პი­ა­რის ექ­სპერ­ტი: "ჩვენს ამომ­რჩე­ველს უფ­რო მძაფ­რი ემო­ცია სჭირ­დე­ბა"

პი­ა­რის ექ­სპერ­ტი: "ჩვენს ამომ­რჩე­ველს უფ­რო მძაფ­რი ემო­ცია სჭირ­დე­ბა"

ადა­მი­ა­ნე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად არ­ჩევ­ნე­ბის წინ და ნა­დი­რო­ბის შემ­დეგ იტყ­უ­ე­ბი­ა­ნო, ამ­ბობ­და ერ­თი ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ამომ­რჩე­ველ­მა 5 წლით ქვეყ­ნის მე­ოთხე პრე­ზი­დენ­ტი უნ­და აირ­ჩი­ოს, თან­და­თან იკ­რებს ტემპს. მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­სა და თა­ვი­სე­ბუ­რებ­აზე პი­არ­ექ­სპერ­ტი, სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო "პე­რი­ტუს გრუ­პის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ელ­დარ პირ­მი­საშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- მიმ­დი­ნა­რე კამ­პა­ნია წი­ნა კამ­პა­ნი­ის­გან პი­არ­ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით, დი­დად არ გან­სხვავ­დე­ბა, ესეც ერ­თგვა­რი სვლაა - ამომ­რჩე­ველს აწ­ვდი­ან იმას, რა­საც შეჩ­ვე­უ­ლი­ა, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გზას არ ცვლი­ან; გან­სხვა­ვე­ბა ის არის, რომ ეს კამ­პა­ნია ნაკ­ლე­ბად აგ­რე­სი­უ­ლი და ნაკ­ლე­ბად ემო­ცი­უ­რი­ა, რაც კან­დი­და­ტე­ბის­თვის არ­ცთუ მომ­გე­ბი­ა­ნი­ა, რად­გან ქარ­თველ ამომ­რჩე­ველს, რო­გორც წე­სი, მე­ტი ემო­ცი­ა, მუხ­ტი სჭირ­დე­ბა არ­ჩე­ვა­ნის გა­სა­კე­თებ­ლად, მე­ტი აქ­ტი­ვო­ბა, რაც კან­დი­და­ტებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბას და­ა­ნახ­ვებს; მხო­ლოდ შეხ­ვედ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, ის­იც, ძი­რი­თა­დად, რა­ი­ო­ნებ­ში, ბევ­რი არაფ­რის მომ­ტა­ნი­ა; ყვე­ლა კან­დი­და­ტი ერ­თნა­ი­რად, სტან­დარ­ტუ­ლად ჩაც­მუ­ლი, სა­და კოს­ტიუმ­ში გა­მოწყ­ო­ბი­ლი გა­მო­დის, ამომ­რჩე­ველს ხელს არ­თმევს, ეკითხ­ე­ბა და მე­რე იწერს, რა პრობ­ლე­მე­ბი აქვთ. შე­საძ­ლო­ა, კამ­პა­ნი­ა­ში ერ­თგვა­რი მუხ­ტი სა­ტე­ლე­ვი­ზიო დე­ბა­ტებ­მა შე­ი­ტა­ნოს, რა­საც ად­რე ნაკ­ლე­ბი ყუ­რადღ­ე­ბა ექ­ცე­ო­და და რაც ამე­რი­კუ­ლი მო­დე­ლი­ა, იქ დე­ბა­ტე­ბი გა­დამ­წყვეტ როლს თა­მა­შობს ამომ­რჩევ­ლის არ­ჩე­ვან­ში. ჩვენ­ში კი კამ­პა­ნი­ას ხში­რად ამა თუ იმ პო­ლი­ტი­კო­სის თა­ვი­დან­ვე შექ­მნი­ლი იმი­ჯი უფ­რო გა­ნა­პი­რო­ბებს. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში ეს, რო­გორც პი­არტექ­ნო­ლო­გე­ბი ვუ­წო­დებთ, ორ­თქლმავ­ლის პრინ­ცი­პია - მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ლო­კო­მო­ტი­ვი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­ა; სა­გუ­ლის­ხმო­ა, რომ და­ვით ბაქ­რა­ძემ ახ­ლა­ხან კლი­პი შეც­ვა­ლა, ჯერ სა­კუ­თა­რი თა­ვის გაც­ნო­ბა­ზე იმუ­შა­ვა და მე­რე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კრი­ტი­კა­ზე გა­და­ვი­და, რაც წი­ნა კლიპ­თან შე­და­რე­ბით ეფექ­ტი­ა­ნი­ა, მაგ­რამ მკვეთ­რი მა­ინც არ არის, ჩვენ­ში ამომ­რჩე­ვე­ლი უფ­რო მძაფრ ემო­ცი­ებს ითხ­ოვს. ამომ­რჩე­ველ­თან ღია ცის ქვეშ შეხ­ვედ­რებ­ზე აკე­თებს აქ­ცენტს ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძეც, ყვე­ლა ერ­თნა­ირ სტრა­ტე­გი­ას ირ­ჩევს, თან რა­ტომ­ღაც სო­ფელს, რე­გი­ო­ნებს ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას, ფიქ­რო­ბენ, რომ იქა­ურ ამომ­რჩე­ველ­ზე ზე­გავ­ლე­ნა უფ­რო ად­ვი­ლი­ა, ვიდ­რე სხვა­დას­ხვა თე­მა­ტურ ჯგუფ­თან შეხ­ვედ­რა, სა­დაც მწვა­ვე შე­კითხ­ვე­ბი, მე­ტი მოთხ­ოვ­ნა, კრი­ტი­კა იქ­ნე­ბა და სა­დაც მე­ტად და­ი­ხარ­ჯე­ბი­ან, ამით ცდი­ლო­ბენ საქ­მის გა­ი­ო­ლე­ბას. ერ­თა­დერ­თი შან­სი (რაც ამომ­რჩევ­ლის ანუ მომ­ხმა­რებ­ლის მოთხ­ოვ­ნა­ცა­ა,) რომ კამ­პა­ნი­ის ბო­ლოს­კენ კულ­მი­ნა­ცი­უ­რი მო­მენ­ტი დად­გეს, ყვე­ლა­ზე მწვა­ვე სა­კითხ­ის წინ­წა­მო­წე­ვა­ა, რო­გო­რიც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ ცი­ხის კად­რე­ბი იყო, თუმ­ცა, სა­ა­მი­სოდ სულ უფ­რო ნაკ­ლე­ბი დრო რჩე­ბა.

- ანუ კან­დი­და­ტე­ბი, შე­საძ­ლო­ა, ერ­თმა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ შა­ვი პი­ა­რის აგო­რე­ბა­ზე გა­და­ვიდ­ნენ?

- ამ ეტაპ­ზე, შე­საძ­ლოა ით­ქვას, რომ კან­დი­და­ტებს შო­რის ერ­თგვა­რი შე­თან­ხმე­ბა­ა, ერ­თმა­ნე­თის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­გან მეტ­-ნაკ­ლე­ბად თავს იკა­ვე­ბენ, მო­ზო­მი­ლად აკ­რი­ტი­კე­ბენ, მაგ­რამ ვნა­ხოთ, რა მე­თო­დებს, პო­ლი­ტი­კურ ილე­თებს მი­მარ­თა­ვენ ამ დღე­ებ­ში, რო­ცა კამ­პა­ნია ყვე­ლა­ზე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შე­ვა.

- გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან თუ არა პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბი ქა­რიზ­მით, რა ად­გი­ლი უკა­ვი­ა მიმ­დი­ნა­რე კამ­პა­ნი­ა­ში მათ ოჯა­ხებს?

- ნაკ­ლე­ბად ქა­რიზ­მუ­ლე­ბი არი­ან და შე­სა­ბა­მი­სად, აუ­დი­ტო­რი­ა­ზე ზე­გავ­ლე­ნაც უჭირთ, ჟეს­ტე­ბის ენას ნაკ­ლე­ბად მი­მარ­თა­ვენ. რაც შე­ე­ხე­ბა ოჯახს, ეს თე­მა სხვა ქვეყ­ნებ­ში მუ­შა­ობს - რო­გო­რია პო­ლი­ტი­კო­სის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ოჯა­ხის წევ­რებ­თან, რას აკე­თებს შინ, რო­გორ ურ­თი­ერ­თობს ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებ­თა­ნაც კი, რად­გან ამა­ში მა­თი გა­რე­მო­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩანს და შე­სა­ბა­მი­სად, ამომ­რჩე­ვე­ლი იგებს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მო­იქ­ცეს ესა თუ ის კან­დი­და­ტი მო­მა­ვალ­ში. ჩვენ­თან კი მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი­ა: აი, რას ვა­პი­რებ მე. თუმ­ცა, იმა­საც აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­გორ ლი­დერ­ზეა მოთხ­ოვ­ნა, არ­ჩევ­ნე­ბი დი­აგ­რა­მა­სა­ვით არის, გამ­სა­ხურ­დი­ას მე­რე ნაკ­ლე­ბად ქა­რიზ­მუ­ლი შე­ვარ­დნა­ძე იყო, ემო­ცი­უ­რი, ფეთ­ქე­ბა­დი სა­ა­კაშ­ვი­ლის შემ­დეგ უფ­რო გა­წო­ნას­წო­რე­ბულ პო­ლი­ტი­კოსს მი­ა­ნი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას, თუმ­ცა, არა უე­მო­ცი­ოს. რაც შე­ე­ხე­ბა ოჯა­ხის თე­მას, ამომ­რჩე­ვე­ლი, ზო­გა­დად, ლო­ი­ალ­უ­რია ოჯა­ხის მი­მართ, ოღონდ, თუ ოჯა­ხის წევ­რებ­მა თა­ვი­სი ად­გი­ლი იცი­ან. ჩვენ­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბის, მე­უღ­ლის ზე­აქ­ტი­უ­რო­ბა ცუდ ტო­ნად ით­ვლე­ბა და შე­დეგ­ზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა, რი­სი მა­გა­ლი­თე­ბიც იყო. სა­ქარ­თვე­ლო მა­ინც ტრა­დი­ცი­უ­ლი ქვე­ყა­ნა­ა, მი­იჩ­ნე­ვენ, რომ კაცს თა­ვი­სი ად­გი­ლი აქვს, ქალ­ს - თა­ვი­სი.

- თუ ჰყავთ პარ­ტი­ებს ამ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში ჩარ­თუ­ლი უცხ­ო­ე­ლი პი­არ­ტექ­ნო­ლო­გე­ბი, ამარ­თლებს მა­თი მოწ­ვე­ვა?

- უცხ­ო­ე­ლე­ბის მოწ­ვე­ვა გარ­კვე­ულ­წი­ლად შე­დე­გი­ა­ნი­ა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ კო­ლო­სა­ლურ თან­ხას უხ­დი­ან. უფ­რო ეფექ­ტი­ა­ნი შე­რე­უ­ლი გუნ­დის შექ­მნა­ა, სა­დაც უცხ­ო­ე­ლებ­თან ერ­თად ქარ­თვე­ლი "პი­ა­რის­ტე­ბიც" არი­ან, ისი­ნი უკეთ ერ­კვე­ვი­ან პი­ა­რის ად­გი­ლობ­რივ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ში, თუმ­ცა, ამ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას ჯერ­ჯე­რო­ბით პი­არტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა ბევ­რი არა­ფე­რი ეტყ­ო­ბა; ძი­რი­თა­დად, ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ა: მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გუნდს მი­აჩ­ნი­ა, რომ მა­ინც გა­ი­მარ­ჯვებს, რა­კი ივა­ნიშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რა აქვს, რაც არას­წო­რი­ა, მარ­გვე­ლაშ­ვილ­ზე, ისე რო­გორც სხვა ძი­რი­თად კან­დი­და­ტებ­ზე (ყვე­ლა გა­მო­კითხ­ვით, გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შან­სი მხო­ლოდ სამ კან­დი­დატს აქვს) ხალხს მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია აინ­ტე­რე­სებს, ვიდ­რე აწ­ვდი­ან. არც სხვა კან­დი­და­ტე­ბი გა­მოირ­ჩე­ვი­ან წი­ნა­­სა­არ­ჩევ­ნო პი­არ­-სვლე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით, რაც არას­წო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა - პი­არ­ზე უა­რის თქმა ელექ­ტო­რატ­თან სა­უ­ბარ­ზე უა­რის თქმა­ა, ხო­ლო იქ, სა­დაც ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი შიმ­ში­ლი­ა, ჭო­რე­ბი ჩნდე­ბა. მხო­ლოდ კარ­გად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი აკე­თებს სწორ არ­ჩე­ვან­საც, ზუს­ტად იცის, რას და ვის აძ­ლევს ხმას და ფუ­ჭი მო­ლო­დი­ნის­გა­ნაც დაზღ­ვე­უ­ლი­ა.

ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა