ქარ­თვე­ლი "მერ­ლინ მენ­სო­ნი"

ქარ­თვე­ლი "მერ­ლინ მენ­სო­ნი"

20 წლის სან­დრო გო­თუ­რი სუბ­კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და მერ­ლინ მენ­სო­ნის ფა­ნი­ა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ის ფი­ზი­კუ­რა­დაც ძა­ლი­ან ჰგავს ამე­რი­კელ მუ­სი­კოსს. ახალ­გაზ­რდა "მენ­სონს" ნამ­დვი­ლად არ უჭირს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღ­ე­ბის ცენ­ტრში მო­ქ­ცევა. მი­სი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯი ნა­წილს აღაშ­ფო­თებს, ნა­წილს კი აღაფ­რთო­ვა­ნებს. ამ­ბობს, რომ ორი­გი­ნა­ლუ­რი სტი­ლის გა­მო დღი­სით ქუ­ჩა­ში გასვ­ლა უჭირს, ამი­ტომ მი­სი "დღე" ძი­რი­თა­დად სა­ღა­მოს იწყ­ე­ბა.

- ბავ­შვო­ბი­დან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. სკო­ლა­ში ყვე­ლას­გან გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი. ჩაც­მი­სა და ვარ­ცხნი­ლო­ბის ჩე­მი სტი­ლი მქონ­და, რის გა­მოც მუდ­მივ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ვაწყ­დე­ბო­დი, ამი­ტომ სკო­ლა არა­სო­დეს მყვა­რე­ბი­ა. სა­ერ­თოდ ჩა­კე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, ძნე­ლად ვურ­თი­ერ­თობ სხვებ­თან, ჩემ­თვის მშვი­დად ცხოვ­რე­ბა მირ­ჩევ­ნი­ა, რად­გან მე ჩე­მი სამ­ყა­რო მაქვს.

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, გო­თე­ბი მოწყ­ე­ნი­ლი და უხა­სი­ა­თო ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან...

- მუ­დამ მოწყ­ე­ნი­ლი და აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არ არი­ან. მა­თაც უხა­რი­ათ, უყ­ვართ და სტკი­ვათ, მაგ­რამ არ გა­მო­ხა­ტა­ვენ, ერ­თი შე­ხედ­ვით უე­მო­ციო და ცი­ვე­ბი არი­ან. მათ არ სურთ თა­ვი­ანთ ცხოვ­რე­ბა­ში ვინ­მე ზედ­მე­ტად ჩა­ე­რი­ოს. ჩვენ, გო­თე­ბი, იდი­ლი­ას სა­კუ­თარ თავ­თან მარ­ტო ყოფ­ნა­ში ვპო­უ­ლობთ. არ ვართ აგ­რე­სი­უ­ლე­ბი, თუმ­ცა არც პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვის გვე­ში­ნი­ა. გო­თებ­მა თა­ვის დრო­ზე პრო­ტეს­ტი გა­მო­უცხ­ა­დეს ფე­რად სამ­ყა­როს, ჩვენ გვიყ­ვარს ბევ­რი ფიქ­რი, რად­გან ასე უკეთ შე­ვიც­ნობთ სა­კუ­თარ თავს.

- რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტე, ფსევ­დო­ნი­მად "მენ­სო­ნი" გქო­ნო­და?

- მერ­ლინ მენ­სონს ძა­ლი­ან ვგა­ვარ და არა მარ­ტო გა­რეგ­ნუ­ლად. ხში­რად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბიც აღ­ნიშ­ნა­ვენ ჩვენს მსგავ­სე­ბას. ვა­ფა­სებ მას, რო­გორც უნი­ჭი­ე­რეს არ­ტისტს და მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლავს, მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბის დი­დი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ვარ, მიყ­ვარს მი­სი მუ­სი­კა და მხატ­ვრო­ბა. სა­კუ­თარ თავს მენ­სო­ნის ფა­ნად არ მი­ვიჩ­ნევ, ვფიქ­რობ, უფ­რო მე­ტი ვარ, ვიდ­რე ფა­ნი. ჩე­მი აზ­რით, მე და მენ­სონს ბევ­რი სა­ერ­თო გვაქვს: ხა­სი­ა­თი, მი­მი­კე­ბი, მა­ნე­რე­ბი, ვხა­ტავ, მეც ვო­კა­ლის­ტი ვარ და მეც 20 წლის ასაკ­ში ვიწყ­ებ კა­რი­ე­რას, ვმღე­რი მის ქა­ვე­რებს. იმე­დი­ა, მეც მას­სა­ვით წარ­მა­ტე­ბუ­ლი გავ­ხდე­ბი. თუმ­ცა არ მინ­და ვინ­მეს ეგო­ნოს, რომ მის შეც­ვლას ვა­პი­რებ - ის გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი­ა. მენ­სო­ნი ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი­ა. მან ჩე­მი თა­ვი მა­პოვ­ნი­ნა. ალ­ბათ ბევრს გა­უჩ­ნდე­ბა კითხ­ვა - სად გო­თი­კა და სად მენ­სო­ნი? მაგ­რამ გო­თე­ბი მხო­ლოდ გო­თურ მუ­სი­კას არ უს­მე­ნენ. სხვა­თა შო­რის, მენ­სონს მუ­სი­კა­შიც და იმიჯ­შიც აქვს გო­თუ­რი ელე­მენ­ტე­ბი.

- მენ­სო­ნი­ვით ნეკ­ნე­ბის ამოც­ლა­საც ხომ არ აპი­რებ?

- (ი­ცი­ნის) ეს კითხ­ვა მა­ღი­ზი­ა­ნებს, ვი­საც მენ­სო­ნის სა­ხე­ლი გა­უ­გი­ა, პირ­ველ რიგ­ში ამ­ბობს, ფუ, ეს ის არ არის, ნეკ­ნე­ბი რომ ამო­ი­ღო­ო? სი­ნამ­დვი­ლე­ში კი არ იც­ნო­ბენ მის ბი­ოგ­რა­ფი­ა­სა და გან­ვლილ ცხოვ­რე­ბას. ეს მხო­ლოდ ბინ­ძუ­რი ჭო­რი­ა. მენ­სონს ნეკ­ნე­ბი არ ამო­უ­ღია და მი­მაჩ­ნი­ა, რომ ამას და­ბა­ლი ინ­ტე­ლექ­ტის ადა­მი­ა­ნე­ბი იგო­ნე­ბენ. მენ­სო­ნი სკან­და­ლუ­რი და ეპა­ტა­ჟუ­რი ადა­მი­ა­ნია და ამი­ტომ მას­ზე გა­მო­გო­ნი­ლი ჭო­რე­ბის და­ჯე­რე­ბაც ად­ვი­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

- ეპა­ტა­ჟუ­რო­ბას არც შენ უჩი­ვი, ყო­ველ­თვის მა­კი­ა­ჟით და­დი­ხარ?

- თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ყო­ველ­თვის მა­კი­ა­ჟით სი­ა­რუ­ლი შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა. სხვა­თა შო­რის, მა­კი­აჟს თვი­თონ ვი­კე­თებ, ეს ცალ­კე ხე­ლოვ­ნე­ბაა და ამას დიდ დროს ვან­დო­მებ.

- გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯის გა­მო ალ­ბათ მუ­დამ ყუ­რადღ­ე­ბის ცენ­ტრში ხარ...

- დი­ახ, ქუ­ჩა­ში დღის სა­ა­თებ­ში გას­ვლას ვე­რი­დე­ბი, რად­გან ძა­ლი­ან გა­მო­ვირ­ჩე­ვი მა­სისგან, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არ უყ­ვართ. აქ თუ ორი­გი­ნა­ლუ­რად და­დი­ხარ, და­ცინ­ვის ან, უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში, შე­უ­რაცხ­ყო­ფის ობი­ექ­ტი ხდე­ბი, რაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო­ა. რო­გორც კი ხალ­ხში გა­ვალ, მეს­მის შე­უ­რაცხ­მყო­ფე­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბი, არა­და, მე მაქვს ჩე­მი სტი­ლი, რო­მე­ლიც არა­ვის უშ­ლის ხელს. სა­ზო­გა­დო­ე­ბას მე ვერ შევ­ცვლი, ამი­ტომ ვცდი­ლობ, მო­ვე­რი­დო, ჩე­მი "დღე" სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში იწყ­ე­ბა. ძი­რი­თა­დად, ღა­მის ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მაკა ქობალია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია