.

რა გავლენა მოახდინა ქვეყანაზე გასული წლის 18-მა სექტემბერმა, აზრი საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს, ჟურნალისტ გიორგი ქორქიას და მუსიკოს ზაზა ხუციშვილს ვკითხეთ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია